„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 205/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220016, 22/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016242
  • Word
205/ნ
19/12/2011
ვებგვერდი, 111220016, 22/12/2011
430010000.22.022.016242
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 205/ნ

2011 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი №210211 21.02.11წ.) დამტკიცებულ:

1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;“;

„კ) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობა.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიური პროგრამის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) შეთანხმებით უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგ საგანში ან/და შემდეგი არჩევითი საგნობრივი ჯგუფებიდან:

ა) მათემატიკა;

ბ) ჰუმანიტარული საგნები:

ბ.ა) ლიტერატურა;

ბ.ბ) გეოგრაფია;

ბ.გ) ისტორია;

) საბუნებისმეტყველო საგნები:

გ.ა) ქიმია;

გ.ბ) ფიზიკა;

გ.გ) ბიოლოგია.

გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.“;

გ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების ჩაბარება და არსებობის შემთხვევაში, ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების ფლობის დადასტურება.“;

გ.ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით 30%-ს), ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით 35%-ს).;

ე) 81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 და 83 მუხლები:

    „მუხლი 82. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის მსურველი პირები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩარიცხავს პირს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 15 სექტემბრამდე გაუგზავნოს ცენტრს ჩარიცხულ პირთა თაობაზე ინფორმაცია ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

    მუხლი 83. სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის არჩევითი საგნის ჩაბარება

1 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველ სტუდენტს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგანის/საგნების გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მისი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის წელს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის ამ საგანში/საგნებში განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.“;

ვ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“;

ზ) მე-13 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციის შესაბამისად:

„2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;“;

ზ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აცხადებს მიღებას პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე, ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს და ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.“;

თ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, მაგრამ არა უმეტეს ოცისა.“;

ი) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

„ბ.დ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;“;

კ) VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI. რანჟირება. ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგები“;

ლ) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 32. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების საბოლოო შედეგები“;

საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადმოგზავნის შემდეგ ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება პირის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა და დგება იმ პირთა სია, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“;

მ) 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ნ) 37-ე მუხლის:

ნ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება“;

ნ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;

ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.“;

 

ნ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.“;

ო) 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

    „მუხლი 391. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა

1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 15 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში.

3. ის პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.“.

2. „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება“;

ა.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;

ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.“;

 

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი,:

ა) რომელსაც მოპოვებული აქვს დაფინანსება პროფესიულ პროგრამაზე;

ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩაირიცხა პირი, დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პირი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხა პროფესიული განათლების IV საფეხურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის სურს მიიღოს გრანტი. ამ ვადაში განცხადების წარმოუდგენლობისას გრანტის განაწილება მოხდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღის ვადაში:

ა.ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;

ა.ბ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.გ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.დ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.ე) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.

ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება პროფესიული პროგრამისთვის.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   . ქურდაძე