დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1142 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 30/10/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.001.002 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481
1. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1998 წელს შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვროს არა უგვიანეს 2002 წლის 20 ივნისით.
2. ამ კანონით განსაზღვრული საკრებულოების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ჩატარდეს 2002 წლის 3 ივნისამდე.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 26 ოქტომბერი.
№1142-Iს
დოკუმენტის კომენტარები