„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228069, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.016548
  • Word
5573
20/12/2011
ვებგვერდი, 111228069, 28/12/2011
170000000.05.001.016548
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პირი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 150 ლარის ოდენობით.“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ ქვეპუნქტი:

„ა1) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს;“.

4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

6. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. ნოტარიუსის შენაცვლება

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალიწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივ მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო ნოტარიუსის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 სამუშაო დღისა, რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (ნოტარიუსის მძიმე ავადმყოფობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვ) იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით.

4. ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში, როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს.

5. ნოტარიუსი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ასლი წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ნოტარიუსი ვალდებულია ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის თაობაზე მიღებული დადგენილება შეიტანოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

6. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

7. ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით.

8. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს ნოტარიუსის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

9. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს, რომელსაც იგი ცვლის.“.

7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

     „მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური

ამ კანონის 41-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1998 წლის 11 ივნისის კანონისანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5).

მუხლი 3

1. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება ვრცელდება იმ პირებზედაც, რომლებმაც ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართეს განცხადებით ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4−მე-8 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4−მე-8 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5573-რს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.