დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.016685 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“ დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვეში, წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“;
ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, საჯარო აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო.“;
გ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო განსაზღვრავს საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და საჯარო აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
გ) სახელმწიფო ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ფართობს;
დ) პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ე) საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ვ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი 3 თვის საფასურს, ხოლო 3 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, სარგებლობის საწყისი საფასურის 30%-ს. წარმოსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 კვირით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ზ) ბიჯის სიდიდეს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.“;
დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით დაინტერესებულ პირს, სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა, რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარების თარიღს.
22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 კვირით აღემატება სარგებლობაში გადაცემის ვადას, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება (სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიღებისათვის დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მას შემდეგ, რაც პირი განცხადებას შეიტანს აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.“;
ე) მე-3 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, იმ სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს, რომლის სარგებლობის უფლებით მიღებაც სურს მონაწილეს. განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულების შესახებ;“;
ე.ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საჯარო აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესული განაცხადი არ მიიღება.“;
ვ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათზე. საჯარო აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე.“;
ზ) მე-4 მუხლის:
ზ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიცირების საფუძველზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეები არ დარეგისტრირდნენ (არ წარმოადგინეს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია), ინიციატორის მიერ მე-2 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის გამოუცხადებლობის ან/და დამსწრე მონაწილის მიერ სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელიც არ გამოცხადდა აუქციონზე ან/და დამსწრე მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა, უბრუნდება საბანკო გარანტია/ბე, აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიცირების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონი შედგა ან არ შედგა, მაგრამ აუქციონში დარეგისტრირებული იყო ერთი მონაწილე მაინც, ინიციატორს მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული თანხა გამოყენებულ იქნა მე-2 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.“;
ზ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა;
გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესი ან/და პირობები.“;
ზ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერა ითვლება გამარჯვებულის გამოვლენად.“;
თ) მე-5 მუხლის:
თ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.“;
თ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობას და მისი გადახდის პირობებს;“;
ი) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, გადაცემული სახელმწიფო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით, სხვაგვარად დატვირთოს ან განკარგოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობისათვის.“;
კ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები