სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016696
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23
24/01/2012
ვებგვერდი, 26/01/2012
340170000.10.003.016696
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/01/2012 - 07/02/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 23

2012 წლის 24 იანვარი

. თბილისი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდარ­თუ­ლი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი . გილაური

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგ­რამა) შემუშა­ვებულია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-20 მუხლის მო­თხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონით, საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვ­რული პრინციპები და ნორმები.

    მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიზნები

პროგრამის ძირითადი მიზნებია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფ­ლის პირ­ვე­ლი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროე­ბათა და­სა­ფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშა­ო­ების განხორციელება და სხვ.);

ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულო­ბის მხარდაჭერა;

გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთი­ერთობის გაუმჯობესება;

დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამა­ღ­ლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფ­ლებამოსილებათა ეფე­ქ­ტიანად განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყაროები

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექ­ტები შესაძ­ლე­ბელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზა­ციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით.

    მუხლი 4. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა

1. პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან გა­მოი­ყოფა 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი, რო­მე­ლიც ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;

ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;

გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;

დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;

ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული გაანგარიშების შემდეგ პრო­­რამით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა სოფლებისათვის ნაწილ­დება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღ­ნიშ­ნული მაჩვენებ­ლები გაიანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობი­სა და 12,565409 კოეფიციენტის ნამრავლით.

    მუხლი 5. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა

1. თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა ხდება შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

2. წინასწარი კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს რწმუნე­ბული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ატარებს მო­სახლეობის გამო­კითხ­ვას, ორგანიზებას უწევს სოფლის კრე­ბის გამართვას, აწ­ყობს საჯარო გან­ხილ­ვებს და მოსახლეობასთან ათანხმებს პროგრამით სოფ­ლი­სათ­ვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას.

3. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამო­ყე­ნების მიზ­ნობ­რიობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:

ა) განსახორციელებელი პროგრამით (პროგრამებით) სა­რ­გებ­ლობის სა­შუალება უნდა ჰქონდეს სოფლის მოსახ­ლე­ობის უმრავლესობას;

ბ) შესყიდულ სამუშაოს (საქონელს, მომსახურებას) უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი გამოყენების დანიშნულება და არ უნდა იყოს მიმართული ერთჯერადი, მოკლევადიანი მოხმარები­სათ­ვის;

გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა და­საქმდეს შე­საბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათ­ვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში – სოფლების) მოსახლეობა.

4. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფ­ლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, წყალსადენის სათავო ნაგებობის ან სარწყავი სისტემის გაწმენდა-რეაბი­ლიტაცია, რომელიც რამდენიმე სოფელს ემსახურება) გადასა­წყვეტად.

5. მოსახლეობასთან შეთანხმებულ წინადადებებს რწმუ­ნებული წა­რუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგე­­ბას.

    მუხლი 6. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა

1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხო­რ­ციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების სა­ფუძ­ველზე.

2. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეუ­ლე­ბი­სათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქარ­თველოს მთავრობის სხდო­მაზე საკითხს განსახილველად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრო.

3. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთი­თება თანხის რაოდენობა და თვითმმართველი ერთეულის დასახე­ლება, რომლის ადგი­ლობრივ ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა.

4. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სა­ხელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად განხორციელე­ბი­სათვის პასუხისმგე­ბელია თანხის მიმღები – მუნიციპალი­ტეტის გამგეობა.