დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016664 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №504
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო‑სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;
ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობის სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.
მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ.
2. არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საჭიროებისამებრ შეამოწმოს სამართალდამცავი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) შერჩევით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ბოლო შემოწმებიდან გასულ პერიოდში გაცემული დასკვნების არა უმეტეს 30%-ისა, მათ შორის უპირატესად:
ბ.ა) იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნები, სადაც ბოლო შემოწმებისას დაფიქსირებულია სამართალდარღვევა;
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის დადგენილ ვადაში გადამოწმებისას არსებული სტატუსის სიმძიმის ხარისხის ცვლილება (მნიშვნელოვნიდან – მკვეთრად გამოხატულზე, ზომიერიდან – მნიშვნელოვანზე და/ან მკვეთრად გამოხატულზე);
ბ.გ) პირველად დადგენილი სტატუსი.
3. სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც პირს მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც დიაგნოზის გადამოწმების მიზნით აღნიშნულმა პირმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, დაუშვებელია:
ა) იყოს ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულება;
ბ) ჰყავდეთ მართვის განმახორციელებელი ერთი პირი;
გ) ორივე დაწესებულებაში დამფუძნებლები (მონაწილეები) წარმოადგენდნენ ერთი და იმავე პირებს, რომელთა ჯამური წილი თითოეულ დაწესებულებაში შეადგენს არანაკლებ 20%-ს.
4. პროგრამა ასევე მოიცავს „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებისათვის 2011 წლის დეკემბრის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდას.
მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი (პროგრამული კოდი – 35 01 02). პროგრამის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 300 000 ლარს.
| სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა | თანხა ლარობით |
| სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ | 250 000 |
| სამივლინებო ხარჯები | 50 000 |
მუხლი 4. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;
ბ) მიმწოდებელი – სამედიცინო დაწესებულება, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება.
მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 თებერვლამდე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები