საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5556-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016574
  • Word
5556-რს
20/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
200000000.05.001.016574
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ ქვეპუნქტი:

„ა1 ) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების საფუძველზე;“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  და 62  ნაწილები:

61 . სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა.

62 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სა სოფლო- სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად ( სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).“.

2. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები :

„ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

მ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ს აქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“;

) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.“.

3. 4 4-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ (გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება პირის მიერ მისი გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (განთავსებიდან) 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.“;

გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის ჩაბარებას საგადასახადო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს, მართვის ავტომატური საშუალებებით შექმნილ ასეთ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს.“.

4. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ ქვეპუნქტი:

„ა1 ) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება;“.

5. 62-ე მუხლის მე- 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.“.

6. 65-ე მუხლის მე- 5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

7. 71-ე მუხლის მე- 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად, შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის მიღება.“.

8. 82-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:

გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;

გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;

გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;

გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.“.

9. XII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“.

10. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 83. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:

ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე;

გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე.“.

11. 85-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.“;

ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში – მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.“.

12. 89-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.“;

ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეწარმე ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად;“.

13. 90-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

14. 93-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 951 −956  მუხლები:

    „მუხლი 951 . ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

    მუხლი 952 . ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და ამ კოდექსის 953  მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 953 . ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი

1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს:

ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში;

ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.

    მუხლი 954 . ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება

1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 951  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე, რისთვისაც გაიცემა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 955 . ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით.

5. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას დოკუმენტში მიუთითოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი.

6. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

7. ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 956 . ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;

გ) პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი პირობის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა) დადგომისას პირი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.“.

16. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.“.

17. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 125. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად არარეზიდენტის მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებ ით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

18. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინ ს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები; “.

19. 155-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება, ასევე პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და გასული საგადასახადო წლის მიხედვით ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი.“.

20. 156-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.“.

21. 157-ე მუხლის მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“.

22. 161-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

„7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) პერაციის თითოეული მხარისათვის:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.“.

23. 162-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  ნაწილი:

„21 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელებს საწარმოს ძირითად საშუალებ ად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის სატარიფო ღირებულების საქონლის იმპორტს.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 და 21  ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისათვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.

4. თუ პირი საგადასახადო ორგანოს წერილობით არ მიმართავს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 21  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

24. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9019 10 900 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი;“;

ა.ბ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა.“.

25. 173-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ კოდექსის 1761  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა.“.

26. 174-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ)პერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებულ საქონელთან/მომსახურებასთან მიმართებით ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) გათვალისწინებით.“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ)პერაციის შემთხვევაში − თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) პერაციის ერთ-ერთი მხარე არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი. ამ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ სანაცვლოდ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულება ტოლია მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულებისა, მასზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის ჩათვლით.“;

გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91  ნაწილი:

„91 . პირს უფლება აქვს, იმ ძირითადი საშუალების მიწოდებისას, რომლის მიხედვითაც ამ მუხლის მე-7−მე-9 ნაწილების გათვალისწინებით არ მიუღია ან/და გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა, დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეამციროს ამ ძირითადი საშუალების მიხედვით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის თანხის ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტის ან/და საფუძვლის არსებობისას.“.

27. 175-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  ნაწილი:

„31 . საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონზე/გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.“.

28. 176-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 176. უკუდაბეგვრა

1. დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება:

ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;

ბ) პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა;

გ) საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, თუ იგი არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით.

2. საგადასახადო აგენტად ითვლება:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს).

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის საბაზრო ფასზე დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.

6. დღგ-ით უკუდაბეგვრას არ ექვემდებარება:

ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კარით გათავისუფლებულია დღგ-ისგან;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა.“.

29. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1761  მუხლი:

    „მუხლი 1761. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:

ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;

დ) იმ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, რომელიც არ ითვლება მეწარმე ფიზიკურ პირად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

30. 179-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.“.

 31. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი, თუ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას ამ კოდექსის 1901  მუხლის შესაბამისად.“.

32. 184-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

33. 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აქციზის განაკვეთების მე-9 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

9

სხვა სპირტიანი სასმელები

2208 90

 

 

ა) არა

2208 90 110 00,

2208 90 190 00

1 ლიტრი 

2,5

ბ) ქლიავის, მსხლის ან ალუბლის

სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა)

2208 90 330 00,

2208 90 380 00

1 ლიტრი 

3

გ) სპირტიანი ნაყენები და დანარჩენი

სპირტიანი სასმელები:

 

 

 

უზო

2208 90 410 00

1 ლიტრი 

3,5

დანარჩენი

 

1 ლიტრი 

3

დ) სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა):

 

 

 

ხილისაგან გამოხდილი:

2208 90 710 00

1 ლიტრი

3,5

კალვადოსი

2208 90 450 00

1 ლიტრი 

4

კორნი

2208 90 520 00

1 ლიტრი 

4

ტეკილა

2208 90 540 00,

2208 90 750 00

1 ლიტრი 

4

დანარჩენი

2208 90 480 00,

2208 90 560 00,

2208 90770 00

1 ლიტრი 

3

დანარჩენი სპირტიანი სასმელები სპირტის ფაქტიური კონცენტრაციით 7 მოც.% ან ნაკლები

2208 90 690 01

1 ლიტრი 

1

დანარჩენი სპირტიანი სასმელები სპირტის ფაქტიური კონცენტრაციით 7 მოც.%-ზე მეტი

2208 90 690 09

1 ლიტრი 

3

დანარჩენი სპირტიანი სასმელები

2208 90 780 00

1 ლიტრი 

3

ეთილის სპირტი არადენატურირებული,

სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე

ნაკლები

2208 90 910 00,

2208 90 990 00

 

3

34. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1901  მუხლი:

    „მუხლი 1901 . ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;

ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;

გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აქციზური საქონლის:

ა) მიწოდების შემთხვევაში − არა უგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არა უგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არა უგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენისათვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში.“.

35. 194-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან.“.

36. 199-ე მუხლი „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 2013 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის იმპორტი;“.

37. მე-200 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:

ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე);

ბ) სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული);

გ) საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული);

დ) საკარმიდამო.“;

ბ) 41  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41 . ტყის მიწასაქართველოს ტყის ფონდის მიწა.“.

38. 204-ე მუხლის პირველი და 11  ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა:

ა.ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის – ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის სახეობების მიხედვით, 1.5 ლარიდან 20 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ა.ბ) სახნავისა და საკარმიდამოსათვის – ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

11 . ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 20 ლარიდან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 50 პროცენტს.“.

39. 205-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.“.

40. 207-ე მუხლის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) ზოგადი დეკლარირება – საქონლის შესახებ იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.“.             

41. 218-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:

ა) საქონლის გაშვებამდე, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ სასაქონლო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;              

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.

5. სასაქონლო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.“.

42. 221-ე და 222-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 221. საქონლის განკარგვა

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

გ) საქონლის განადგურება;

დ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

2. საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები ხორციელდება იმ საქონლის მიმართ:

ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში პროცედურების განხორციელება (სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელები ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა;

ბ) რომლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;

გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება.

3. საგადასახადო ორგანო წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვას და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

4. დეკლარანტის ინიციატივით, საგადასახადო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:    

ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

ბ) საქონლის განადგურება.

    მუხლი 222. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დრო

1. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება პორტალში, ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.

2. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღედ ჩაითვლება საქონლის მიმართ საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელების დღე, ასეთი შეთანხმების სავალდებულოობის შემთხვევაში.

3. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ექსპორტის ან იმპორტის გადასახდელების განაკვეთები, რომლებიც მოქმედებს ვალდებულების წარმოშობის დღეს.

4. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით.

5. ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის განადგურების შემთხვევაში ან სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობა, ხოლო წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება.“.

43 . 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 11   ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებ ისა.“.

44 . 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი :

„გ1) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953   მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ნაწილში ;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი :

1 ) პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი;“.

45. 264-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.“.

46. 269-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  ნაწილი:

„2 1 . თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  ნაწილი:

„51 . პირს ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად:

ა) საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას/გაანგარიშებას;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას. ამ შემთხვევაში პირი თავისუფლდება შესაბამისი დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულებისგან.“;

გ) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსთვის შესწორებული დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ნაცვლად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად.“;

დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  ნაწილი:

„61 . სასაქონლო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა პირს არ დაეკისრება, თუ:

ა) სასაქონლო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (გარდა მალულად გადაადგილებულისა), რომლის სატარიფო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული სატარიფო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა.“;

ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  ნაწილი:

„71 . ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის განადგურების შემთხვევაში ან სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას პირს აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით ამავე კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ფულადი ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.“.

47. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“.

48. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო და მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს.“.

49. 289-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას.“;

ბ) მე-4–მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა.

6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“ ;

გ) მე-8 და მე-9 ნაწილებამოღებულ იქნეს ;

დ) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

ე) მე-19 და მე-20 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

20. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი სატარიფო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ სატარიფო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“.

50. 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით;“.

51. 293-ე მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადასახადის ან/და სანქციის თანხა ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად, თუ მასზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 12. გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.“.

52. 299-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 3 0 დღის ვადაში.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. 3 0-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.“.

53. 305-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

2. მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.“.

54. 306-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს , მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.“.   

55. 309-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის 31 −33  ნაწილების დებულებების გათვალისწინებით, ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 −33  ნაწილები:

„31 . 2014 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში;

ბ) ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი.

32 . ამ მუხლის 31  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხოლო უკვე გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას იმ პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი საწარმოს საწესდებო კაპიტალში.

33 . ამ მუხლის 31  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31  ნაწილის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად.“;

გ) 33-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.“;

დ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით გამოქვითვების თანხები აღემატება ერთობლივ შემოსავალს ან ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).“;

ე) 43-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე−46-ე ნაწილები:

„44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება − 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.“.

    მუხლი 2.

საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 ნაწილისა, მე-20 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 24-ე ნაწილის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, 25-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 29-ე ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 ნაწილი ამოქმედდეს 2012 წლის 4 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 24-ე ნაწილის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 29-ე ნაწილი ამოქმედდეს „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე.

4. ამ კანონის პირველი მუხლის 43-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5556-რს