დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5663-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.016033 |
საქართველოს ორგანული კანონი
��ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, � 2, 09.01.2006, �მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის �ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი � თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელსაც �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).�.
2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;�.
3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის �მ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;�.
4. 38-ე მუხლის :
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.�;
ბ) მე-6−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�6. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები.
7. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
8. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).�.
5. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;�;
ბ) �ზ�, �თ� და �ი� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულების, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
თ) �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს; �������
ი) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;�.
6. 42-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს �ხელმძღვანელი�;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი �� თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ � რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).�;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).�.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი������������������ ���მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
�5663 �რს
დოკუმენტის კომენტარები