„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228079, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.016558
  • Word
5553
20/12/2011
ვებგვერდი, 111228079, 28/12/2011
450030000.05.001.016558
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით:

„1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, ასევე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ორგანო.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5553-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.