კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 11/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.000.953
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
985
22/06/2001
სსმ, 23, 11/07/2001
450.030.000.05.001.000.953
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/03/2021 - 30/11/2023)

საქართველოს კანონი

 

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

პრეამბულა

ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები საქართველოდან მათი უკანონო გატანისა და უნებართვო არქეოლოგიური გათხრებისაგან.

კანონი ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ხალხთა კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და კულტურულ ფასეულობათა გაცნობას, უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ საქართველოში დროებით შემოტანილ და საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობათა დაცვასა და სახელმწიფოში დაბრუნებას.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. ეს კანონი ადგენს საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ერთიან წესს.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება ნებისმიერ კულტურულ ფასეულობაზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.

3. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.

4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.

5. კულტურული ფასეულობა – არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:

ა) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;

ე) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.

6. კულტურულ ფასეულობათა კოლექცია – ერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე;

ბ) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან;

გ) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე;

დ) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე;

ე) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე;

ვ) ეთნოგრაფიულ მასალაზე;

ზ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე;

თ) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე;

ი) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე;

კ) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე;

ლ) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;

მ) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად;

ნ) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე;

ო) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

     მუხლი 6. კულტურული ფასეულობა, რომლის საქართველოში შემოტანა აკრძალულია

აკრძალულია იმ კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანა, რომელზედაც უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულია ძებნა.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

თავი II. კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 7. კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემა

1. უკანონოდ ითვლება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ დარღვეულია ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. უკანონოდ ითვლება აგრეთვე კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ იგი უცხო სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციის ან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სახელმწიფო იურისდიქციის სხვა მიზეზით დაკარგვის პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

     მუხლი 8. საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის საქართველოში დაბრუნება

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოდან უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად.

2. ამ კატეგორიის კულტურულ ფასეულობაზე კანონიერი მესაკუთრის უფლების აღდგენის გარანტი სახელმწიფოა.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 9. საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნება

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობა დაუბრუნდება მესაკუთრეს.

2. დაბრუნება ხდება მომთხოვნი მხარის განაცხადისა და მის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

3. კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაადგილების ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი მხარე.

4. საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტი სახელმწიფოა.

     მუხლი 10. კულტურული ფასეულობის კეთილსინდისიერი შემძენის უფლება

საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში მის კეთილსინდისიერ შემძენს მომთხოვნმა მხარემ, თუ იგი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო, მისი მოქალაქე ან იურიდიული პირია, უნდა გადაუხადოს ამ კულტურული ფასეულობის კომპენსაცია, თუ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასეთი კომპენსაციის გადახდა. სხვა შემთხვევაში გადახდა მოხდება ნებაყოფლობით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III.  სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები

1. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად.

3. სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №625-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.231
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. 
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 12. სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

სამინისტრო:

ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;

ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;

ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას;

ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;

თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;

ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. 
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.    
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

   მუხლი 13.  საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 14. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების საქმეში

საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესებთან ან ამ ფასეულობის გამტანი ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით დაცულ ინტერესებთან დაკავშირებულ საიდუმლოებას.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

თავი IV. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

     მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა

1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს სამინისტრო.

2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას.

3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი

1. (ამოღებულია - 07.12.2017, №1635).

2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.

4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. 
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 17. ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების წესი

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან და სხვა, ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრე სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 18. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილი პირისათვის

1. ამ კანონით განსაზღვრული კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილ პირებზედაც.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის პირადი ბარგი მოწმდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი 

საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა გადის აუცილებელ საბაჟო კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება სამინისტროს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018წ,
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი

კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 21. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით ხორციელდება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

თავი V. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 22. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:

ა) გამოფენის ორგანიზება;

ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;

გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;

დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147  

    მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;

ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;

გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;

დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.293
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6973-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 24. უარი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე

განმცხადებელს კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) არ შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები;

ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით;

გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს;

დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას;

ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 25. საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ექსპერტიზა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

კულტურული ფასეულობა საქართველოდან დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 26. საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დიპლომატიური არხით დაცვა

საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობას მისი განთავსების ქვეყანაში დიპლომატიური არხით იცავს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი საზღვარგარეთ.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 27. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანის წესი

1. საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეგისტრაციას.

2. აღნიშნული ფასეულობის დაცვის სახელმწიფო გარანტია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

3. საქართველოში საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის მიმართ რისკის ყველა შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიის საერთო წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1332 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
 

თავი VI. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.

3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, მასზე უარის თქმისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 25  ნოემბრის კანონი  №4553  - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1635   ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი  №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 29. იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში

1. სამინისტრო გასცემს იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვას, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო მუზეუმში, მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

2. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 30. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის შესახებ ხელშეკრულების ურღვეობა

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის პირობებისა და მიზნების შესახებ მის მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება დროებით გატანაზე ნებართვის გაცემის შემდეგ არ ექვემდებარება შეცვლას.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 31. კულტურული ფასეულობა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს

იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს, ხორციელდება ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 32. იარაღის სახეობა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას

ნებართვა ნებისმიერი კატეგორიის იმ იარაღის საქართველოდან გატანაზე, რომელსაც აქვს ისტორიული, სამეცნიერო, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება, გაიცემა ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

თავი VII. კულტურული ფასეულობის საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილება

    მუხლი 33. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. კულტურული ფასეულობის გატანისას იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტურად დაასაბუთოს საკუთრების უფლება გასატან ნივთზე.

3. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საკუთრების უფლების დამამტკიცებელი საბუთები კულტურულ ფასეულობაზე, თუ განცხადებულია, რომ იგი საოჯახო რელიქვიისა და მემორიალური ფასეულობის სახით ინახება მის ოჯახში და არა სახელმწიფო მუზეუმში, არქივში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

4. ამ მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოდან დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 34. სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

1. თუ კულტურული ფასეულობის, რომელსაც მინიჭებული აქვს (მათ შორის, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოდან გატანა ხორციელდება გაყიდვის მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამინისტროს.

2. სამინისტროს აქვს გაყიდვის მიზნით საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოში დატოვებისათვის მისი უპირატესი შესყიდვის ან/და საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვის უფლება.

3. სამინისტრო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების რეალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს გატანის ნებართვის გასაცემად საჭირო ვადისა და დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს.

4. თუ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ან/და აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, იგი უნდა აღსრულდეს მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

5. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აუქციონის წესით გაყიდვის უმთავრესი პირობაა მყიდველის მიერ ძეგლის გარკვეული ვადით ან უვადოდ საქართველოდან არგატანის ვალდებულება.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება:

ა) „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ კულტურულ ფასეულობებზე, რომელთაც აქვთ რელიგიური და სასულიერო ღირებულება;

ბ) სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში და კულტურული ფასეულობების დაცვის სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში დაცულ ფასეულობებზე, ექსპონატებზე, კოლექციებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე; გაყიდვის მიზნით მათი საქართველოდან გატანა შეიძლება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მხოლოდ სანაცვლო, ტოლფასი ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების შეძენას;

გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე არის ძეგლის ავტორი (ან მისი მემკვიდრე, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და იგი მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება საზღვარგარეთ, ან როდესაც ძეგლი მემკვიდრეობით მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ; ასეთ შემთხვევაში ძეგლის სახელმწიფოს მიერ შეძენა ან/და მისი საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვა შეიძლება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

    მუხლი 341. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ფასის ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი

1. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი) პოტენციური მყიდველი-საგან, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა აღნიშნულ შეთავაზებაში დაფიქსირებული ფასი.

2. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამიზნულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოწყობილ აუქციონზე გასაყიდად, ან თუ ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის არ აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი), სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა შესაბამისად გასაყიდად გასატან აუქციონზე ან მსოფლიოს სხვა აუქციონზე:

ა) თუ ძეგლის ავტორი ცნობილია, ამავე ავტორის ძეგლის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი;

ბ) თუ ძეგლის ავტორი უცნობია, ძეგლის შექმნის ისტორიული ეპოქის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი.

3. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასის დადგენა შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასი ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი დგინდება მოლაპარაკებით; მოლაპარაკების უფლება არ იზღუდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

მუხლი 35. საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოს, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მისი მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა სამინისტროს.

2. სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, უზრუნველყოფს მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დასადგენად ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.

3. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ ეს კულტურული ფასეულობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის საგანი გახდა მისი სურვილისგან დამოუკიდებლად.

4. აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენახვის, ასევე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს. 

5. დროებით დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას ან არქივის ფონდს.

6. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რეალიზაციას და თანხა შეიტანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018წ,
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 36. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

    მუხლი 37. კულტურული ფასეულობის საცავის მიერ უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ შეძენილი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილება

სახელმწიფო ან საკუთრების სხვა ფორმით არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი ან კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ ნაყიდი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილების მიზნით დაადგინოს ამ კულტურული ფასეულობის კანონიერი მესაკუთრე ან მფლობელი.

თავი VIII. გადასახადები და მოსაკრებლები

მუხლი 38. საბაჟო და საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას

ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება იმპორტის გადასახდელი კულტურული ფასეულობის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

თავი IX. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 39. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გადაადგილება და საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა, რაც კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანად ითვლება, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

 

თავი X. საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანისა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანისა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 41. საერთაშორისო ხელშეკრულებები საქართველოდან უკანონოდ გატანილი და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ

1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ.

2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, საქართველო ვალდებულია შესთავაზოს უცხო სახელმწიფოს იმ კულტურული ფასეულობის უკან დაბრუნება, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი მის ტერიტორიაზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

    მუხლი 42. კულტურული ფასეულობის გადაადგილება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხის საერთაშორისო რეგულირება

კულტურული ფასეულობის გადაადგილებისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საერთაშორისო რეგულირების მიზნით სახელმწიფო ვალდებულია:

ა) აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის, არქივის, ბიბლიოთეკისა და სხვა ანალოგიური დაწესებულების მიერ უცხო სახელმწიფოში შექმნილი იმ კულტურული ფასეულობის შეძენა, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი ან შეძენილი;

ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს მოთხოვნით ყოველი ისეთი კულტურული ფასეულობის მისაგნებად და დასაბრუნებლად, რომელიც შემოტანილია საქართველოს ტერიტორიაზე, იმ აუცილებელი პირობით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისათვის კომპენსაციის სრული ანაზღაურების გარანტი არის უცხო სახელმწიფო, თუ ასეთი კომპენსაციის გადახდა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს ან საქართველოს კანონმდებლობას.

 

თავი XI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 43. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ“ დადგენილების მიღება.

2. სამინისტრომ დაამტკიცოს:

ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ;

ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.

3. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1332 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 43​​1. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა, ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა, ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად მათი საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განკარგულებით გასცეს თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2476 - ვებგვერდი, 04.06.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

 

თავი XII. დასკვნითი დებულება

    მუხლი 44. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№985–II

18. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3862-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 17. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 376-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6973-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4913-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 14. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3044-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 13. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1635-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 12. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4553-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2476-IIს - ვებგვერდი, 04/06/2014 10. 25/09/2013 - საქართველოს კანონი - 1332-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5956-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 8. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3602-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 7. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 625 - სსმ, 35, 05/12/2008 6. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4717 - სსმ, 18, 22/05/2007 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4279 - სსმ, 51, 31/12/2006 4. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3645 - სსმ, 44, 27/11/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3167 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2137 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002