დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.10.003.016691 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში (სსმ, 64, 07/06/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს თანდართული წესდების მე-10 მუხლით განსაზღვრული მეხანძრე-მაშველის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდებით დამტკიცებული მეხანძრე-მაშველის სერტიფიცირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს, სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
ა) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეებს მეხანძრე-მაშველის სტატუსი ეძლევათ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შეასრულებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს, დაასრულებენ მეხანძრე-მაშველის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და დაინიშნებიან მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე.
2. მეხანძრე-მაშველის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, რომლითაც განსაზღვრული იქნება მეხანძრე-მაშველის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები, ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა მომზადება
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები