„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.04.001.003.457
  • Word
963
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
010.290.000.04.001.003.457
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

     „მუხლი 291

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხებით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით;

ბ) ამ კანონის შესაბამისად, ფონდიდან პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თანხის განაწილების გზით.“.

2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზისო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების ოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1),

სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა.

5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 150 000 ლარი.

6. თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახავს 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს, საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში იქნება 300 000 ლარი. საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით შეიძლება საბაზო დაფინანსებისათვის გათვალისწინებულ იქნეს უფრო დიდი ოდენობის თანხა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ტოლია ნულის, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება (მცირდება ან იზრდება) შესაბამისი ოდენობით, თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სამი თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას ამ კანონით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების ოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ოდენობაზე.

10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.

11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას წერილობით აცნობებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

     „მუხლი 301

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანიცაა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ფონდიდან პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განვითარებისა და რეფორმების ფონდი.

4. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად პარტიებზე პირდაპირ გასანაწილებელი თანხის ნახევარი.

5. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდება ყოველკვარტალურად.

6. ფონდში თანხების მოზიდვა შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც.

7. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის 50% უნდა განაწილდეს პარტიებზე, ხოლო 50% – არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

8. ფონდიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება მათ მიერ მისაღები საბაზო დაფინანსების პროპორციულად.

9. ფონდიდან თანხის გაცემა ხდება მხოლოდ კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებებისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების მიზნით.

10. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 5%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების განხილვისას ფონდის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით უნდა მონაწილეობდეს სულ მცირე 3 საერთაშორისო ორგანიზაციის ან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოური ფონდის წარმომადგენელი.

11. პარტიამ ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ფონდს ანგარიში მიღებული თანხის მიზნობრივად გამოყენების შესახებ. თუ პარტია ანგარიშს არ წარადგენს კანონით დადგენილი წესით ან თანხას არ გამოიყენებს ამ მუხლით დადგენილი მიზნებისათვის, პარტიას შეუწყდება ფონდიდან მისაღები დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში.

12. თუ პარტიები ან არასამთავრობო სექტორი ვერ გამოიყენებენ ამ ფონდიდან მათთვის გასაცემ თანხას, ეს თანხა გასანაწილებლად გადავა მომდევნო წელს.“.

4. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№963–რს