„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016307
  • Word
19
13/01/2012
ვებგვერდი, 16/01/2012
040030000.22.033.016307
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №19

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110525001, 25.05.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ3“ და „ნ4“ ქვეპუნქტები:

 „ნ3“) საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

„ნ4) საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებითი შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;“.

2. მე-16 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტმა.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე