„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016235
  • Word
13
23/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
170040000.22.027.016235
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 13

2012 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.“.

2. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოში უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მონაწილეობით გარიგების დამოწმებისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფილიალის დებულება, ფილიალის წარმომადგენლის უფლებამოსილების განსაზღვრის დოკუმენტი ან სხვა).“.

4. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.“.

5. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სანოტარო რეესტრში რეგისტრირდება აქტი, რომლითაც შესწორება შევიდა სანოტარო აქტში, ხოლო სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის გრაფაში მიეთითება ციფრი „0“.“

6. 32-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით დადგენილი ნორმები ეხება დაშვებული შეცდომების გასწორების წესს და იგი არ ადგენს აქტში ცვლილებების შეტანის წესს.“.

7. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტების ასლების, დუბლიკატებისა და დოკუმენტებიდან ამონაწერების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.“.

9. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გასცეს ცნობები, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ამონაწერები, დაამოწმოს მათი შესატყვისობა არქივში დაცულ დოკუმენტებთან და შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცედურები.”.

10. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გარიგებაში რამდენიმე მარწმუნებლის მონაწილეობისას საზღაური მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისათვის იანგარიშება მარწმუნებლების რაოდენობის შესაბამისად.“.

11. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ აღსასრულებლად მისაქცევ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა/საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.“.

12. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა. გარდაცვალების მოწმობის  წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ ნოტარიუსთან უკვე ინახება იგი ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ ან შესაძლებელია პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან.“.

13. 78-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნოტარიუსი, მიუხედავად სამკვიდროს გახსნის ადგილისა, უფლებამოსილია, კერძო ან საჯარო აქტის ფორმით დაამოწმოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლითაც პირი ადასტურებს/აცხადებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში მას არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო (არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, ან მართვით). განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ შეიძლება შედგეს ნებისმიერ დროს. ამასთან, ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადების დამოწმება არ ნიშნავს სამკვიდრო საქმის წარმოების დაწყებას. აღნიშნული სანოტარო მოქმედება ექვემებარება რეგისტრაციას სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში. ამასთან, შესაძლებელია სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში შეტანილ იქნეს განმცხადებლის მიერ მითითებული მონაცემები მამკვიდრებლის შესახებ.”.

 

14. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები

1. ამ მუხლით დადგენილი ნორმები შეეხება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის (შემდგომში მინსკის კონვენცია) წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღების წესს.

2. თუ გარდაცვლილ მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად არ არის სავალდებულო მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოდან მამკვიდრებლის მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა.

4. ნოტარიუსი უფლებამოსილია მემკვიდრეს მოსთხოვოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

15. 85-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე.“.

16. 89-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნს.

17. 91-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი