„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 116/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016052
  • Word
116/04
30/12/2011
ვებგვერდი, 03/01/2012
220090000.18.011.016052
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №116/04-№642

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, №13 მუხ. 151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს ემისიის აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ანგარიშსწორებისა და დაფარვის თარიღებს, ასევე სახაზინო ობლიგაციებისათვის კუპონის გადახდის თარიღებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი:

„51. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს მოახდინოს ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დამატებითი ემისია ერთ ან რამდენიმე აუქციონზე. ამასთან, ყველა ასეთ ფასიანი ქაღალდს ექნება ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომერი, პირველად ემისიაზე დაფიქსირებული კუპონის განაკვეთი, კუპონების გადახდისა და ფასიანი ქაღალდის დაფარვის თარიღები.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკებს უფლება აქვთ აუქციონზე განაცხადი წარადგინონ საკუთარი სახელით (ბანკის პორტფელისთვის) და/ან კლიენტის დავალებით (კლიენტის პორტფელისთვის).“.

4. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::

„12. თითოეული ბანკის მიერ აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.“.

5. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 121, 122 და123 პუნქტები:

„121. ბანკის საკუთარ განაცხადად ჩაითვლება სხვა ბანკის და/ან კლიენტის განაცხადი, თუ ბანკი პირდაპირი და/ან არაპირდაპირი გზით ფლობს ასეთი ბანკის და/ან კლიენტის 10%-ს ან/და მეტი ოდენობის წილს.

122. თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ერთი კლიენტის განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.

123. ბანკის ყველა კლიენტის განაცხადების რაოდენობა და ჯამური მოცულობა შეზღუდული არ არის.“.

6. მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება განაცხადების მიღება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს აუქციონის დაწყების დრო, რის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ფინანსთა სამინისტროს და მონაწილე ბანკებს. ამ შემთხვევაში აუქციონის დაწყების ახალი დროის გამოცხადება უნდა მოხდეს აუქციონის დაწყებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.“.

7. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:

„91. ფინანსთა სამინისტროს მიერ ადრე გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების დამატებითი ემისიის შემთხვევაში, კუპონის განაკვეთად აიღება ასეთი სახაზინო ობლიგაციის პირველ აუქციონზე დადგენილი კუპონის განაკვეთი და წინასწარ ცხადდება ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონის შეტყობინებაში.“.

8. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოქმედი ბანკები ვალდებული არიან:

ა) თავიანთ ბანკში აწარმოონ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელობის სუბრეესტრები კლიენტების ჭრილში;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ანგარიშები გაუხსნან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.“.

9. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში მითითებულ თარიღზე.“.

10. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, უქმდება ბანკის ყველა განაცხადი.“

11. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-11 მუხლი:

მუხლი 11. აკრძალული ქმედებები და ბანკების ვალდებულებები

1. ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

2. ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებში მონაწილეობისას და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბანკებს ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული აუქციონისთვის საკუთარი განაცხადების თაობაზე;

ბ) აუქციონის დამთავრებამდე ერთმანეთს აცნობონ ინფორმაცია საკუთარი განაცხადების შესახებ;

გ) კონკურენტი ბანკების ინსაიდერული ინფორმაციის ან მათგან მიღებული სხვა ინფორმაციის გამოყენებით განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც აუქციონზე მათ ჩააყენებს დაუმსახურებელ უპირატეს მდგომარეობაში სხვა მონაწილეებთან და/ან მესამე პირებთან შედარებით;

დ) აუქციონზე გააკეთონ განაცხადები ერთმანეთის ნაცვლად და/ან ერთმანეთის სასარგებლოდ;

ე) თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე ბანკის საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყოს თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას.

3. ბანკებს ეკრძალებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაერთონ მეორად ბაზარზე ისეთ სავაჭრო გარიგებებში, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისაკენ.

4. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღმოჩენის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკ უფლება აქვს დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, თავის შეხედულებისამებრ ბანკი გარკვეული დროით აღარ დაუშვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქადაგიძე

დ. გვინდაძე