დაფინანსების ხელშეკრულება - საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა

  • Word
დაფინანსების ხელშეკრულება - საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016078
  • Word
0
14/11/2011
ვებგვერდი, 30/01/2012
480610000.03.030.016078
დაფინანსების ხელშეკრულება - საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

დაფინანსების ხელშეკრულება

 

განსაკუთრებული პირობები

 

ევროკავშირი, რომელიც წარმოდგენილია ევროკომისიის სახით, შემდგომში მოიხსენება, როგორც „კომისია”,

ერთის მხრივ, და

საქართველოს მთავრობა, შემდგომში მოხსენებული, როგორც „ბენეფიციარი”,

მეორეს მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ოპერაციის არსი და მიზანი

1.1 ევროკავშირი დააფინანსებს შემდეგ პროგრამას:

საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა

შემდგომში წოდებული როგორც “პროგრამა” და რომელიც აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.

1.2 პროგრამა განხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებისა და შემდგომი დანართების თანახმად.

    მუხლი 2. პროგრამის ღირებულება და ევროკავშირის ფინანსური წვლილი

2.1 მთლიანი პროგრამის ღირებულება შეადგენს 19 მლნ ევროს.

იგი მოიცავს შემდგომ კომპონენტებს:

2.1.1 ბიუჯეტის მხარდაჭერა: 17 მლნ ევრო

2.1.2დამატებითი მხარდაჭერა: 2 მლნ ევრო

2.2 ევროკავშირი თავის თავზე იღებს მაქსიმუმ 19 მლნ ევროს დაფინანსებას. ევროკავშირის დაფინანსების განაწილება ნაჩვენებია საბიუჯეტო მიმართულებებში, რაც მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებებში.

    მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი

3.1 ბენეფიციარის წვლილი პროგრამაში უდრის ნულის ტოლფას ევროს.

ბენეფიციარის დაფინანსების განაწილება ნაჩვენებია საბიუჯეტო მიმართულებებში, რაც მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებებში.

3.2. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ არა-ფინანსური წვლილის შეტანა გახდება საჭირო, დეტალური ინსტრუქციები ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში იქნება ჩამოყალიბებული.

    მუხლი 4. განხორციელება

პროგრამის განხორციელებისათვის ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.

    მუხლი 5. შესრულების ვადა

5.1. დაფინანსების ხელშეკრულების შესრულებივადა, როგორც ეს ზოგადი პირობების მე-4 მუხლშია მოყვანილი, დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე იწყება და ამ თარიღიდან 84 თვის შემდეგ დასრულდება.

5.2. საოპერაციო ფაზის ხანგრძლივობა არის 60 თვე

5.3. დასრულების ფაზის ხანგრძლივობა არის 24 თვე.

    მუხლი 6. მისამართები

დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასათან დაკავშირებული ყველა სახის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა ეხებოდეს პროგრამას და შემდგომ მისამართებზე უნდა იყოს გამოგზავნილი:

ა) კომისიისთვის განკუთვნილი:

ფილიპ დიმიტროვი

ელჩი

დელეგაციის ხელმძღვანელი

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

ნ. ჩხეიძის ქუჩა, №38

თბილისი, 0102, საქართველო

ბ)ბენეფიციარისთვის განკუთვნილი:

გიორგი ბარამიძე

ვიცე პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ

სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ევროკავშირის დახმარების პროგრამების

ეროვნული კოორდინატორი

საქართველოს მთავრობა

ინგოროყვას ქუჩა, №7

თბილისი, 0134, საქართველო

    მუხლი 7. დანართები

7.1 ამ ხელშეკრულებაზე შემდეგი დოკუმენტები იქნება დართული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

დანართი I:  ზოგადი პირობები;

დანართი II: ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები.   

7.2 იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართების პირობებსა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს შორის, განსაკუთრებული პირობების დებულებებს უპირატესობა მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართი I-ისა და დანართი II- ის დებულებებს შორის, უპირატესობა დანართი I-ის დებულებებს მიენიჭება.

    მუხლი 8. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები

8.1. საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლშია მითითებული ბიუჯეტის მხარდაჭერა: მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17 და 18.2.

8.2. ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:

8.2.1 მე-3 მუხლთან მიმართებაში: ბიუჯეტის მხარდაჭერასთან აკავშირებული პროექტი/პროგრამის ნაეილი უნდა განახორციელოს კომისიამ ეს გულიხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული. 

8.3.2 მე-14 მუხლთან მიმართებაში: ბენეფიციარი უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში სახაზინო ანგარიშზე შეტყობინების მიიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება გაცვლის დღეს ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსი.

8.3 ზოგადი პირობების 4.1 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადეკვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.

8.4 ზოგადი პირობების 19.5 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავი.

    მუხლი 9. სხვა სპეციალური გამოსაყენებელი პირობები პროგრამასთან მიმართებაში

     არ არის მითითებული

    მუხლი 10. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა

დაფინანსების ხელშეკრულებაშა ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მას ბოლო დარჩენილი მხარე მოაწერს ხელს.

შესრულებულია 2 ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, აქედან 1 პირი გადაეცემა კომისიას და ერთი – ბენეფიციარს.

კომისიის სახელით             ბენეფიციარის სახელით

 მარკუს კორნარო

დირექტორი                

გიორგი ბარამიძე

 

ევროპის დახმარების

თანამშრომლობის ოფისი

 

ვიცე პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ

სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ევროკავშირის დახმარების პროგრამების

ეროვნული კოორდინატორი

საქართველოს მთავრობა

 

ხელმოწერა                  ხელმოწერა

თარიღი                         თარიღი

 

 

 

დაფინანსების ხელშეკრულების – დანართი I – ზოგადი პირობები – ბიუჯეტი (ცენტრალიზებული)

დანართი I. ზოგადი პირობები

თავი I - პროექტის/პროგრამის დაფინანსება

    მუხლი 1. ზოგადი პრინციპი

1.1 ევროკავშირის ფინანსური დახმარება განისაზღვრება დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული ოდენობით.

1.2 ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის პირობას წარმოადგენს წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულებით ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

    მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა

2.1 შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების მე-22 მუხლის შესაბამისად.

2.2 იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისია უფლებამოსილია შეამციროს პროექტი/პროგრამა ან გადააკისროს ბენიფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არა ევროკავშირის სახსრებით.

2.3 თუ პროექტის/პროგრამის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთარი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი ევროკავშირის დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება ევროკავშირის შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.

 

თავი II. განხორციელება

    მუხლი 3. ზოგადი პრინციპი

3.1 კომისიის მიერ პროექტი/პროგრამა ხორციელდება ბენეფიციარისათვის და მისი სახელით.

3.2 ბენეფიციარის სახელმწიფოში კომისია წარმოდგენილი უნდა იქნას მისი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ.

    მუხლი 4. შესრულების პერიოდი

4.1 დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:

- საოპერაციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. Aამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და მთავრდება განხორციელების პერიოდის დასრულებამდე არა უგვიანეს 24 თვით ადრე.

- დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არა უგვიანეს 24 თვეში.

4.2 ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.

4.3 ევროკავშირის წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.

4.4 გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არა უმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

4.5 გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებიშემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და, შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არა უმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

 

თავი III. კონტრაქტების დადება და გრანტის მინიჭება

    მუხლი 5. ზოგადი პრინციპი

დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებელი ნებისმიერი კონტრაქტი იდება და ხორციელდება, საგარეო ოპერაციების განსახორციელებლად კომისიის მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული წესებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ღონისძიებების დაწყების მომენტისათვის.

    მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა

6.1 დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელ კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის მანძილზე, რაც ნიშნავს სამი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბოლო ხელმომწერი მხარის მიერ. ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

6.2 ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება აუდიტორულ და შეფასების კონტრაქტებზე, რომლებსაც შეიძლება ხელი მოეწეროთ შემდგომში, ასევე უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებებზე.

6.3 დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი რომელზეც კონტრაქტი არ გაფორმდება ანულირებულ იქნება.

6.4 ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაშთზე.

6.5 კონტრაქტი, რომლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე გადახდა, ავტომატურად შეწყდება და ანულირებული იქნება მისი დაფინანსება.

    მუხლი 7. უფლებამოსილება

7.1 სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მოწვევა და მონაწილეობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების განსაკუთრებული დებულებების შესაბამისად, ბენეფიციარი მესამე ქვეყნების ან იმ მესამე ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ნახსენებია ამ აქტებში ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.

7.2. თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი აქტებში მოცემული განსაკუთრებული პირობების საფუძველზე, შეიძლება გადაწყდეს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეთავაზებულ იქნეს იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.

7.3 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქონელი და მიწოდება, რომელიც საჭიროა სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების კონტრაქტების შესრულებისათვის და დაფინანსებულ ღონისძიებათა შესასრულებლად საჭირო გრანტის ბენეფიციარების შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში რომლებიც, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის პირობების შესაბამიად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ძირითად აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

თავი IV. კონტრაქტების შესრულების წესები

    მუხლი 8. დამკვიდრებისა და ბინადრობის უფლება

8.1 კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ ბენეფიციარი ქვეყნის დამკვიდრების და ბინადრობის დროებითი უფლებით. ეს უფლება ძალაშია კონტრაქტის დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

8.2 იმ კონტრაქტორების (მათ შორის გრანტის ბენეფიციარები) და ფიზიკური პირების, რომელთა მომსახურებაც საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, ოჯახის წევრები ისარგებლებენ იგივე უფლებებით პროექტის/პროგრამის განხორციელების განმავლობაში.    

    მუხლი 9. საგადასახადო და საბაჟო დებულებები

9.1 თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებულ პირობებში, გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა გადასახდელები (მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი – დღგ – ან მსგავსი გადასახადები) არ უნდა დაფინანსდეს ევროკავშირის თანხებით.

9.2 ბენეფიციარის სახელმწიფომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტების და გრანტების მიმართ უნდა გამოიყენოს ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი, რომელსაც იგი იყენებს იმ სახელმწიფოების ან საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც იგი თანამშრომლობს.

9.3 იმ შემთხვევაში როდესაც, შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, უნდა იქნეს გამოყენებული ეს დებულებებიც.

     მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები

10.1 ბენეფიციარის სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უფლებამოსილებაზე პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი უცხოური ვალუტის შემოტანის ან შეძენის თაობაზე. იგი ასევე ვალდებულია გამოიყენოს უცხოური ვალუტის გადაცვლის ეროვნული წესები, არადისკრიმინაციული წესით ამ ზოგადი დებულებების მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტორების მიმართ.

10.2 როდესაც შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, ისინიც აგრეთვე გამოყენებულ იქნება.

     მუხლი 11. კვლევების მონაცემების გამოყენება

11.1 იმ შემთხვევაში როდესაც, დაფინანსების ხელშეკრულება მოიცავს კვლევის დაფინანსებას, დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული ამ კვლევის კონტრაქტი, უნდა არეგულირებდეს ამ კვლევის საკუთრების საკითხს და ბენეფიციარისა და კომისიის უფლებას, გამოიყენოს კვლევაში მოცემული ინფორმაცია, გამოაქვეყნოს იგი ან გააცნოს მესამე პირებს.

    მუხლი 12. კონტრაქტების ფარგლებში ამოღებული თანხების გამოყოფა

12.1 არასწორი გადახდებიდან ამოღებული თანხები, რომელიც მოიცავს წინასწარ დაფინანსებული გარანტიის ან კონტრაქტით გათვალისწინებული შესრულების გარანტიების თანხებს, გამოყენებულ იქნება პროექტის/პროგრამისათვის.

12.2 კონტარქტორი მხარის მიერ ფინანსური ჯარიმების დაკისრება კანდიდატზე ან ტენდერში მონაწილეზე შესყიდვის ტენდერიდან გასვლის შემთხვევაში, ტენდერის გარანტიების მოთხოვნა, აგრეთვე კომისიაზე მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ევროპის კომისიის ძირითადი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თავი IV. ზოგადი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13. ხელმისაწვდომობა

13.1 კომისიის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი/პროგრამა წარმოადგენს შესაბამისი კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის საგანს, რომელიც განისაზღვრება კომისიის თანხმობით.

13.2 ამგვარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა შესაბამისობაში უნდა იყოს კომისიის მიერ განსაზღვრულ და გამოქვეყნებულ ხელმისაწვდომობის და საგარეო ოპერაციების შესახებ წესებთან, რომლებიც ძალაშია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების დროისათვის.

    მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია

14.1 ბენეფიციარმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნეს არასწორად გადახდილი თანხები. ბენეფიციარმა უნდა აცნობოს კომისიას გატარებული ზომების შესახებ.

14.2 „უკანონო ქმედებანიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების ან ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის ქმედებით ან უმოქმედობით, და აყენებს ან მიაყენებს ზაინს ევროპის კომისიის ძირითად ბიუჯეტს ან მათ მიერ განკარგულ ბიუჯეტს, საკუთარი რესურსების ან შემოსავლის მოკლებით ან მისი დაკარგვით, რომელიც მოპოვებულია პირდაპირ ევროპის კომისიის სახელით ან დაუსაბუთებელი გასავლის მუხლით.

„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო მოქმედებას ან უმოქმედობას:

– წარდგენა ტყუილი ინფორმაციის, არასწორი ან არასრული განცხადებებისა ან დოკუმენტების, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კომისიის ბიუჯეტიდან ან მათ მიერ ან მათი სახელით განკარგული ბიუჯეტებიდან ფინანსური სახსრების არასწორ დაკავებას.

– იმავე მიზნის მისაღწევად სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ინფორმაციის დაფარვა.

– ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორი გამოყენება განსხვავებული მიზნებისათვის.

ბენეფიციარმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერ შემთხვევაზე რომელიც ბადებს უკანონო ქმედების ან თაღლითობის ეჭვს.

14.3 ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს ყველა შესაძლო ზომას რათა გამოასწოროს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინება, გრანტის გაცემის ან კონტრაქტის დადების ან შესაბამისი კონტრაქტების შესრულების ნებისმიერ სტადიაზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს. „აქტიური კორუფია” ნიშნავს განზრახ ქმედებას ჩადენილს ნებისმიერი პირის მიერ, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით პირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისდ ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის ევროკავშირის ფინასურ ინტერესებს.

 მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდტორთა სასამართლომიერ

15.1 ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნეს დეკუმენტალური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.

15.2 ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონის შესაბამისად ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.

15.3 ამ მიზნით ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათ უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გააადვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებული უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი სადაც ინახება დოკუმენტები.

15.4 ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და სუბკონტრაქტორების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის ფინანსები.

15.5 ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტროლისათვის მივლინების შესახებ.

    მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის

16.1 ბენეფიციარი და კომისია ამ დაფინანსების ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების ან განმარტების შესაბებ დავის წარმოშობამდე მართავენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.

16.2 კონსულტაციას შესაძლოა მოჰყვეს დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, დროებით შეჩერება ან შეწყვეტა.

    მუხლი 17. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

17.1 დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების და დანართ II-ზე ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების დამატებას.

17.2 იმ შემთხვევაში თუ ცვლილების შეტანის მოთხოვნა მომდინარეობს ბენეფიციარისგან, ამ უკანასკნელმა კომისიას არანაკლებ სამი თვით ადრე იმ დღიდან როდესაც გათვალისწინებულია ცვლილების ძალაში შესვლა უნდა წარუდგინოს მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ არის შესაბამისად დასაბუთებული და თანხმობას გამოთქვამს კომისია.

17.3 საოპერაციო შესრულების ფაზისა და დასკვნითი ფაზის ვადის გაგრძელების სპეციფიკური პირობები მოცემულია ზოგადი დებულებების 4 (4) და 5 მუხლებში.

    მუხლი 18. დაფინანსების ხელშეკრულების დროებით შეჩერება

18.1 დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

– კომისიამ შეიძლება დროებით შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

– კომისიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დმოკრატიული პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

– დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს ფორსმაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორს მაჟორი” რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებიემიერ მათგანს
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით. (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან) მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს ფორს მაჟორად. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა თუ იგი გამოწვეულია ფორსმაჟორის გამო. მხარემ რომელიც ფორსმაჟორის წინაშეა დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს, პრობლების შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიანი.

    მუხლი 19. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა

19.1 თუ საკითხი რომელიც წინ უძღვის დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტას არ გადაიჭრება მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია ორი თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულება.

19.2 თუ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელდა რაიმე გადახდა, ან ამავე პერიოდის განმავლობაში შესასრულებელი კონტრაქტი არ იქნა დადებული, დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედება წყდება ავტომატურად.

19.3 როდესაც შეწყვეტა ეცნობება მხარეს, მიმდინარე კონტრაქტებისა და ხელმოსაწერი კონტრაქტების შესახებ შედეგებიც იქნება მასში მითითებული.

    მუხლი 20. დავების გადაწყვეტა

20.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.

20.2 ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.

20.3 იმ შემთხვევაში თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.

20.4 ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.

 

 

დაფინანსების ხელშეკრულების №ENPI/2010/21077 დანართი

 

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

ბენეფიციარი ქვეყანა/რეგიონი

საქართველო

შემკვეთი მხარე

საქართველოს მთავრობა

საბიუჯეტო ხაზი

19.08.01.03

სათაური

საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა

სრული ღირებულება

19.0 მილიონი ევრო

დახმარების მეთოდი/მენეჯმენტის ტიპი

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა:

-სექტორის ბიუჯეტის მხარდაჭერა (ცენტრალიზებული მართვა – 17 მლნ ევრო)

- პროექტის ტიპი (ცენტრალიზებული პირდაპირი მართვა – 2 მლნ ევრო)

DAC -კოდი

15112

სექტორი

დეცენტრალიზაცია და ქვეეროვნული მთავრობის მხადაჭერა

 

 

 


1. ინტერვენცია

1.1. მიზნები

საქართველოს რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად არის აღიარებული მთავრობის პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე და ძირითადი მიმართულებები და მონაცემები, რომელშიც გაწერილი რეფორმის საშუალოვადიანი პროგრამა და მისი ამოცანები, მოიცავს საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, მათ შორის ფისკალურ რესურსებსა და მათ განაწილებას უზრუნველყოფს და მოიცავს ინდივიდუალურად, დარგობრივი სამინისტროების სტრატეგიების. 2011-14 წლის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების ბოლო პროექტი პარლამენტს 2010 წლის ნოემბერში წარედგინა. მასში ზრდასა და სიღარიბის დაძლევას შორის არსებული კავშირებია ხაზგასმული. საბიუჯეტო ხარჯვის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ და ჯანდაცვის შემწეობას დანამდვილებით ეთმობა, მაგრამ, მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება.[1]

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული მიზნების მისაღწევად რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო, ამისი მაგალითია „იაფი კრედიტების პროგრამა“ და „სოფლის მეურნეობის 100 ახალი საწარმო”.

2008 წელს, რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების და დონორთა კოორდინაციის ფართო მექანიზმის შექმნის დაპირება გააჟღერა. 2008 წლის დეკემბერში, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. 2009 წლის თებერვალში, მინისტრის აპარატი სრულუფლებიან სამინისტროდ გარდაიქმნა და მის კომპეტენციებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რეგიონული პოლიტიკის განვითარება და ინფრასტრუქტურა დაემატა

2009 წლის 6 ივნისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული საქართველოში რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური ანგარიში[2] წარმოადგინა. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია (2010-2017). სტრატეგია საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 25 ივნისს[3] , ხოლო მისი სამოქმედო გეგმა 2010 წლის 16 ნოემბერს მიიღო.

როგორც რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკურ ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონული პოლიტიკის კუთხით, საქართველო ხუთი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას:

რეგიონული განვითარების დაფინანსება: ეს მოიცავს ადგილობრივი მთავრობებისთვის ხელმისაწვდომ ფისკალურ რესურსებს, ასევე ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემულ ტრანსფერებს და ცენტრალურად მართულ ფონდებს განვითარების პროექტების დასაფინანსებლად.

ინსტიტუციური მოწყობა, მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები: როგორც დიაგნოსტიკურ ანგარიშშია განხილული, ამჟამინდელი წყობა საჭიროებს გაძლიერებას, კერძოდ ძალისხმევა უნდა მიიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობების/გუბერნატორების სამსახურების შესაძლებლობათა ზრდისკენ და კადრების ცვლის შემცირებისკენ.

სიღარიბის შემცირება და დასაქმება: სიღარიბის შემცირება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან რამოდენიმეწლიანმა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ამ პრობლემას ვერ უშველა. სამუშაო ადგილების შეზღუდულობა ურბანული ცენტრებისკენ შიდა მიგრაციას იწვევს და სოფლებს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სერვისების გარეშე ტოვებს.

მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა: საქართველოს მთავრობამ რეგიონული და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დაისახა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინსვლა არსებობს სასმელი წყლისა და გაზის სისტემების კუთხით, მუნიციპალიტეტებს/რეგიონებს შორის უთანასწორობა მაინც დიდი რჩება. დაფინანსების არსებული მექანიზმები, იქნება ეს კონკრეტულ სექტორზე მიმართული სახსრები (გზების მშენებლობისთვის/რეაბილიტაციისთვის, საირიგაციო სისტემებისთვის, სკოლების რეაბილიტაციისთვის და ა.შ) ევროკავშირის პრაქტიკასთან ჯერ კიდევ დასაახლოებელია გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მონაწილეობის თუ სტრატეგიული ორიენტირებულობის კუთხით.

დეცენტრალიზაცია: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელოვანი რეფორმა 2005 წელს ორგანული კანონით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ტექსტში ადგილობრივი ხელისუფლებების გაზრდილი ეფექტურობის[4] სასარგებლოდ მთელი რიგი ტერიტორიული და ადმინისტრაციული ცვლილებებია ფორმულირებული, დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და საჭიროებს შემდგომ განვითარებას. ადგილობრივ ხელისუფლებებს შეზღუდული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები გააჩნიათ ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ბიუჯეტების ეფექტურად დასაგეგმად და განსახორციელებლად. ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონმდებლობაში, რამაც საკრებულოს (ადგილობრივი საბჭოები) როლი გაზარდა, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები შექმნა და აღმასრულებელი ძალაუფლების კონცენტრირება საკრებულოს თავმჯდომარეში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელში მოახდინა.

რეგიონული განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში სოციალური და რეგიონული უთანასწორობის შემცირებას ემსახურება. პროგრამის კონკრეტული მიზანი საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის (2010-2017) განხორციელების ხელშეწყობაა საქართველოს მთავრობისთვის შემდეგ სფეროებში დახმარების გაწევის გზით:

რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ჩარჩოები: საქართველოში გრძელვადიანი რეგიონული განვითარების უზრუნველყოფა. რეგიონული დაგეგმარების ინსტრუმენტების (ე.ი. სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურები) შემუშავება და გამოყენება.

ადამიანური რესურსების მართვა: ადამიანური რესურსების მენეჯმენტის რეგიონული განვითარების მიზნისკენ მიმართვა.

რეგიონული ინფრასტრუქტურის და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება: რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტის და მუნიციპალური დაგეგმვის გაუმჯობესება ქვეყანაში რეგიონული სოციო-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების გათვალისწინებით.

სტატისტიკა და ინფორმაცია რეგიონული განვითარებისთვის: ტექნიკური სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა რეკომენდაციები რეგიონული განვითარების სტატისტიკური მეთოდოლოგიისსათვის და დანერგილია შესაბამისი სამოქმედო გეგმის თანახმად.

1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გაუმჯობესებული შესაძლებლობები იმ ეკონომიკური განვითარების ინიციატივების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რომელიც რეგიონულ დონეზე ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს;

● ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და ტერიტორიული მოწყობის ჰარმონიზება საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის გრძელვადიანი მდგრადობით უზრუნველსაყოფად;

● მეთოდოლოგიურად სტანდარტიზებული განვითარების სტრატეგიები იქნება შემუშავებული საქართველოს ყველა რეგიონის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობით და ჩაუტარდება მონიტორინგი რეგიონული განვითარების საბჭოს მიერ;

● სხვადასხვა ტერიტორიულ დონეზე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის გაუმჯობესება;

● ადგილობირივი/რეგიონული მოხელეების მომზადების/გადამზადებისა და ადამიანური რესურსების მართვის მდგრადი მექანიზმისთვის საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა;

● ყველა ტერიტორიულ დონეზე განვითარების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის საჭირო სტატისტიკური ინსტრუმენტებისა და მონაცემთა შეგროვების მექანიზმების გაუმჯობესება; რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების ჩართვა გეოსტატის ყველა პუბლიკაციებში.

● ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაუმჯობესება და მათი ჩართულობა ადგილობრივი განვითარების პროექტებში;

● საქართველოს მთავრობის მიერ მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტტების შემუშავება მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების საპროექტო წინადადებების დამტკიცების მექანიზმის შემოღებით.

ძირითადი მოქმედებები:

● საქართველოს ყველა რეგიონში რეგიონული განვითარების საბჭოების (არაკონცენტრირებული და დეცენტრალიზებული სუბიექტების, ბიზნესის წარმომადგენლობის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) შექმნა; საქართველოს ყველა რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიების მომზადება და განხორციელება;

● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გუბერნატორის სამსახურების ყველა თანამდებობაზე სამუშაოს აღწერილობის შემოღება და სტანდარტიზებული ტრენინგის მექანიზმის შემუშავება, რომელიც ამოქმედდება 2013 წლიდან;

● ტრენინგის მოდულების შემუშავება და თითოეული შემუშავებული მოდულისთვის ტრენინგების ჩატარება;

● მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (გაზის, წყალმომარაგების, კლინიკების და ადგილობრივი გზების გათვალისწინებით); მუნიციპალიტეტების დაგეგმვის და მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებულია სტანდარტები მუნიციპალური ინფრასტრუქტურისთვის.

● რეგიონებში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების ზრდის გათვალისწინებით მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის საპროექტო წინადადების მომზადება;

● რეგიონული განვითარების ყოველმხრივი სტატისტიკური და ინფორმაციული სისტემის შემუშავება და განხორციელება.

 

1.3. ხანგრძლივობა

შეთანხმების მოქმედების ვადა 84 თვით განისაზღვრება. მისი განხორციელება ზოგადი პირობების (დანართი I) მუხლი 4.2 პირობების თანახმად 2 ფაზისგან შედგება:

1. ოპერაციულ დონეზე განხორციელების ფაზა, რომელიც დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე დაიწყება და 60 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

2. დახურვის ფაზა, რომელიც 24 თვე გაგრძელდება და რომელიც ოპერაციულ დონეზე განხორციელების ფაზის დასასრულიდან აითვლება.

ზოგადი პირობების (დანართი I) მუხლი 6-ის შესაბამისად, დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს ხელი მოეწერება დაფინანსების ხელშეკრულების (გარდა აუდიტისა და შეფასებისა) ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადა არ გაგრძელდება (დასრულების პერიოდი).

 

2. განხორციელება

2.1 განხორციელების მეთოდი და შესყიდვისა და გადახდის პირობები

პროგრამის საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის განხორციელებას პირდაპირ, ცენტრალიზებულად გაეწევა მენეჯმენტი. პარტნიორი ქვეყნის მთავრობამ უნდა დაადასტუროს რომ თანხა ჩაირიცხა შესაბამისი სახაზინო ანგარიშზე და წარმოადგინოს ტრანსფერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ვალუტის გაცვლისას გამოყენებული კურსი.

 

ტექნიკური დახმარების კომპონენტი ცენტრალიზებული მენეჯმენტით განხორციელდება.

ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები რომელიც ძალაში შევა პროცედურების დაწყებისთანავე.

კომისიამ ყველა გადახდა უნდა განახორციელოს დაფინანსების ხელშეკრულების ზოგადი და განსაკუთრებული პირობების და კომისიის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტული პროცედურის დაწყების დროს არის ძალაში.

წინამდებარე აქტივობისთვის კონტრაქტების გადაცემაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთაც ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის რეგულაცია ფარავს. კომპეტენტური ოფიცრის მიერ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის მონაწილეობის უფლების მინიჭების საკითხი ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის 21(7) მუხლში მოცემული პირობების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

 

2.2 ბიუჯეტი და კალენდარი

2.2.1 ბიუჯეტი

სექტორული პროგრამის ბიუჯეტი 19.0 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 2.0 მილიონი ევრო ტექნიკურ დახმარებაზე განაწილდება. დარჩენილი დაფინანსება (17 მილიონი ევრო) გამოყენებული იქნება საბიუჯეტო დახმარებისათვის.

ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის ჩარჩო სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ტექნიკური დახმარება, სხვასთან ერთად, რეფორმების პროგრესისა და გადახდის პირობების შესრულების მონიტორინგისა და განხილვისთვის გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გამოყენება შესაძლებელია ინსტიტუციონალური შესაძლებლობების მეტად გასაძლიერებლად, კერძოდ, თანამედროვე მართვისა და პროცედურების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისთვის, კონკრეტული სტრუქტურების/ფუნქციების შექმნის მხადაჭერისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტული გამოცდილების მიწოდებისთვის, ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ბეჭდვისა და პუბლიკაციებისთვის, არასახელმწიფო აქტორების ჩართვის ხელშეწყობისთვის, პერსონალის გადამზადებისთვის და ა.შ.

 

საბიუჯეტო მხარდაჭერა

 

 

მოცულობა

(სავარაუდო)

ევროკავშირის კონტრიბუცია

სხვა დონორები

სამთავრობო სექტორის ბიუჯეტი (გარე კონტრბუციების გარეშე)

საბიუჯეტო მხარდაჭერა

€ 17.0 მილიონი

€ 17.0 მილიონი

ა/გ

325.4 მილიონი ლარი (დაახლოებით 145.1 მილიონი ევრო)- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

ტექნიკური დახმარება მოიცავს:

€ 2 მილიონი

€ 2 მილიონი

 

 

ტექნიკური დახმარება

€ 1.5 მილიონი

€ 1.5 მილიონი

ა/გ

 

აუდიტი და შეფასება

€ 0.3 მილიონი

€ 0.3 მილიონი

ა/გ

 

ხილვადობა

€ 0.2 მილიონი

€ 0.2 მილიონი

ა/გ

 

 

2.2.2 კალენდარი:

პროგრამის ოპერაციულ დონეზე ხანგრძლივობა დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ცალსახად 60 თვე უნდა იყოს.

17.0 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტი სამ ტრანშად გაიცემა 2011 წლიდან: 5 მილიონი ევრო პირველი ტრანში და 6 მილიონი ევროს ოდენობით მომდევნო 2 ტრანში, საქართველოს მთავრობის მიერ დანართ 1 და 2-ში პოლიტიკის რეფორმის პირობების შესრულების შემდეგ. თითოეული ტრანში ფიქსირებული (ტრანშის სრული მოცულობის შესაბამისად 100%, 30% და 30%) და ცვლადი (ტრანშის სრული მოცულობის შესაბამისად 0%, 70% და 70%)კომპონენტისაგან შედგება.

პირობების შეუსრულებლობა, რომელიც ფისქირებულ ტრანშზე მიბმულ პირობებთან (დანართი 2, ნაწილი 3) შესაბამისობის საფუძველზე ფასდება, მთელი ტრანშის გარდაუვალ დაკარგვას გამოიწვევს.

 

2.3 ქცევის მონიტორინგი და გადახდის კრიტერიუმები

2.3.1. შესრულების მონიტორინგის ჩატარების აღწერა

რეგიონული პოლიტიკის მართვაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა პასუხისმგებელი. ეს პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თავმჯდომარეობით არსებული რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის[5] მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველკვარტულ სექტორულ საკოორდინაციო შეხვედრებს გაუკეთებს ორგანიზებას, რომელშიც საქართველოს სხვა დარგობრივი სამინისტროები და სააგენტოები, განვითარების პარტნიორები, არასახელმწიფო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრებზე რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის მიმდინარეობა შეფასდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუდმივმოქმედ სამდივნოს შექმნის, რომელიც ჩართული მხარეებისა და რეგიონული განვითარების კომისიის შეხვედრების ორგანიზაციულ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი.

საქართველოს ჯერჯერობით სანდო და თანმიმდევრული სტატისტიკური/საინფორმაციო სისტემები არ გააჩნია. წინამდებარე პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტრუმენტების შექმნის ხელშეწყობას დაგეგმვის ინსტრუმენტების (რეფორმის სფერო 1) და რეგიონული განვითარების სტატისტიკისა და ინფორმაციის სისტემების (რეფორმის სფერო 4) გაძლიერებით.

რეფორმის თითოეულ სფეროში წარმოდგენილი ინდიკატორები რეგიონული განვითარების სახელმწოფო სტრატეგიის (2010-2017) შესაბამისია. ისინი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური განხილვების საფუძველზე შემუშავდა.

რეგიონული პოლიტიკა საქართველოში ახალი სექტორია. მისი განხორციელების მთავარი ინსტიტუტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც 2009 წლის თებერვალში შეიქმნა, საჯარო დაწესებულებების შეზღუდული ინსტიტუციონალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე საჭირო იქნება სპეციალური ტექნიკური დახმარების გაწევა, მთავრობისთვის სექტორული მენეჯმენტისა და სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისთვის კორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერის მიზნით. ტექნიკური დახმარების ასეთივე პრიორიტეტებად განისაზღვრება ადამიანური რესურსების მართვა, კერძოდ ადგილობრივ დონეზე, და გამართული სტატისტიკური/საონფორმაციო სისტემების შექმნა. ამ პროგრამის სასარგებლოდ, ტექნიკური დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრების ადმინისტრირებას ევროკომისია მოახდენს.

რეგიონული განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამაზე ზედამხედველობის ფუნქციას უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების კომისია და პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, და საჭიროების შესაბამისად დელეგაციის ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. პროგრამის განხორციელების ზედამხედველობისათვის სამეთვალყურეო საბჭო მოიწვევს პრემიერ მინისტრის აპარატის, ჯეოსტატის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს. რეგიონული განვითარების სექტორში ჩართული განვითარების პარტნიორები, მათ შორის IFIS და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრებზე „დამკვირვებლის” სტატუსით იქნებიან მოწვეულები.

ზედამხედველობა ითვალისწინებს პროგრამის პროგრესის განხილვას და მასში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების მიღებას. პროგრამის სწორი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართ 1 და დანართ 2-ში მოყვანილ პირობებთან შესაბამისობას.

პროგრამის სწორი განვითარების საგარანტიოდ, საბჭო უზრუნველყოფს, რომ:

1. ევროკომისია ასოცირებული იქნება მთავრობასა და დონორებს შორის ყველა დისკუსიებში და ინსიტუტიცურ მოწყობაში, რომელიც ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შემუშავებასა და განხორციელებასთან და მისი საშუალოვადიანი ხარჯვის სისტემის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული;

2. ევროკომისია ასოცირებული იქნება მთავრობასა და დონორებს შორის ყველა დისკუსიაში და ინსტიტუციურ მოწყობაში, რომელიც რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული

3. მთავრობის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტრუქტურისა და/ან დებულების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება წინასწარ ეცნობება ევროკომისიას; და

4. ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კანონპროექტს, კერძოდ კი 2012, 2013 და 2014 წლების ბიუჯეტის კანონპროექტებს მათ მიღებამდე ხელმისაწვდომს გახდის ევროკომისიისთვის.

პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში, სამეთვალყურეო საბჭო ასევე უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობას ევროკომისიისთვის (როგორც ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ასევე ნებისმიერი ევროკომისიიის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებას რეგიონული განვითარების SBS პროგრამის ფარგლებში ან ნებისმიერი სხვა პროექტს თუ პროგრამას, მათ შორის მოკლევადიანი სპეციალისტების მისიების წევრებს და შემფასებლებს):

a. ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 ნაწილში აღნიშნული ტრანსფერების შესაბამის საბანკო ამონაწერს;

b. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონები, მთავრობის დადგენილებები და სხვა სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტები, პროექტისა და საბოლოო სახით;

d. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მის სააგენტოებთან, ევროპის საბჭოსთან და მის სააგენტოებთან შეთანხმებები და ანგარიშები; და

v. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სამთავრობო და სხვა დონორების პოლიტიკის დოკუმენტები და ანგარიშები პროექტისა და საბოლოო სახით.

 

2.3.2. გადახდის კრიტერიუმები

ტრანშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხება და პროგრამის ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების (დანართი 1) თანდართულ პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში შეთანხმებული ზოგადი და კონკრეტული პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

 

პროგრამის ფარგლებში ფიქსირებული ტრანშების გაცემა მოითხოვს შემდეგ პირობებთან შესაბამისობას:

1. საიმედო მაკრო-ეკონომიკური ჩარჩოები,

2. რეგიონული განვითარების ძლიერი სექტორული მართვის სისტემა შექმნილია და მოქმედებს

3. საიმედო სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მართვა

 

ტრანშის ცვლადი ნაწილის გაცემა დაკავშირებული იქნება პოლიტიკის რეფორმის ოთხი სფეროს შესაბამისად:

1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა;

2. ადამიანური რესურსების მართვა;

3. რეგიონული ინფრასტრუქტურა და ინოვაციების განვითარება;

4. სტატისტიკა და ინფორმაცია რეგიონული განვითარებისთვის.

დეტალებისთვის იხილეთ პოლიტიკის რეფორმის მატრიცა, დანართი 1

შერჩეული შესრულების ინდიკატორების მითითებული დანართ 1-სა და 2-ში ვრცელდება პროგრამის განხორციელების პერიოდში. გვიჩვენებს, რომ ეს ინდიკატორები შესაბამისი ხარისხის არის და მათი გამოყენება მართებულია საბიუჯეტო მხარდაჭერის გაცემისთვის.

დანართ 1-სა და -2-ში მოცემული შერჩეული შესრულების მიზნები და ინდიკატორები პროგრამის მსვლელობის დროს იმოქმედებს. თუმცა, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებით შეუძლია ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში მოსთხოვოს მიზნებისა და ინდიკატორების შეცვლა. მიზნებისა და ინდიკატორების შეცვლა შესაძლებელია ორ მხარეს შორის ფორმალური წერილების გაცვლის საფუძველზე.

 

3.მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი

ტექნიკური დახმარების კომპონენტი:

ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი ბენეფიციარის ვალდებულების განუწყვეტელი პროცესია. ამ მიზნისათვის ბენეფიციარმა უნდა ჩამოაყალიბოს პროგრამის შიდა ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება შესრულების ანგარიშის მოსამზადებლად.

კომისიის (ან სხვა პასუხისმგებელი უწყება რომელზეც დელეგირებულია მონიტორინგის ჩატარება) მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი კონსულტანტი სპეციალურად შემუშავებული ტექნიკური დავალების ფარგლებში განახორციელებს გარე მონიტორინგს, რომელიც დაიწყება პროექტის აქტივობიდან 6 თვის თავზე და დასრულდება საოპერაციო ფაზის დასრულებამდე 6 თვით ადრე.

საბიუჯეტო დახმარების კომპონენტი:

გარე შემფასებელი მისიები შეამოწმებენ პოლიტიკის რეფორმის მატრიცის შესაბამის პირობებთან შესაბამისობას თითოეული ტრანშის გაცემამდე (იხილეთ პროგრამის ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების პოლიტიკის რეფორმის მატრიცა, დანართი 1. და გადახდის გრაფიკი, დანართი 2)

შეფასების მისიებს სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფები ჩაატარებენ. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ის ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა დონეზე, პროგრამის საპროექტო წინადადების, პოლიტიკის მატრიცის და/ან ტექნიკური დახმარების პროგრამის ფორმულირებაში მიიღეს მონაწილეობა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდებიან შეფასების მისიის გუნდის წევრები.

ტექნიკური დახმარების კომპონენტთან დაკავშირებით შესაძლებელია აუდიტორული შემოწმების ორგანიზება

შეფასების მისიების ინიცირება მოხდება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე რომელსაც განახორციელებენ სპეციალურად ამ მიზნისთვის დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტები. გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ექსპერტები, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა, ნებისმიერ დონეზე, პროგრამის შემუშავებაში (დავალების შედგენაში), პოლიტიკის რეფორმის მატრიცის და/ან ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების შემუშავებაში, არ აქვთ უფლაბა მონაწილეობა მიიღონ შეფასების მისიაში.

 

4. კომუნიკაცია და ხილვადობა

კომუნიკაციისა და ხილვადობის საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა დაწესებულებებს შორის კოორდინაციით წყდება, ევროკავშირის გარე ღონისძიებების კომუნიკაციისა და ხილვადობის სახელმძღვანელოს შესაბამისად. ევროკომისია, პროგრამის მიმდინარეობისა და მიღწევების ფართო საზოგადოებამდე მიტანის მიზნით ამ დაწესებულებებთან ერთად გაუკეთებს სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებს ორგანიზებას.

 

დანართი

1 –     პოლიტიკის რეფორმის მატრიცა: შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები გადახდისთვის (ბიუჯეტის მხადაჭერა)

2 –     გადახდის წესები და გრაფიკი (ბიუჯეტის მხადაჭერა)

 


დანართი 1: შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები გადახდისთვის (ბიუჯეტის მხადაჭერა)

ა. ზოგადი პირობები ფიქსირებული ორივე ტრანშის (100% პირველი ტრანშის [პირველი ფიქსირებული ტრანში], 30% მეორე ტრანშის [მეორე ფიქსირებული ტრანში], 30% მესამე ტრანშის [მესამე ფიქსირებული ტრანში]) და ცვლადი ტრანშების გამოსაყოფად (იხ. ცხრილი და დანართი 2)

პირობა

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

საიმედო მაკროეკონომიკური ჩარჩო

სტბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკის პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პროგრამის უწყვეტი პროგრესი

•     საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკომისიის ანგარიშები

•     საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის ანგარიშები SBA-ს ფარგლებშ, ასევე შეასძლო წინსწარი SBA

ბ. რეგიონული განვითარების სტრატეგია

შექმნილია და მოქმედებს ფართომასშტაბური სექტორული მენეჯმენტის სისტემა რეგიონული განვითარებისთვის

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და რეგიონული განვითარების კომისიის შემუავებული სამოქმედო გეგმის შესრულების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაბამისი მონაწილეების ჩართვით და რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის წელიწადში სამჯერადი გადახედვა.

•     საქართველოს მთავრობის დადგენილება რეგიონული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ დროში გაწერილ ინდიკატორებთან ერთად

•     ბრძანებულება რეგიონული განვითარების კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის, ტექნიკური დავალების და სამუშაო მოდალობების შესახებ

•     რეგიონული განვითარების კომისიის მიმოხილვის ოქმები და შესაბამისი სამუშაო ჯგუფები

. სახელმწიფო ფინანსების მართვა

საიმედო სახელმწიფო ფინანსური და ფისკალური მენეჯმენტი

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განახლებული პროგრამის დამაკმაყოფილებელი მიმდინარეობა, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს სახელმწიფო ფინანსური მართვის შეფასებები, ან სხვა მიმოხილვები, რომლებიც განხორციელებულია ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ

•     მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული მოხსენებები/დამხმარე შეტყობინებები

•     ევროკომისიის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსური მართვის შესახებ

•     PEFA-ს ანგარიშები

 

ბ. ცვლადი ტრანშები (0% პირველი ტრანშის, 70% მეორე ტრანშის [პირველი ცვლადი ტრანში], 70% მესამე ტრანშის [მეორე ცვლადი ტრანში] )

 

პირველი ცვლადი ტრანში

მეორე ცვლადი ტრანში

 

ინდიკატორი 1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა

 

მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)

ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული რეგიონული სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიულ მონაწილეობას და კონსენსუსზე დაფუძნებულ განვითარებას.

პასუხისმგებელი ინსტიტუტი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონების გუბერნატორთა ოფისები

რეგიონული განვითარების საბჭოები (შექმნისთანავე)

 

მითითება რეგიონული განვითარების სახელ-მწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე

პირობა

პირობა

 

რეგიონული განვითა-რების სახელმწიფო სტრატეგია

2010-2017

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (SSRD) სამოქმედო გეგმა

რეგიონული განვითარების სტრატეგიები

 

BDD

ბიუჯეტის კანონი

შემუშავებულია რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე

 

რეგიონული პოლიტიკის განხორციელების სქემა არის დამატებით დამუშავებული და წარმოდგენილი ყველა რეგიონში

 

ინდიკატორები

ა. რეგიონული განვითარების დაგეგმარების განხორციელების სახელმძღვანელო და პროცედურები (ვადების, ნიმუშების და ზოგადი ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიის ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის) ცენტრალური და რეგიონული დონეებისთვის მომზადებულია კონსულტაციების საფუძველზე (განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან) და მიღებულია საქართველოს მთავრობის/რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ

ბ. სულ მცირე, 2 რეგიონის განვითარების პროგრამა (რეგიონის განვითარების სტრატეგია)არის მომზადებული და მიღებული ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს და პროცედურების საფუძველზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით.

გ. ყველა რეგიონში შექმნილია რეგიონული განვითარების საბჭოები, რომლებშიც ადგილობრივი თვითმართველობები და სამოქალაქო საზოგადოება შედის და წელიწადში სულ მცირე სამჯერ იკრიბება

 

 

 

 

დ. თვითმმართველობების უმრავლესობა ამზადებს თავიანთი განვითარების დოკუმენტებს (პრიორიტეტების დოკუკმენტი) BDD-ს ფორმატში შესაბამისი მონაწილეებთან ერთად.

შემოწმების საშუალებები

.1 სახელმძღვანელოები და პროცედურები

.2 სამართლებრივი აქტები სახელმძღვანელოები და პროცედურები

 

 

.1 რეგიონების განვითარების სტრატეგიები

.2რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომის ოქმები

გ.1რეგიონული განვითარების საბჭოს შექმნის მარეგულირებელი აქტი

გ.2რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომის ოქმები

.3 რეგიონის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების მარეგულირებელი აქტი

დ. თვითმმართველობების პრიორიტეტების დოკუმენტები

ინდიკატორები

. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კანონმდებლობის გადახედვას რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქართველოს ორგანულ კანონთან, შესაბამის მონაწილეებღან კონსულტაციების საფუძველზე.

. ყველა რეგიონი ამზადებს და იღებს რეგიონის განვითარების სტრატეგიას ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს და პროცედურების შესაბამისად, შესაბამისი მუნიციპალიტეტების და რეგიონული განვითარების საბჭოების მონაწილეობით.

 

. რეგიონული განვითარების საბჭოები წელიწადში სამჯერ იხილავენ რეგიონის განვითარების სტრატეგიების განხორციელების საკითხს და ამზადებენ რეკომენ-დაციებს შემდგომი მოქმედე-ბისთვის

დ.ყველა თვითმმართველობა ამზადებს თავიანთი განვითარების დოკუმენტებს (პრიორიტეტების დოკუკმენტი) BDD-ს ფორმატში შესაბამისი მონაწილეებთან ერთად.

შემოწმების საშუალებები

.

ცვლილებების პროექტები შესაბამის კანონმდებლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

.... რეგიონული განვითარების კომისიის როგორც მინიმუმ კვარტალური შეხვედრის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ

.1 სახელმძღვანელო და პროცედურები;

.2 რეგიონული განვითარების სტრატეგიების მიღების მარეგულირებელი აქტები

. რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომების ოქმები

 

 

დ. თვითმმართველობების პრიორიტეტების დოკუმენტები

ა. ბ. გ. დ. სულ მცირე წელიწადში სამჯერ ჩატარებული რეგიონული განვითარების საბჭოების საოქმო ჩანაწერები იქნება საჯარო

 

 


 


 

პირველი ცვლადი ტრანში

მეორე ცვლადი ტრანში

ინდიკატორი 2. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)

ადგილობრივი და რეგიონული საჯარო მოხელეების შესაძლებლობები თანდათანობით ძლიერდება სათანადო მოზმადებისა და გადამზადების მეშვეობით

პასუხისმგებელი ინსტიტუტები

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საჯარო სამსახურის ბიურო

მითითება რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტი-კის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე

პირობა

 

პირობა

რეგიონული განვითა-რების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა

 

რეგიონული განვიარების მიზნებისთვის შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის სისტემა

ახალ შექმნილი მექანიზმის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტრენინგის კურსები

ინდიკატორები

A. დადგენილია და მიღებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო და სამუშაო მოთხოვნები

. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა  ტრენინგის საჭიროებათა არსებული შეფასების საფუძველზე შესაბამისი სამსახურის მიერ შემუშავებულია და მიღებულია ტრენინგის მექანიზმი, მათ შორის, ტრენინგის ფორმები, ტრენინგის კრიტერიუმები, ტრენინგის მოდულები, ტრენინგის მიმწოდებლების კრიტერიუმები

. შემუშავებულია სულ მცირე ხუთი ტრეინინგის პროგრამა

 

შემოწმების საშუალებები

1.მარეგულირებელი აქტი

.2 საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერა

. ბრძანება ტრენინგის მექანიზმის დამტკიცების შესახებ

 

 

 

. ტრეინინგის მოდული

ინდიკატორები

. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა სულ მცირე 60%- აქვს თავისი თანამდებობის სამუშაოს აღწერა. სამუშაოს აღწერა შემუშავდა თვითმმართველობების თანამდებობებზე და დანერგილია სულ მცირე 2 თვითმმართველობაში.

. შემუშავებული კურიკულუმების საფუძველზე ორგანიზებული სულ მცირე ერთი სასწავლო კურსი თითოეულ სემესტრში (იხ. პირველი ცვლადი ტრანშის ქვე ინდიკატორი გ) და იგი ღიაა ყველა შესაბამისი თანამშრომლისთვის მუნიციპალიტეტის და გუბერნატორის ოფისის თანამშრომლებისთვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პერსონალისთვის.

 

შემოწმების საშუალებები

. სამუშაოს აღწერა

 

 

 

 

. სასწავლო გეგმები

. ტრენინგის პროგრამები; ტრენინგის ანგარიშები


 

 

პირველი ცვლადი ტრანში

მეორე ცვლადი ტრანში

ინდიკატორი 3. რეგიონული განვითარების ფინანსირება და განხორციელება

მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)

მთავრობას შეუძლია მუნიციპალური სამსახურების/ფუნქციების ფინანსირება საჭიროებებზე დაყრდნობით, რაც გამოიწვევს დაბალანსებულ განვითარებას და ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას

ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საბიუჯეტო საჭიროებების უკეთ დაგეგმვა

პასუხისმგებელი ინსტიტუტი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

შესაბამისი სამინისტროები და სააგენტოები

მითითება რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე

პირობა

პირობა

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017

 

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა

 

რეგიონული განვითარების გეგმა გაუმჯობესებულია რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების მიზნით

თანდათანობით ინერგება გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირებას

ინდიკატორები

ა. რეგიონში ხელმისაწვდომობის ზრდა შემდეგ მომსახურებაზე:

ა.1. 67.000 ოჯახს (+/- 10%) რეგიონში გაზმომარაგებაზე აქვს ხელმისაწვდომობა

ა.2. 140.000 ოჯახს (+/- 10%) საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაუუმჯობესდათ წყალმომარაგება

ა.3. სულ მცირე 40 კლინიკა (+/- 10%) შენდა/გარემონტდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში

ა.4. 3.000კმ ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის (+/- 10%) რეაბილიტირებულია საქართველოს რეგიონებში

ბ. ადგილობრივ თვითმმარ-თველობთან და მის შესაბამის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონსულ-ტაციით განსაზღვრულია მინიმალური სტანდარტები ადგილობრივი გზებისთვის, მუნიციპალური სახანძრო სამსახურების და სკოლამდელი განათლებისთვის.

. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღებულობს კრიტერიუმებს და შერჩევის პროცედურებს (რომლებსაც შემოაქვთ გამჭვირვალების, მოქალაქეთა მონაწილეობის და სტრატეგიული ორიენტაციის ელემენტები) პროექტებისთვის, რომლებსაც დააფინანსებს რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდი.

დ. საპროექტო წინადადება მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციების პროექტებზე მიღებულია მთავრობის/რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიერ და მოიცავს დაფინანსების მექანიზმის წყაროებს და მისი შერჩევის კრიტერიუმების.

შემოწმების საშუალებები

ა.1. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის საქმიანობის ანგარიშის პროექტი

ა.2.დამოუკიდებელი შემფასებელი მისია, ადგილობრივი ვიზიტები.

 

 

 

 

 

 

. სტანდარტები შემუშვდა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ

 

 

 

 

. რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდის მართვის მარეგულირებელი აქტი

 

 

 

 

დ. მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური საპროექტო წინადადებების დამტკიცების მარეგულირებელი აქტი

ინდიკატორები

 

ა. რეგიონში ხელმისაწვდომობის ზრდა შემდეგ მომსახურებაზე:

ა.1. დამატებით 70.000 ოჯახს (+/- 10%) რეგიონში გაზმომარაგებაზე აქვს ხელმისაწვდომობა

ა.2. დამატებით 180.000 ოჯახს (+/- 10%) საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაუუმჯობესდათ წყალმომარაგება

ა.3. დამატებით 19 კლინიკა (+/- 10%) შენდა/გარემონტდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში

ა.4. დამატებით 3.1000კმ ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის (+/- 10%) რეაბილიტირებულია საქართველოს რეგიონებში

ბ. მუნიციპალური დაგეგმვის გაუმჯობესდა ადგილობრივ თვითმმარ-თველობთან და მის შესაბამის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონსულ-ტაციით განსაზღვრული სულ მცირე 2 სექტორისთვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცებით.

. რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდის ხარჯები შეესაბამება რეფორმის სფერო 1-ში („რეგიონული პოლიტიკა და განხორციელების სქემა“) იდენტიფიცირებული 2 საპილოტო რეგიონის განვითარების სტრატეგიას

დ. მაღალი ტექნოლოგიბის ინოვაციური პროექტები დაფინანსებულია (თანადაფინანებულია) საქართველოს მთავრობის მიერ საპორექტო წინადადებებით (შესაბამისი ბიუჯეტი - 10 მილიონი ლარი) შემუშავებული კრიტერიუმეის შესაბამისად

შემოწმების საშუალებები: უნდა შეიმუშავოს დელეგაციამ

ა.1. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის საქმიანობის ანგარიშის პროექტი

ა.2.დამოუკიდებელი შემფასებელი მისია, ადგილობრივი ვიზიტები.

 

 

 

 

 

 

 

. სტანდარტები შემუშვდა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ

 

 

 

 

 

გ.1 წელიწადში რეგიონული განვითარების საბჭოს სულ მირე ორი სხდომის ოქმი იქნება საჯარო

გ.2 რეგიონების სტრატეგიების შემუშავება

გ.3 ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტი

 

 

დ. ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტი

 


 

 

მეორე ტრანში

მესამე ტრანში

ინდიკატორი 4. რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია

მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)

საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და იყენებს რეგიონული სტატისტიკის ფართო მეთოდოლოგიას

პასუხისმგებელი ინსტიტუტი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ჯეოსტატი

მითითება რეგიონული განვითარების სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში

პირობა

პირობა

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017

რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა

შექმნილია რეგიონული განვითარების დაგეგმვისა და მონიტორინგის სრული სტატისტიკური სისტემა

თანდათანობით ინერგება რეგიონული სტატისტიკის წარმოების და ანგარიშების გამოქვეყნების სისტემა

ინდიკატორები

. შექმნილია სტატისტიკის ტექური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონული განვითარების ძირითად სფეროებს ფარავს და რეგიონული განვითარების სრული სტატისტიკური მეთოდოლოგიისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

შემოწმების საშუალებები: უნდა შეიმუშავოს დელეგაციამ

ა.1 ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ჯეოსტატს შორის

ა.2 ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ა.3 სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები რომელიც მოიცავს განხორციელების გეგმას

ინდიკატორები

ა. 2012 წლისთვის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებულია გეოსტატის და სხვა შესაბამისი მონაწილეების სამოქმედო გეგმის თანახმადა

ბ. გეოსტატი მოამზადებს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს რეგიონული განვითარების საბჭოსთვის

შემოწმების საშუალებები

ა. შესაბამისი გეოსტატის პუბლიკაციები

ა. & ბ. სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები რომელიც მოიცავს განხორციელების გეგმას

 

ბ. რეგიონული განვითარების კომისიის ანგარიში სამუშო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებაზე.

დანართი 2: გადახდის პირობები და გრაფიკი (ბიუჯეტის მხარდაჭერა)

1.  პასუხისმგებლობები

დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული გადახდის პირობების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის კომისიას თითოეული ტრანშის გადახდაზე წარუდგენს ფორმალურ მოთხოვნას ქვემოთ ცხრილში მოყვანილი თარიღებით. ფორმალური მოთხოვნა მოიცავს I)ფონდის გაცემის გამართლების რაც შეიძლება სრულ ანალიზს, მათ შორის დამხმარე დოკუმენტაციას დანართის სახით; და II) სათანადოდ ხელმოწერილ ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმას თანმდევი გადახდის გასამარტივებლად.

2.  შემოთავაზებული გადახდის გრაფიკი

შემოთავაზებული გადახდის გრაფიკი ქვემოთ არის მოყვანილი პირველი, მეორე და მესამე ფიქსირებული და ცვლადი ტრანშების ოდენობით მილიონ ევროში შესაბამისი სფეროს მითითებით, სპეციპიური პირობების შესაბამისად.

 

 

 

 

ცხრილი 1: გადახდის გრაფიკის შინაარსი (მილიონ ევროში)

ტრანშის ტიპი

წელი1

წელი 2

წელი 3

 

 

კვარტ1

კვარტ 2

კვარტ 3

კვარტ 4

კვარტ 1

კვარტ 2

კვარტ 3

კვარტ 4

კვარტ 1

კვარტ 2

კვარტ 3

კვარტ 4

ჯამში

ფიქსირებული ტრანში

 

 

 

5.0

 

 

 

1.8

 

 

 

1.8

8.6

ცვლადი ტრანშები

 

 

 

 

 

 

 

4.2

 

 

 

4.2

8.4

 სფერო 1 - რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა (ინდიკატორი 1)

 

 

 

 

 

 

 

1.47

 

 

 

1.47

2.94

 სფერო 2 - ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (ინდიკატორი 2)

 

 

 

 

 

 

 

0.63

 

 

 

0.63

1.26

 სფერო 3 - რეგიონული განვითარების ფინანსირება და განხორციელება (ინდიკატორი 3)

 

 

 

 

 

 

 

1.47

 

 

 

1.47

2.94

 სფერო 4 - რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია (ინდიკატორი 4)

 

 

 

 

 

 

 

0.63

 

 

 

0.63

1.26

ჯამში

 

 

 

5.0

 

 

 

6.0

 

 

 

6.0

17.0

3.  ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები

ქვემოთ მოყვანილი ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები ვრცელდება ტრანშის ყველა გაცემაზე და ტრანშის გაცემის ყველა მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ამ საკითხთან დაკავშირებული დამხმარე ინფორმაცია (იხ. დანართი 1, პუნქტი 2.3).

ცხრილი 2: ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები

 

პირობა

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

საიმედო მაკროეკონომიკური ჩარჩო

სტბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკის პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პროგრამის უწყვეტი პროგრესი

•     საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკომისიის ანგარიშები

•     საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის ანგარიშები SBA-ს ფარგლებშI, ასევე შესძლო წინსწარი SBA

ბ. რეგიონული განვითარების სტრატეგია

შექმნილია და მოქმედებს ფართომასშტაბური სექტორული მენეჯმენტის სისტემა რეგიონული განვითარებისთვის

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და რეგიონული განვითარების კომისიის შემუავებული სამოქმედო გეგმის შესრულების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაბამისი მონაწილეების ჩართვით და რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის წელიწადში სამჯერადი გადახედვა.

•     საქართველოს მთავრობის დადგენილება რეგიონული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ დროში გაწერილ ინდიკატორებთან ერთად

•     ბრძანებულება რეგიონული განვითარების კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის, ტექნიკური დავალების და სამუშაო მოდალობების შესახებ

•     რეგიონული განვითარების კომისიის მიმოხილვის ოქმები და შესაბამისი სამუშაო ჯგუფები

. სახელმწიფო ფინანსების მართვა

საიმედო სახელმწიფო ფინანსური და ფისკალური მენეჯმენტი

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განახლებული პროგრამის დამაკმაყოფილებელი მიმდინარეობა, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს სახელმწიფო ფინანსური მართვის შეფასებები, ან სხვა მიმოხილვები, რომლებიც განხორციელებულია ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ

•     მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული მოხსენებები/დამხმარე შეტყობინებები

•     ევროკომისიის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსური მართვის შესახებ

•     PEFA -ს ანგარიშები

 

4.  ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები

ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები ინდივიდუალურ ტრანშებზე ვრცელდება ზოგად პირობებთან ერთად, რომელიც ყველა ტრანშზე ვრცელდება.

ცხრილი 3: ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები

ტრანში

ოდე-ნობა

(მლნ ევრო)

გადახდის მოთხოვნის სავარაუდო თარიღი (კვარტალი)

გადახდის სავარაუდო თარიღი (კვარტალი)

პირობები/კრიტერიუმები/გადახდ-ის აქტივობა

შემოწმების წყარო (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველი 100% ფიქსირებული ტრანში

5.0

კვარტალი 4/2011

კვარტალი 4/2011

მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები

 

მეორე ფიქსირებული ტრანში

1.8

კვარტალი 3/2012

კვარტალი 4/2012

მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები

პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/შემოწმებს საშუალებები

 

მეორე ცვლადი ტრანში

4.2

კვარტალი 3/2012

კვარტალი 4/2012

მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები

 (ი) სპეციფიური პირობა 1: შემუშავებულია რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე (დანართი 1, ცხრილი ბ)

(იი) სპეციფიური პირობა 2: რეგიონული განვითარების მიზნებისთვის შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)

 (იიი) სპეციალური პირობა 3: რეგიონული განვითარების ფინანსირება გაუმჯობესებულია რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების მიზნით (დანართი 1, ცხრილი ბ)

 (ივ) სპეციალური პირობა : შექმნილია რეგიონული განვითარების დაგეგმვისა და მონიტორინგის სრული სტატისტიკური სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)

პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმებს საშუალებები

 

მესამე ფიქსირებული ტრანში

1.8

კვარტალი 3/2013

კვარტალი4/2013

მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები

 

პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმების საშუალებები

 

მესამე ცვლადი ტრანში

4.2

კვარტალი 3/2013

კვარტალი 4/2013

მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები

(ი) სპეციალური პირობა 1: რეგიონული პოლიტიკის განხორციელების სქემა არის დამატებით დამუშავებული და წარმოდგენილი ყველა რეგიონში (დანართი 1, ცხრილი ბ)

 (იი) სპეციალური პირობა 2: ახალშექმნილი მექანიზმის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტრენინგის კურსები (დანართი 1, ცხრილი ბ)

(იიი) სპეციალური პირობა 3: თანდათანობით ინერგება გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირებას (დანართი 1, ცხრილი ბ)

(ნ) სპეციალური პირობა : თანდათანობით ინერგება რეგიონული სტატისტიკის წარმოების და ანგარიშების გამოქვეყნების სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)

პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმების საშუალებები

 

 

ცვლადი ტრანშის ფარგლებში გადახდის პირობები ფიქსირებულია პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე, თუმცა შეიძლება მათი მოდიფიცირება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ტექნიკური დახმარების პროგრამის 2.3.2 ნაწილის შესაბამისად.

 

5.  ქცევის შეფასების მოდალობა ცვლადი ტრანშების შემთხვევაში

გადახდის დაანგარიშება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების მე-4 ნაწილში მოცემული პოლიტიკის ოთხი სფეროს შესრულების საფუძველზე მოხდება. პოლიტიკის თითოეულ სფეროს კონკრეტული წონა აქვს გამოთვლისთვის, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მოცემული.

 

ინდიკატორები

 

ინდოკატორის წონა სხვა ინდიკატორებში

 

პირველი ცვლადი ტრანში

მეორე ცვლადი ტრანში

1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა

 

 

0.35

0.35

2. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

 

 

0.15

0.15

3. რეგიონული ინფრასტრუქტურის და ინოვაციების განვითარება

 

0.35

0.35

4. რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია

 

0.15

0.15

ჯამში

 

1

1

 

თითოეული ინდიკატორისთვის შესრულების შეფასება მოხდება პოლიტიკის რეორმის მატრიცაში მოყვანილი ქვეინდიკატორების შესრულების საფუძველზე (დანართი 1) თითოეულ ქვეინდიკატორს გააჩნია თანაბარი მნიშვნელობა (მაგ. რეორმის სერო 1 აქვს 4 ქვეინდიკატორი, თითოეულს ითვალისწინებს ცვლადი ტრანშის 25% გამოყოფას, ამ შემთხვევაში 0.3675 მლნ ევრო, თუ ქვეინდიკატორი შესრულებულია)თითოეული ქვეინდიკატორის შეფასება მოხდება შემდეგი მეთოდოლოგიით:

– თუ შეთანხმებული მიზანი მიღწეულია ან მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს, ქულა არის 1.

– თუ მიზანი მიღწეული არ არის, მაგრამ პროგრესი შეინიშნება, ქულა არის 0.5.

– ნეგატიური ან მინიმალური პროგრესის შემთხვევაში ქულა არის 0.

სპეციფიკური ინდიკატორები/შემოწმების საშუალებები თან ერთვის ტრანშის გაცემას და მოცემულია ტექნიკური დახმარების პროგრამის დანართ 1-ში (პოლიტიკის რეფორმის მატრიცა).

 



[1] რეგიონებში სიღარიბის დონე ქვემო ქართლსა და აჭარაში 52.5%-დან (66% და 48.1% 2005 წელს) თბილისში 30.2%-მდე და იმერეთში 31.4% (26.1%) მერყეობს. იხილეთრეგიონული განვითარება საქართველოში _ დიაგნოსტიკური ანგარიში”, თბილისი 2010 . გვ.220

[4] ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები შეერთდა, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 900-დან 69-მდე შემცირდა

[5] საქართველოს მთავრობა, დადგენილება #172, 2010 წლის 25 ივნისი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.