„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 640
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016293
  • Word
640
30/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
190040000.22.033.016293
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 640

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (სსმ III, 30.12.2009., 159, მუხ.1979) დამტკიცებული გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციაში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის: Ecity=Scity*Gcity%,

მუნიციპალიტეტებისათვის: Em=SM*GM%,

სადაც,

Ecityთვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Emმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scityთვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

SMმუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში.

G ანუ Gcity-სა და GM-ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

Gcityთვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 70%-ით.

GMმუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა, განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 30%-ით.“.

2. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის (ST-ის) გაანგარიშება

სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსების ჯამით:

ST=SU+SCC+SM

სადაც,

SUწარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1-ის ოდენობით;

SCCწარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და განისაზღვროს ქალაქი თბილისისათვის – 3.8-ის, ხოლო თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის – 3.0-ის ოდენობით;

SMწარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს – 0.2-ის ოდენობით.

    მუხლი 8. გათანაბრებითი ქულების (ES-ის) გაანგარიშება

გათანაბრებითი ქულები (ES) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ES=AE+ESR

სადაც,

AE ანუ AEm და AEcityსაშუალო გათანაბრება, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

AEcity=Aacity/ Acity%/CC

AEm=Aam/ Am%/CC

სადაც,

Aa ანუ Aam და AEacityწარმოადგენს A-ს საშუალო არითმეტიკულს, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით Aam არის მუნიციპალიტეტების Amის საშუალო არითმეტიკული, ხოლო Aacity არის თვითმმართველი ქალაქების Acityის საშუალო არითმეტიკული;

CCწარმოადგენს შემასწორებელ კოეფიციენტს და განისაზღვროს 1000-ის ოდენობით.

ESR არის გათანაბრებითი ქულა შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ESR=SC1+ SC2+ SC3

სადაც,

SC1, SC2 და SC3 წარმოადგენენ მხარდაჭერის კოეფიციენტებს და აღნიშნული კოეფიციენტები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

SC1 – 0.015;

SC2 – 0.010;

SC3 – 0.005;

მხარდაჭერის კოეფიციენტები (SC1, SC2 და SC3) მიენიჭება შემდეგი წესის თანახმად:

პირველ ეტაპზე გაიანგარიშება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტების) პროგნოზი ერთ სულ მოსახლეზე (RPC), რომელიც მიიღება ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტებისა) პროგნოზის (R) შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობის რაოდენობაზე შეფარდებით.

RPCზე დაყრდნობით გაიანგარიშება RPCam, RPCac და RPCacity მაჩვენებლები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ:

RPCamყველა მუნიციპალიტეტის RPCის საშუალო არითმეტიკულს;

RPCac – ყველა თვითმმართველი ერთეულის RPC–ის საშუალო არითმეტიკულს;

RPCacity – ყველა თვითმმართველი ქალაქის RPC–ის საშუალო არითმეტიკულს.

მეორე ეტაპზე გამოითვლება სხვაობა თითოეული თვითმმართველი ერთეულის RPC–სა და RPCam, RPCac და RPCacity მაჩვენებლებს შორის.

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCam-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC1 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCac-ზე, მაგრამ მეტია RPCam-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC2 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCacity-ზე, მაგრამ მეტია RPCac-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC3 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის RPC მეტია RPCacity-ზე მხარდაჭერის კოეფიციენტი არ მიენიჭება;

თუ რომელიმე თვითმმართველი ერთეულის RPC აბსოლიტური სიზუსტით ემთხვევა, რომელიმე RPCam, RPCac ან RPCacity მაჩვენებლებს, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება მოცემულ ზღვართან არსებული მხარდაჭერის ის კოეფიციენტი, რომელიც უფრო მეტია.“.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე