დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1138 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 10/11/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.001 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, (39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;“.
2. 218-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „გამოცემული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან დადასტურებული“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 26 ოქტომბერი.
№1138–Iს
დოკუმენტის კომენტარები