გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223042, 26/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 480350000.10.003.016647
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
487
21/12/2011
ვებგვერდი, 111223042, 26/12/2011
480350000.10.003.016647
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/12/2011 - 13/12/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 48 7

2011 წლის 21 დეკემბერი

. თბილისი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელ­შეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 13 1 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცი­ ების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემ­ დე­ ­გი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი (კომისიის თავმჯდო­მა ­რე);

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრის მოადგილე;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორის­ ტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქ­ ვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფი­ ნანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ერო­ვ­ნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდი­ვანს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომისიის თანა­თავ­მჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რე­ზოლუ­ციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კო­მისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრუ­ლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში – კო­მი­სია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და რეზოლუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულე­ბე­ბითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კა­ნონ­ქვე­მდებარე ნორმატიული აქტებით.

 3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 4. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა

1.  საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კომისიის შემადგენლო­ბას, მის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თა­ნათავმჯდომარეს.

2. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართვე­ლოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დე­პარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავდროულად არის კომისიის მდივანი.

    მუხლი 3. კომისიის ამოცანები

კომისიის ამოცანებია:

 ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში – გაერო) წეს­დების VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემ­დგომ­ში – გაეროს რეზოლუციები) გათვალისწინებული ვალდებულებე­ბის შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ქმედითი ღონისძიებების გატარება ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრულ სხვა პირთა მიერ სა­ქარ­თველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდება­რებული პროდუქციის შემოტანის ან/და გატანის, მათი თავისუფალი მიმოსვლის, მათ მიერ ქონების გამოყენების ან ტერორიზმის მხარდა­საჭერად მიმართული სხვა ქმედებების აღსაკვეთად.

    მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:

 ა) გაეროს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადა­ღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს;

ბ) გაეროს რეზოლუციების შესაბამისად, უცხო ქვეყნის ან/და ქვეყნის შიგნით არსებული კომპეტენტური ორგანოების დასაბუთებული მი­მარ­თვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირ­თა სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს;

გ) მის მიერ შემუშავებული ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სი­იდან პირის ამოღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ამ პი­რის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე;

დ) კომისიაში შესული საჩივრები გაეროს რეზოლუციებიდან პირის ამოღების ან/და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ ან გაეროს რე­ზოლუციებით დადგენილი სანქციების გაუქმების შესახებ განხილვი­სათვის გადაუგზავნოს გაეროს შესაბამის ორგანოს;

ე) განახორციელოს მონიტორინგი კომისიის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღის ღონისძიების სათანადო აღსრულებაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმია­ნო­ბისათ­ვის საჭირო ინფორმაცია;

ზ) განახორციელოს მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსი­ლე­ბები.

    მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფი

1. კომისია თავის შემადგენლობაში ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უფლებამოსილია:

 ა) გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზ­ნით, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, კონკრეტულ პი­რებზე ან კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცე­მის შესახებ;

 ბ) გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზ­ნით, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორ­ტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესა­ხებ;

გ) განახორციელოს მონიტორინგი მის მიერ დაწესებული შეზ­ღუდ­ვე­ბის შესრულებაზე;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმია­ნო­ბისათვის საჭირო ინფორმაცია.

2. კომისიის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კომისიის თანათავ­ მჯდომარე, რომელიც წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთო­ბაში და ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნი­ კურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფახორციელებს სამუშაო ჯგუ­ფის აპარატი. სამუშაო ჯგუფის აპარატის ფუნქციებს ახორციელებს სა­ქარ­თველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.

    მუხლი 6. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1.  კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომი­სიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დო­კუმენტებს და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერ­თო­ბაში.

3.  კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამო­სილებას ახორციელებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისი­ის სხვა წევრი.

 4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მისი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.

5.  კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნ­ველ­ყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი.

6.  კომისიის მდივანი კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატა­რების თარიღს და უგზავნის მათ სხდომის დღის წესრიგს; ხელმოსა­წერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანა­წერს უგ­ზავნის კომისიის წევრებს; ახორციელებს კომისიის გამართული მუშაო­ბი­სათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებას.

7.  კომისიის სხდომები ტარდება კომისიის თავმჯდომარის მოწვე­ვით ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზ­ნით.

8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავ­მჯდო­მარე.

9.  კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავ­მჯდომარეს და წევრებს.

10.     კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნა­ხე­ვარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყვე­ტია თავმჯდომარის ხმა.

11.     კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კო­მისიის თავმჯდომარე და მდივანი.

    მუხლი 7. სასამართლოსადმი მიმართვა

1. კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს გაეროს რეზოლუცი­ებში მითითებულ­ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირე­ბულ პირთა სია და მიმართოს სასამართლოს აღნიშნულ სიაში მითითე­ბული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

3. ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში პირის დამატების ან/და მის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას კომისია განი­ხი­ლავს მისი მიღებიდან გონივრულ ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემ­დეგ გადაწყვეტილებას:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების და პირის ტერორიზმთან და­კავ­შირებულ პირთა სიაში დამატების შესახებ, რის შემდეგაც მიმართავს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე;

ბ) ინიციატორი მხარისათვის დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ;

გ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ შემ­თხვე­ვაში, თუ კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ პირი, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, არ წარმოადგენს გაეროს რეზოლუციაში მითითებულ პირს, კომისია უფლებამოსილია მიმარ­თოს სასამართლოს აღნიშნული პირის ქონების ყადაღისაგან გათავი­სუფლების თაობაზე.

    მუხლი 8. სახელმწიფო ორგანოებისადმი მიმართვა

1. გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ­ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელ­მწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტე­რიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ.

2. გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ­ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქ­ვემ­დებარებული პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრან­ზიტის, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვების გაცე­მაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა შესასრულებლად სავალ­დებულოა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.

    მუხლი 9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის მიერ მიღებული გადა­წყვეტილება კომისიაში ან სასამართლოში.

2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.

3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომისია იღებს პირს ტე­რო­რიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან და მიმართავს სასა­მართლოს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

4. კომისიას უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

5. გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების სუბიექტის სა­ჩი­ვარს რეზოლუციებიდან ამოღების ან/და მის მიმართ გამოყენებული სანქციების გაუქმების შესახებ კომისიის თავმჯდომარე გონივრულ ვა­დაში უგზავნის გაეროს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აც­ნო­ბებს საჩივრის ავტორს.

    მუხლი 10. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიის სამუშაო ჯგუფში ან სასამარ­თლოში.

2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისიის სამუშაო ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოს­თხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

4. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებისას სამუშაო ჯგუფი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საჩივრის ავტორის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების თაობაზე.