ადვოკატთა შესახებ

ადვოკატთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 976
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 06/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.000.950
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
976
20/06/2001
სსმ, 22, 06/07/2001
160.000.000.05.001.000.950
ადვოკატთა შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ადვოკატთა შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადვოკატი

1. საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი.

2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

   მუხლი 2. საადვოკატო საქმიანობა

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

საქართველოს 20 10 წლის 24 სექტემბრის კანონი 3619 - სსმ I,  № 51 , 29 . 09 .20 10 ., მუხ . 332

    მუხლი 3. საადვოკატო საქმიანობის პრინციპები

საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება;

გ) პროფესიული კომპეტენტურობა;

დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;

ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;

ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;

თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;

ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;

ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

 

თავი II. ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 4. ადვოკატის უფლებები

1. ადვოკატს უფლება აქვს:

ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები;

) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა;

1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;

) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.

საქართველოს 2017 წლის  4 მაისის   კანონი  №771- ვებგვერდი, 25.05.2017წ.

    მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები

ადვოკატი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;

ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;

გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;

დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;

ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;

ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები;

ზ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი 2040 - სსმ I,  № 38 , 01 . 12 .200 9 ., მუხ . 280

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1639  - ვებგვერდი, 10.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

     მუხლი 6. კლიენტის ინტერესების დაცვა

1. ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

2. ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან.

    მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება

1. ადვოკატი ვალდებულია:

) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;

ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა.

1 1. ადვოკატი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.

2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ:

ა) კლიენტის თანხმობით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1639  - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.

2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.

3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 9. ადვოკატის დაზღვევა

ადვოკატი ვალდებულია კლიენტისათვის შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, კანონით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

 

თავი III.  ადვოკატი

     მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი

1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:

) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ)  ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. 

2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

საქართველოს 200 7 წლის 22 ივნისის კანონი 5029 - სსმ I,  № 26 , 11 .0 7 .200 7 ., მუხ . 236

საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი , 23.09.2011 .

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4347  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №127  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის   კანონი №3797  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.

2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.

4. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

5. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:

) საკონსტიტუციო სამართალი;

) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

) სისხლის სამართალი;

) სისხლის სამართლის პროცესი;

) სამოქალაქო სამართალი;

) სამოქალაქო სამართლის პროცესი.

6. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:

) საკონსტიტუციო სამართალი;

) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

) სამოქალაქო სამართალი;

) სამოქალაქო სამართლის პროცესი.

7. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:

) საკონსტიტუციო სამართალი;

) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართალი;

) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

) სისხლის სამართალი;

) სისხლის სამართლის პროცესი.

7 1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.

8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი 2155 - სსმ I,  № 51 , 06 . 12 .200 5 ., მუხ . 342

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის   კანონი №3797  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 ., მუხ . 55

 

თავი IV. ადვოკატის სტაჟიორი. ადვოკატის თანაშემწე

      მუხლი 16. ადვოკატის სტაჟიორი

1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.

3. ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

4. ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

საქართველოს 200 7 წლის 22 ივნისის კანონი 5029 - სსმ I,  № 26 , 11 .0 7 .200 7 ., მუხ . 236

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 17. ადვოკატის თანაშემწე

1. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.

3. ადვოკატის თანაშემწე არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

საქართველოს 20 10 წლის 24 სექტემბრის კანონი 3619 - სსმ I,  № 51 , 29 . 09 .20 10 ., მუხ . 332

 

თავი V. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება

    მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით.

2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.

3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 19. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველი

1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.

2. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი.

21. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი.

3. ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I,  №51, 29.09.2010წ., მუხ.332

 

თავი VI. ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

    მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

    მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება

1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;

ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი;

გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.

2 1 .   ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.

2 2 . ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია:

ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ)  მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად;

გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.

31 . (ამოღებულია - 04.05.2018, №2266).

4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის   კანონი №3797  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

     მუხლი 21 1 . ადვოკატის ფიცი

1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“.

2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.

3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.

4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

    მუხლი 21 2 . ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება

1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 213 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3. ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

4. პირს, რომელსაც ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ შეუძლია გახდეს ადვოკატი და აკმაყოფილებს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, უფლება აქვს მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გაწევრიანების თაობაზე. ასეთ პირს გაწევრიანებისთანავე შეუჩერდება წევრობა.

5. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

    მუხლი 21 3 . ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;

ე) (ამოღებულია);

ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;

ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში.

2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.

3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5209 - სსმ I,  №28, 18.07.2007წ., მუხ.294

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 22. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიმბოლიკა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიმბოლიკას ამტკიცებს ასოციაციის საერთო კრება აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება:

ა) აღმასრულებელი საბჭო;

ბ) ეთიკის კომისია;

გ) სარევიზიო კომისია.

2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან  იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

     მუხლი 24. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით:

ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;

ბ) ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებას;

დ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

     ე) აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I,  №51, 06.12.2005წ., მუხ.342

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

     მუხლი 25. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

     მუხლი 26. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

1. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ.

2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.

5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.

6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო:

ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას;

ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს;

გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას;

დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს;

ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს;

ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას;

ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს;

თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას;

კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს;

ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას;

მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს;

ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს;

ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს;

პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი;

ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს;

რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი;

ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას;

ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად;

1) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს;

 უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I,  №51, 06.12.2005წ., მუხ.342

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1780  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.  
საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

      მუხლი 261. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი

1. იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ღია კონკურსის წესით ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

2. (ამოღებულია - 22.02.2018, №1972).

3. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე ნაკლები რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ზე ნაკლები.

4. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე მეტი რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1780  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2018  წლის 22 თებერვლის კანონი №1972 – ვებგვერდი, 26.02.2018წ.

     მუხლი 27. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას.

    3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

მუხლი 271. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი  

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი იმავდროულად ხელმძღვანელობს ადვოკატთა ასოციაციის აპარატს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისათვის.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა.

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ანაზღაურებას იღებს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

მუხლი 28. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია  

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.

3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.

4. ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.

5. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს.

7. ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში.

8. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი.

9. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს.

10. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

11. ანონიმური წერილი და შეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

12. ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

13. ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 29. სარევიზიო კომისია

1. სარევიზიო კომისია იქმნება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

2. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან.

3. სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.

4. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს თავად კომისია.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

    მუხლი 30. აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის შეზღუდვა

1. ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ:

ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;

ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;

გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

2. ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

    მუხლი 31. ადვოკატისთვის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში;

     გ) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე;

    დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.

    2. თუ ადვოკატს ვადაზე ადრე უწყდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება, მაშინ უახლოეს საერთო კრებაზე, უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა ახალი წევრი. თუ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება ახალი წევრების ასარჩევად.

  საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

 

თავი VII. ადვოკატის პასუხისმგებლობა

    მუხლი 32. ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები

1. ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება:

ა) ამ კანონის მე-5–მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;

ბ) ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.

2. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება, თუ მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ ან ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 34. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები

1. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) სააადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით;

გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.

     2. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:

ა) კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

მუხლი 35. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი  

1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია თავის სხდომაზე განიხილავს კოლეგიურად, 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.

2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.

3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება.

4. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. ამასთანავე, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.

5. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

მუხლი 351. დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი  

1. ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით დადგენილი საპროცესო წესით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

3. დისციპლინური საქმის წარმოების მხარეები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.

4. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება:

ა) სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი;

ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების დრო;

გ) დისციპლინური საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) დისციპლინური საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია;

ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები;

ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები;

თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი;

ი) სადისციპლინო პალატის სხდომის დამთავრების დრო.

7. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომლებსაც, მათი აზრით, დისციპლინური საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალებითაც.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, დისციპლინური საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს წერილობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

    მუხლი 36. ადვოკატის პასუხისმგებლობა

ადვოკატს სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით.

    მუხლი 37. ადვოკატის წახალისება

ადვოკატის წარმატებული საქმიანობისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით ასოციაციის საერთო კრებამ შეიძლება დაადგინოს ადვოკატთა წახალისების ფორმები და წესი.

თავი VIII. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა

1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე.

3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი).

4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

5. (ამოღებულია).

6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან.

7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი.

    8. ადვოკატის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილულ უნდა იქნეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯადობის მიხედვით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1364 - სსმ I,  №19, 28.04.2005წ., მუხ.136

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2266  –  ვებგვერდი, 21.05.2018წ.

 

თავი IX. ადვოკატის მანტია

    მუხლი 39. ადვოკატის მანტია

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო და საერთო იურისდიქციის სასამართლოებში საქმის განხილვისას ადვოკატისათვის შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული ჩაცმულობა – მანტია.

2. ადვოკატის მანტიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით.

 

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40. ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში

1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის შექმნის წესს, ტესტირების პროგრამას, აგრეთვე ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I,  №13, 02.06.2003წ., მუხ.86

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3980 - სსმ I,  №48, 22.12.2006წ., მუხ.348

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39

    მუხლი 41. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე

1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. ტესტირებაგავლილ პირთა სიას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

    მუხლი 42. ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა ტესტირება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 მარტისა მოიწვევს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც:

ა) წერილობით გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში, და შესაბამისად წარადგენს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა უგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა;

ბ) აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგენს და 2005 წლის 15 თებერვლამდე აქვეყნებს დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიას. განმცხადებელი, რომელიც არ იქნება შეყვანილი დამფუძნებელ კრებაში მონაწილეთა სიაში, უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

3. დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება იმ პირთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამფუძნებელ კრებაში და რომლებმაც ადვოკატის ფიცი დადეს კანონით განსაზღვრული წესით. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. დამსწრე წევრთა რაოდენობა დაითვლება ყოველი კენჭისყრის წინ.

4. დამფუძნებელ კრებას ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დამსწრე უხუცესი წევრი.

5. უხუცესი წევრი კითხულობს ადვოკატის ფიცს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას.

6. დამფუძნებელი კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან. ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრებაზე ასარჩევი ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების წევრობის კანდიდატთა დასახელებული კანდიდატურების ბიულეტენებში შეტანას და საერთო კრების წევრთათვის ბიულეტენების დარიგებას.

7. დამფუძნებელი კრების ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, დაასახელოს ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის, ეთიკის კომისიის წევრობის, სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა კანდიდატურები.

8. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელებული იქნეს როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ისე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატად.

9. ასარჩევ ორგანოში დასახელებული ყოველი კანდიდატი საჯაროდ, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე აცხადებს თავის თანხმობას კანდიდატად კენჭისყრაზე. თუ რომელიმე პირი დასახელებული იქნება ერთდროულად ორივე ან სამივე ორგანოს წევრობის კანდიდატად, მაშინ იგი განაცხადებს საკუთარ სურვილს და თანხმობას მხოლოდ ერთი ორგანოს წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე და შესაბამისად საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე მისი კანდიდატურა შეიტანება მხოლოდ ერთ ბიულეტენში.

10. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 35 ხმისა. თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო კანონით გათვალისწინებული ორგანოს წევრთა რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ 35 ხმაზე ნაკლების მიმღებ იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი. თუ ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტ კანდიდატს აღმოაჩნდა თანაბარი საუკეთესო შედეგი ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, განმეორებით კენჭი ეყრება ყველა ზემოაღნიშნულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ ორი კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმათა მინიმალური რაოდენობა კანონით გათვალისწინებული ორგანოს დარჩენილ წევრთა რაოდენობის შესავსებად, ტარდება ხელახალი არჩევნები.

11. ხმის დამთვლელი კომისია ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფორმებს ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი. საბოლოო შედეგებს საერთო კრებაზე აცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თამჯდომარე.

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I,  №13, 02.06.2003წ., მუხ.86

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №304 - სსმ I,  №20, 16.07.2004წ., მუხ.102

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 970 - სსმ I,  № 6 , 19 .0 1 .200 5 წ., მუხ. 55

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2155 - სსმ I,  № 51 , 06 .12 .200 5 წ., მუხ. 342

    მუხლი 43. საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში

1. საერთო სასამართლოებმა სამეწარმეო იურიდიული პირის სახით შექმნილი საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია 2005 წლის 1 თებერვლიდან მოახდინონ ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამეწარმეო იურიდიული პირის სახით 2005 წლის 1 თებერვლამდე შექმნილი საადვოკატო ბიუროების სარეგისტრაციო დოკუმენტები 2006 წლის 1 ივნისამდე შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან.

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I,  №13, 02.06.2003წ., მუხ.86

    მუხლი 44. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი საერთო კრების მოწვევიდან 3 თვის ვადაში ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

    მუხლი 45. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული და მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონით დადგენილი წესით ადვოკატთა ასოციაციის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“.

2. 2002 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს კანონები „ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ და „საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის შესახებ“.

3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტმა ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაოს საკანონმდებლო წინადადებები ადვოკატთა დაბეგვრის განსაკუთრებულ რეჟიმთან დაკავშირებით.

4. “საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე საზოგადოებრივ (სახაზინო) მომსახურებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური, რომელსაც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 46. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-9 მუხლი და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ნაწილში ამოქმედდეს „ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№976–IIს

20. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3797-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 19. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2266-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 18. 22/02/2018 - საქართველოს კანონი - 1972-IIს - ვებგვერდი, 26/02/2018 17. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 771-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 16. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 127-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 15. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4347-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 14. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1780-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 13. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1639-Iს - ვებგვერდი, 10/12/2013 12. 13/09/2011 - საქართველოს კანონი - 5036-IIს - ვებგვერდი, 110923001, 23/09/2011 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2040 - სსმ, 38, 01/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5209 - სსმ, 28, 18/07/2007 8. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5029 - სსმ, 26, 11/07/2007 7. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4332 - სსმ, 2, 04/01/2007 6. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3980 - სსმ, 48, 22/12/2006 5. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2155 - სსმ, 51, 06/12/2005 4. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1364 - სსმ, 19, 28/04/2005 3. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 970 - სსმ, 6, 19/01/2005 2. 01/07/2004 - საქართველოს კანონი - 304 - სსმ, 20, 11/07/2004 1. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2303 - სსმ, 13, 02/06/2003
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.