„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01-64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229047, 29/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016107
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01-64/ნ
28/12/2011
ვებგვერდი, 111229047, 29/12/2011
010240070.22.035.016107
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2011 - 04/04/2012)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01 -64/ნ

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები.

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის 37/ნ ბრძანება.

6. ბრძანება ამოქმედდეს „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

ა .ურუშაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

 

    მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო

1 . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2 . სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.

3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:

ა) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27 -ე, 72–725 უნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე 46-ე და 54- პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, აგრეთვე „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი;

გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობზე სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ზ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე;

) “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;

) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;

) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;

) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;

) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;

) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;

) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;

) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტისათვის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა ;

) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;

) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;

ფ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;

) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;

) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა ;

) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;

) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე\წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;

ჩ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;

  ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილე ბის მიღება;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;

) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა; 

) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;

) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიების) და ნებართვების გაცემა; სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების წარმოება;

) ლიცენზიის/ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;

1 ) ჯან რთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

2 ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

3 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;

4 ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

5 ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;

6 ) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით.

7 )  მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.

8 ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;

9 ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;

10 ) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

11 ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით .

4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობ ს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.

    მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

სააგენტოს უფროსი :

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

რ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შე ქმნას სათათბირო ორგანოებ (კომისიებ და საბჭოებ ) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს ისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ;

) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი , კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახ ლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს გააჩნია ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება. ასევე , შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6 . ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7 . სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

    მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

 

 

10. 25/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-91/ნ - ვებგვერდი, 28/11/2022 9. 12/01/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-2/ნ - ვებგვერდი, 13/01/2021 8. 14/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-1/ნ - ვებგვერდი, 15/01/2020 7. 16/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-68/ნ - ვებგვერდი, 17/10/2019 6. 10/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-53/ნ - ვებგვერდი, 11/07/2019 5. 22/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-21/ნ - ვებგვერდი, 25/03/2019 4. 28/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-64/ნ - ვებგვერდი, 28/12/2018 3. 05/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-62/ნ - ვებგვერდი, 08/09/2014 2. 18/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-25/ნ - ვებგვერდი, 18/05/2012 1. 04/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-19/ნ - ვებგვერდი, 05/04/2012