დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5669-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.016606 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (08/05/2019 - 07/06/2019)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ;
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
გ) ბიომეტრიული მონაცემი − ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი);
გ1) გენეტიკური მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება;
დ) მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
ე) მონაცემთა ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;
ე1) მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება;
ვ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
ზ) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სა ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება ;
თ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით ;
ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
კ ) უფლებამოსილი პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით;
ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა;
მ) მესამე პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;
ნ ) ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშ იც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით;
ო ) ფაილური სისტემის კატალოგი − ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალური აღწერილობა;
პ ) ფაილურ სისტემათა კატალოგებ ის რეესტრი − რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ფაილური სისტემების დეტალურ აღრიცხვას;
ჟ ) მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება ;
რ ) მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია , რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს;
ს ) საიდენტიფიკაციო ნომერი − პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ან კანონით განსაზღვრული, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც შესაძლებელია ფაილური სისტემიდან ( სადაც საიდენტიფიკაციო ნომერი ასევე დამუშავებულია) მონაცემთა მოძიება ან გამჟღავნება;
ტ) სახელმწიფო ინსპექტორი − „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობისთვის;
უ ) პირდაპირი მარკეტინგი − ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება;
ფ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274);
ქ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274);
ღ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274);
ყ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3300);
შ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274);
ჩ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274);
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე, არაავტომატური საშუალებებით იმ მონაცემთა დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შეტანის მიზნით მუშავდება, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
11. მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავება დაუშვებელია, თუ მისი მიზანია ამ კანონის მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდება.
2. ამ კანონის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა იმ დამმუშავებლის საქმიანობაზე, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მონაცემთა დამუშავებისათვის იყენებს საქართველოში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკური საშუალებები გამოი ყენება მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისათვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა დანიშნოს/განსაზღვროს საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენელი.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისათვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან;
ბ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე;
გ) სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე;
დ) სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა) დამუშავებაზე.
4. ამ კანონის (გარდა მე-17 მუხლისა) მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, აგრეთვე მონაცემთა სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისათვის დამუშავებაზე.
5. ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება პოლიტიკური პარტიების, პროფესიული და სხვა კავშირებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათ წევრებთან დაკავშირებულ მონაცემთა დამუშავებაზე.
6. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, თუ საკითხი პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან სხვა სპეციალური კანონით.
7. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კანონის აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 4. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნე ს შემდეგი პრინციპები:
ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი;
დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს;
ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
თავი II. მონაცემთა დამუშავების წესები
მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა:
ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;
გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან;
ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით;
ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით;
თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის;
კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3534 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5017 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №54 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №669 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3451 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 7. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების დაცვა
1. მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე- 5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი.
2. მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება აგრეთვე დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციისათვის.
3. მონაცემთა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დამუშავება დაუშვებელია, თუ მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობითი ფორმით აკრძალა მის შესახებ მონაცემთა მისი გარდაცვალების შემდეგ დამუშავება, გარდა მონაცემთა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით დამუშავებისა.
4. გარდაცვლილი პირის სახელის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავებისათვის არ არის საჭირო ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობა.
5. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 8. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება
1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები.
2. მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.
3. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება ნებისმიერი მონაცემი დამუშავდეს.
4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
5. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
6. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ და უზრუნველყოს, რომ მონაცემთა სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 9. ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება საჯარო დაწესებულების მიერ
1. საჯარო დაწესებულების მიერ ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის მიზნით, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №54 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
მუხლი 10. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება
კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 11. ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება
1. ქუჩაში (მათ შორის, პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილზე) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის.
2. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად.
3. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეო ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისაგან.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 12. საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეო თვალთვალი
1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის.
2. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.
3. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
4. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში .
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
6. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4145 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
მუხლი 13. საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი
1. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ უნდა ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.
2. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის .
3. საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი . მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი დაუშვებელია .
4. ვიდეო თვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეუძლიათ შეაგროვონ შემდეგი მონაცემები: სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.
თავი III. მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 15. მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება
1. თუ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი;
ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები;
დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე , მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნ ული ინფორმაციის მიწოდება არ არის სავალდებულო, თუ მონაცემთა სუბიექტს უკვე აქვს იგი .
3. თუ მონაცემთა შეგროვება არ ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია.
4. სტატისტიკური, სამეცნიერო და ისტორიული მიზნებისათვის ინფორმაციის შეგროვებისას მისი მიწოდება არ არის სავალდებულო, თუ მონაცემთა სუბიექ ტისა თვის ინფორმაციის მიწოდება დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან.
მუხლი 16. უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება
1. უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს.
2. უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს.
3. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შესახებ ხელშეკრულების დადება, თუ, უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების საფრთხე.
4. მონაცემთა დამმუშავებელი უნდა დარწმუნდეს, რომ უფლებამოსილი პირი მონაცემთა დასაცავად მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს. იგი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.
5. უფლებამოსილ პირსა და მონაცემთა დამმუშავებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადასცეს მონაცემთა დამმუშავებე ლს მის ხელთ არსებული მონაცემები.
6. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გაუქმების ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს და აღნიშნული საფუძვლის გაუქმებამდე ან საქმიანობის შეწყვეტამდე დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მონაცემთა დამმუშავებელს.
7. უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014 წ.
მუხლი 17. მონაცემთა უსაფრთხოება
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებ იც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან , შეცვლისაგან , გამჟღავნებისაგან , მოპოვებისაგან , ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევი თი ან უკანონო დაკარგვისაგან .
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა.
3. მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური უნდა იყოს.
4. მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშ ავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე , მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
5. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მონაცემთა გამჟღავნებისას მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან, უზრუნველყონ შემდეგი ინფორმაციის რეგისტრაცია: რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.
მუხლი 19. ფაილური სისტემის კატალოგი
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ფაილური სისტემის სახელწოდება;
ბ) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის დასახელებები და მისამართები, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი;
გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
დ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია;
ე) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში;
ვ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
ზ) მონაცემთა შენახვის ვადა;
თ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები;
ი) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები;
კ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი;
ლ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა.
1 1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებას.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემატური განახლება.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში.
5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
თავი IV. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;
ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები;
ე) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
2. მონაცემთა სუბიექტისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა.
3. მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი.
5. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
2. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიმღები მხარე ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 23. მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების პროცედურა
1. ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
2. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი .
3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მონაცემთა სუბიექტს.
4. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ მონაცემთა დამმუშავებელი უფლებამოსილია განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე დაბლოკოს მონაცემები.
5. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და ძალაშია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკვის მიზეზის არსებობის განმავლობაში უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.
მუხლი 24. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა
1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-15, 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;
ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს იმგვარად უნდა ეცნობოს, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2765 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე.
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა სუბიექტის მიმართვას განიხილავს ამ კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
4. მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2869 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

თავი VI. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა
მუხლი 41. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა
1. მონაცემთა სხვა სახელმწიფო სა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
2. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, შეიძლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით;
ბ) მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა
სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
თავი VII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 43. მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება
1. მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით .
მუხლი 44. მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა
1. ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით .
1. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით .
მუხლი 46. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით .
მუხლი 47. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება წესების დარღვევით
1. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით .
მუხლი 48. ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა
1. ამ კანონით დადგენილი ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით .
საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გამოსვლის შესახებ მონაცემთა დამუშავების ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მუხლი 50. მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა
1. მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ამ კანონით დადგენილი წესებ ის დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .
1. მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილი პირისათვის დავალება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებ ული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით .
მუხლი 52. უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა
1. უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით .
მუხლი 521. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესის დარღვევა
1. მონაცემთა ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით გადაცემა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 53. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
მუხლი 54. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა
1. ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა
1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
თავი VII1. გარდამავალი დებულებები
მუხლი 551. გარდამავალი დებულებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს კონტროლის ელექტრონული სისტემის და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა.
თავი VIII. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის 43-ე−55-ე მუხლებისა , ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
2. ამ კანონის 43-ე−55-ე მუხლები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის 34-ე, 35-ე და 39-ე მუხლები კერძო სექტორის მიმართ ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
№5669-რს
დოკუმენტის კომენტარები