„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228073, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.016552
  • Word
5577
20/12/2011
ვებგვერდი, 111228073, 28/12/2011
280060000.05.001.016552
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ამ უხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის  71- მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5577-რს