დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-72/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 170230000.22.035.016115 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-72/ნ
2011 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010. 23 მუხ. 310) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში (მინდობით აღზრდის პროცედურები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდისას – დედობილის/მამობილის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ (შემდგომში “ხელშეკრულება”). ხელშეკრულება ფორმდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).“.
2. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევისა) ყოველთვიურად საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.”.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში ყოველი თვის 25 რიცხვამდე ანაზღაურდება გასული თვის განმავლობაში ბავშვის მიმღებ ოჯახში ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეები, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის ანაზღაურება ხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სააგენტო.”;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ხელშეკრულების შეწყვეტისას (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) არასრულ თვეზე გაიცემა შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება სრული ოდენობით.”.
3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გარდამავალი დებულება
1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2013 წლის 1 იანვრამდე.
2. თუ არ არსებობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არაუმეტეს 2013 წლის 1 იანვრისა.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დოკუმენტის კომენტარები