„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228052, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.016532
  • Word
5554
20/12/2011
ვებგვერდი, 111228052, 28/12/2011
450030000.05.001.016532
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის მესაკუთრე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სამინისტროსთან მიმართები ასრულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

5554-რს