სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ

  • Word
სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016653
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
493
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
200250000.10.003.016653
სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 14/02/2012)

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 493

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ

 მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26 - მუხლის მე -7 ნაწილის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              . გილაური

 

სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იურიდიული პირის საკუთრე­ბა­ში/მფლო­ბელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე სპე­ციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში სსზ) ფუნქციონირების პრინ­ცი­პებს.

2. სსზ-ის სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინ ცია­ ტივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.

3. სსზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მქონე შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ფართობების ერთობლიობას.

4. სსზ- ების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯა­რო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური (შემდგომ­ში – შემოსავლების სამსახური).

5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მი­იღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) გა­ნა­ხორციელოს ამ წესით.

    მუხლი 2. სსზ‑ის სტატუსის მინიჭება

1. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდი­ული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს .

2. განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოს საფირმო სახელწოდებას, საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებს და მას უნდა ერთოდეს:

) პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შე­ნო­ბა-ნა­გებობის ტერიტორიის (შემდგომში სსზ-ის ტერიტორია), საკუთ­რების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ტერიტორიის საკა­დასტრო რუკა;

) თანასაკუთრების შემთხვევაში – თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ხოლო სსზ-ის ტერიტორიის იჯარის ან/და სხვა სახელშეკრულებო უფლებით სარგებლობის შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არ­სებულ ტერიტორიაზე სსზ-ის შექმნის შესახებ;

) სსზ-ის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი).

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია :

) განიხილოს განცხადება სსზ-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვ­ნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობოს განმც­ხა­დებელს;

) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოამზადოს დასკვნა იური­დიული პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაო­ბაზე და თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართ­ველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგე­ნად.

4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ და ადგენს ვადას, რომელშიც პირმა უნდა უზრუნველყოს სსზ-ის ამ წესით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებ­თან შესაბამისობაში მოყვანა.

 5. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ვადაში სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთ­ხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსა­ხური, რომელიც ამ პირობების შესრულების შემთხვევაში გასცემს სსზ-ის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 6. სერ იფიკატში მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლიდანაც პირი ვალდებულია ფუნქციონირება და საგადასახადო ვალდებულების შესრუ­ლება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით სსზ-ის სტა­ტუსის მქონე პირისათვის დადგენილი წესით.

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სსზ-ის მოწ­ყობის კა­ნონ­მდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პირს მო­ს­თხო­ვოს უზრუნველყოფის საშუალებების (საბანკო გარანტია და სხვა) წა­რ­დგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.

    მუხლი 3. სსზ-ის ტერიტორიული მოწყობის მოთხოვნები

1. სსზ უნდა იყოს შემოსაზღვრული . მასში უნდა განისაზღვროს შე­სა­ს­ვლელი და გამოსასვლელი ადგილები ისე , რომ თავიდან იქნეს აცი­ლებული სავაჭრო ზონაში აღურიცხველი საქონლის მოძრაობა .

2. სსზ უნდა შედგებოდეს :

ა) სსზ-ის საწყობისაგან , რომელშიც მოთავსდება ყველა სახის სა­ქონელი . სსზ-ის საწყობს უნდა ჰქონდეს ერთი შესასვლელი , საიდანაც მოხდება ტვირთების შეტანა, და ერთი გასასვლელი , საიდანაც ტვირთი მოხვდება სავაჭრო ტერიტორიაზე . სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვედრის გარეშე საწყობიდან საქონლის საბითუმო მიწოდებისათვის დამატებით შესაძლებელია მოეწყოს ერთი გასას ვლელი;

) სავაჭრო ტერიტორიისაგან , რომელიც უნდა დაიყოს მოლებად (სეგმენტებად ) საქონლის სახეობების მიხედვით , სადაც განლაგებული იქ­ნება სავაჭრო ობიექტები (მაღაზია ან/და დახლი );

გ) ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტებისაგან, სადაც განხორციელდება მომხმარებელთან ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით.

3. სსზ-ის ტერიტორიაზე ორგანიზატორს უფლება აქვს, მოაწყოს სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლით გათვალისწინებული საწყობი (შემდგომში – საწყობი), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კო­ნ­­ როლის ზონას.

    მუხლი 4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები

1. სსზ-ის მართვას ახორციელებს სსზ-ის სტატუსის მქონე პირი .

2. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

) უზრუნველყოს სავაჭრო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანო­ბისათვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვისათვის შესა­ბა­მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

) სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორ­ციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მი­ხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება;

) სსზ-ის საწყობში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება, რომლის მოხსნა/ნეიტრალიზაცია განხორციელ­დება რეალიზებულ საქონელზე ცენტ ალიზებულ სალაროში თანხის გადახდისას;

) უზრუნველყოს სსზ-ში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

) უზრუნველყოს სსზ-ში სანიტარიული მდგომარეობის დაცვა, წყალ­მომარაგება და საკანალიზაციო სისტემა;

) სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირს (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა) გადახდის წყაროსთან დაუკავოს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული კომპენსაციის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში დღგ-ის გარეშე) 3 პროცენტი;

) მომსახურე ბანკის მეშვეობით უზრუნველყოს სალაროში და სა­ბანკო ანგარიშზე მობილიზებული თანხების გადარიცხვა მოვაჭრეთა სა­ბანკო ანგარიშებზე:

.) ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პი­რებ ის თვის მათი კუთვნილი თანხა;

.) სხვა პირებისათვის ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკავებული თანხის შემდეგ დარჩენილი თანხა;

) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა საკომპენსაციო თანხის ადგილზე (სავაჭრო ზონის სალაროში) გადახდის გარეშე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა), ორგანიზატორი ვალდებულია არა უგვიანეს საქონლის მიწო­დების მე-2 დღისა გადაიხადოს საქონლის რეალიზაციიდან მისაღები სა­კომპენსაციო თანხის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში დღგ-ის გა­რეშე) 3 პროცენტი.

 3. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ დადგენილ ვადაში ფაქ­ტობრივად გადახდილი თანხა ჩაითვლება დაკავებული გადასახადის მი­ხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად.

 4. სსზ-ის ტერიტორიის მესაკუთრის შეცვლისას, მესაკუთრის შეცვ­ლამდე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ევალება, აცნობოს საქართველოს მთავრობას გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სსზ-ის ტერიტორიის ახა­ლი მესაკუთრე ითვლება ძველის უფლებამონაცვლედ და მასზე ვრცელ­დება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც გააჩნდა სსზ-ის ტე­რიტორიის ძველ მესაკუთრეს.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სა­ქართველოს მთავრობა სსზ-ის ტერიტორიის ძველ მესაკუთრეს უუქმებს და მის ახალ მესაკუთრეს ანიჭებს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსს.

 6. იმ შემთხვევაში, თუ სსზ-ის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარ­დოს/შეამციროს სსზ-ის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ შემოსავლების სამ­სახურს და წარუდგინოს მას, ამ წესის შესაბამისად, გეგმები სსზ-ის გაფა­რთოებული/შემცირებული საზღვრების ჩვენებით და სსზ-ის ახალ ტერი­ტორიაზე დააკმაყოფილოს სსზ-ის შექმნისა და ფუნქციონი­რები­სათვის ამ წესით დადგენილი ყველა პირობა.

 7. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში სავაჭრო ადგი­ლების დამქირავებელ პირთა მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის 286- მუხლის მე-4 ან/და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამარ­თალ­დარღვევის გამოვლენისას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.

    მუხლი 5. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი (სავაჭრო ობიექტის დამქირავებელი) პირის ვალდებულებები

1. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმა­ხორციელებელი დღგ-ის გადამხდელი პირი ვალდებულია დამოუკი­დებლად წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

2. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის გან­მახორციელებელი პირები თავად ახორციელებენ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და დეკლარირებას.

3. სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორცი ლებს სტაციონარული სავაჭრო ობიექ­ტის მეშვეობით, უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს საგადასახადო ანგარიშგება და შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები.

4. თუ პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტე­რიტორიაზე, დასაბეგრი ოპერაციების თანხის 100 000 ლარზე გადამე­ტების შემთხვევაში მას არ წარმოეშვება დღგ-ის სავალდებულო რეგისტ­რაციის ვალდებულება. ამასთან, მას უფლება აქვს, ნებაყოფლობით დარე­ გისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.

5. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რო­მელიც დაიბეგრა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვე­პუნქტების შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

    მუხლი 6. საქონლის სსზ-ის საწყობში აღრიცხვისა და მოძრაობის წესი

1. ორგანიზატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურ­ნალი, რომლის მეშვეობით ხორციელდება სსზ-ის საწყობში საქონლის მი­ღება, შენახვა ან გაცემა. ელექტრონული ჟურნალი უნდა მოიცავდეს შემ­დეგ მონაცემებს:

) საქონლის მფლობელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნო­მერს;

) საქონლის დასახელებას და მის მაიდენტიფიცირებელ კოდს (შტრიხკოდის ნომერს);

) საქონლის რაოდენობას;

) საქონლის ერთეულის ფასს;

) შემოტანის დოკუმენტის დასახელებას (ზედნადები, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ..), თარიღს და ნომერს (სერია);

) შემოტანის თარიღს;

) ინფორმაციას საქონლის საწყობიდან სავაჭრო ზონაში ან ზონის გარეთ გატანის თაობაზე.

2. ჟურნალში ქრონოლოგიური (დღეების მიხედვით) თანმიმ­დევ­რობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს ზუსტ ინფორმაციას ზო­ნაში საქმიანობის განმახორცი ლებელი პირის საქონლის მოძრაობის შე­სახებ.

3. ელექტრონულ ჟურნალში გატარებული მონაცემები უნდა ინახე­ბოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმუ­ლობის ვადის გათვალისწინებით და მასზე პირდაპირი წვდომა უნდა გა­აჩნდეს შემოსავლების სამსახურს.

    მუხლი 7. საწყობიდან სავაჭრო ტერიტორიაზე საქონლის შეტანის პირობები

1. საწყობში მოთავსებული საქონელი იმპორტში მოქცევის შემდგომ სსზ-ის საწყობში მოთავსების გარეშე შესაძლებელია მოხვდეს პირდაპირ სსზ-ში სარეალიზაციოდ, თუ საწყობი ერთ-ერთი გასასვლელით უშუა­ლოდ უკავშირდება სსზ-ის სავაჭრო ტერიტორიას და სავაჭრო ზონაში გატ ანილი საქონლის აღრიცხვა წარმოებს ამ წესის მე-6 მუხლით გან­საზღვრულ ელექტრონულ ჟურნალში.

2. საჭიროების შემთხვევაში საწყობში მოთავსებული საქონელი იმ­პორტში მოქცევის შემდგომ შესაძლებელია შეტანილ იქნეს სსზ-ის სა­წყობში.

    მუხლი 8. სსზ-ის შიგნით საქონლის გადაადგილება

1. სსზ-ის შიგნით განლაგებული სავაჭრო ობიექტები (მაღაზია, დახ­ლი და სხვ.) საქონლის რეალიზაციას ახდენენ შტრიხკოდიანი სტიკერის ამობეჭდვით ან გაყიდული საქონლის სხვაგვარი ნიშანდებით.

2. შეძენილ საქონელზე საფასურის გადახდა ხორციელდება სსზ-ის ტერიტორიის დატოვებისას ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ორ­განიზებულ სალაროებში.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა სა­კომპენსაციო თანხის ადგილზე ( სსზ-ის სალაროში) გადახდის გარეშე, სა­ქონელმა სსზ-ის ტერიტორია უნდა დატოვოს სსზ-ის საწყობის გავლით.

    მუხლი 9. სსზ-ის სტატუსის გაუქმება

1. თუ პირს განზრახული აქვს, შეწყვიტოს ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სა­ვაჭრო ადგილების გაქირავება, მან სსზ-ის სტატუსის გაუქმების მოთ­ხოვნით საქმიანობის შეწყვეტამდე 3 თვით ადრე განცხადებით უნდა მი­მართოს შემოსავლების სამსახურსა და 3 თვით ადრე აცნობოს სავაჭრო ად­გილების დამქირავებელ პირებს.

2. სსზ-ის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ბაზრობის ორგანი­ზების საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო დღიდან.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.