დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/01/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016300 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №11
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სახაზინო კოდი – 3289 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან | 3289“ |
2. სახაზინო კოდი – 3289-ის (შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3290 სახაზინო კოდი:
„შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან | 3290“ |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 იანვრიდან.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები