ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5370-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220009, 20/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 18/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.016513
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5370-IIს
06/12/2011
ვებგვერდი, 111220009, 20/12/2011
010170000.05.001.016513
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/03/2014 - 30/04/2014)

საქართველოს კანონი

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ

ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციას და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმს, და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის სამართლებრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლებსა და პროცედურებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თავშესაფრის მოთხოვნა – პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინაშე ნების გამოხატვა, ამ კანონის საფუძველზე მიიღოს სამართლებრივი დაცვა;

ბ) განცხადება – თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ წერილობითი განაცხადი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მიღების მიზნით;

გ) თავშესაფრის მაძიებელი – პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით;

დ) ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;

) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი პირი , რომელსაც ამ კანონის მე -4 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი ;

) სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ;

ზ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი;

თ) ცნობა – თავშესაფრის მაძიებლობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის ფორმას, გაცემისა და შეცვლის წესს ადგენს სამინისტრო;

ი) მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი , რომელიც საქართველოში შემოვიდა მარტო , კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე და რომელიც განცხადების შეტანის დროისთვის არ სარგებლობს მეურვეობით / მზრუნველობით , ან არასრულწლოვანი , რომელიც საქართველოში შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე ;

 [ ი) მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში შემოვიდა მარტო, კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე და რომელიც განცხადების შეტანის დროისთვის არ სარგებლობს მეურვეობით/მზრუნველობით, ან არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე;  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

კ) ოჯახის წევრი – ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მეუღლე, 18 წლამდე შვილი, სრულწლოვანი ქმედუუნარო შვილი, ქმედუუნარო ან ხანდაზმული (საპენსიო ასაკის) მშობელი ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირი;

ლ) ოჯახის გაერთიანება – ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოში კანონიერი შემოსვლა და ცხოვრება ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით;

მ) წარმოშობის ქვეყანა – თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
 

თავი II. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება

    მუხლი 2. ლტოლვილის სტატუსის მინიჭება

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში , აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო , და არ შეუძლია ან არ სურს , ამგვარი შიშიდან გამომდინარე , დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით .

    მუხლი 3. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. ლტოლვილის სტატუსი არ ენიჭება პირს:

ა) რომელმაც ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ეს ქმედებ განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო აქტებში;

ბ) რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული საქართველოს მიერ ლტოლვი ლის სტატუსის მინიჭებამდე ;

გ) რომელსაც ბრალი მიუძღვის გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში;

დ) რომელიც არ საჭიროებს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის D ნაწილის თანახმად;

ე) რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგს და საჯარო მართლწესრიგს ;

ვ) რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ზ) რომელიც მხილებულია საქართველოს საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და რომელმაც საქართველოში ადრე ყოფნის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული;

თ) რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ეკონომიკური, ეპიდემიური, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციის გამო.

2. ლტოლვილის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს პირს:

ა) რომელიც სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ლტოლვილად და კვლავ სარგებლობს ამ ქვეყნის ქმედითი სამართლებრივი დაცვით, თუ საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია;

ბ) რომელსაც აქვს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ქვეყნის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი;

გ) რომელსაც დაწყებული აქვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა და შეუძლია გააგრძელოს ის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოში.

3. პირს, რომელიც ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება, თუ მას შეუძლია ისარგებლოს რომელიმე ამ ქვეყნის მფარველობით.

    მუხლი 4. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება

1. ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი , არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და:

ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შია კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო;

ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი დან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახვ ელ ი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;

გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვს მისი უფლებები.

2. ჰუმანიტარული სტატუსი შეიძლება აგრეთვე მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი და :

ა) რომელიც იძულებული გახდა გადაადგილებულიყო საქართველოს შიგნით, მაგრამ არ ეკუთვნის დევნილის სტატუსი ძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ;

ბ) რომელიც საქართველოში შემოვიდა მოსაზღვრე წარმოშობის ქვეყნიდან, იქ მომხდარი სტიქიური უბედურების გამო;

გ) რომელსაც ესაჭიროება სხვა სარწმუნო ჰუმანიტარული დახმარება.

3. პირს ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს ან მისი საქართველოში ყოფნა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

4. ჰუმანიტარული სტატუსი პირს ენიჭება 1 წლის ვადით და შეიძლება გაგრძელდეს, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც მას ეს სტატუსი მიენიჭა.

    მუხლი 5. მასობრივი შემოსვლა

ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოში იმ პირთა მასობრივი შემოსვლის დროს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, სამინისტრო მათთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მათი წარმოშობის ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

    მუხლი 6. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრის დაცვა

1. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრს ენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ინდივიდუალურად არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

2. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრს ენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ინდივიდუალურად არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს ან მისი საქართველოში ყოფნა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს .

    მუხლი 7. ოჯახის გაერთიანება

1. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირს მიეცემა ოჯახის გაერთიანების უფლება აღნიშნულის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 წლის განმავლობაში.

2. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს შეიძლება მიეცეს ოჯახის გაერთიანების უფლება. ეს უფლება უნდა განხორციელდეს, თუ ჰუმანიტარული სტატუსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ოჯახის გაერთიანება და ეს სხვა ქვეყანაშიც შეუძლებელია.

3. პირს ოჯახის გაერთიანებაზე უარი ეთქმება, თუ მისი ოჯახის წევრი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს.

4. პირის ოჯახის წევრის საქართველოში შემოსვლის შემდეგ მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლი.

    მუხლი 8. არასრულწლოვანზე მეურვეობა/მზრუნველობა

1. საქართველოში სრულწლოვან პირთან ერთად შემოსული არასრულწლოვანი ოჯახის წევრის შესახებ მონაცემები შეიტანება ერთ-ერთი მშობლის განცხადებაში, ხოლო მშობლების არყოფნის შემთხვევაში – მეურვის/მზრუნველის, ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის ან სხვა ნათესავის განცხადებაში.

2. თუ არასრულწლოვანი საქართველოში მარტო შემოვიდა, განცხადებას საქმის ყველა გარემოების და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით შეიტანს არასრულწლოვნის მეურვე/მზრუნველი, რომელიც მას დაენიშნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით მიმართავს შესაბამის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რათა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი, სანამ ის საქართველოში რჩება.

3. მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისთვის მეურვის/მზრუნველის დასანიშნად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ შეძლებისდაგვარად მცირე დროში უნდა მიიღოს ზომები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა ხორციელდება მისი ასაკის, განვითარების დონისა და გონებრივი მდგომარეობის შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს შესაძლოა მწირი ინფორმაცია ჰქონდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 9. ლტოლვილზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის გადაცემა

1. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, ასევე მიჩნეული უნდა იქნეს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირად ამ კანონის შესაბამისად, თუ მან მოიპოვა საქართველოში არანაკლებ 2 წლით ცხოვრების ნებართვა.

[ 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, მიჩნეული უნდა იქნეს აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირად ამ კანონის შესაბამისად, თუ მან მოიპოვა საქართველოში არანაკლებ 2 წლით ცხოვრების ნებართვა. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
 

თავი III. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა

    მუხლი 10. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა ითვალისწინებს:

ა) განცხადებით მიმართვას;

ბ) განცხადების წინასწარ განხილვას, ანკეტირებას და პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

გ) ცნობის გაცემას ან განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემას;

[ გ) ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას ან განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემას;  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

დ) განცხადების არსებითად განხილვას და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ან პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარებას.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 11. თავშესაფრის მოთხოვნა

1. თავშესაფრის მოთხოვნა არის პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატული სურვილი საქართველოში სამართლებრივი დაცვისა , ამ კანონის მე-2 ან მე-4 მუხლში აღნიშნული საფუძვლების გამო.

2. საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მიმართოს პირველივე სახელმწიფო ორგანოს.

3. პირისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის განცხადებით დროულად მიმართვას, მიმართვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს აღნიშნული გარემოებების არსებობის დროისა.

4. თავშესაფრის მოთხოვნა, მიღებული ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ, ფიქსირდება წერილობითი ფორმით, რომლის ასლიც 3 დღის განმავლობაში ეგზავნება სამინისტროს და გადაეცემა პირს, რომლის თაობაზედაც შედგენილია ის.

5. თუ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სურვილს გამოთქვამს პირი, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, იგი ვალდებულია განცხადებით პირადად მიმართოს სამინისტროს.

    მუხლი 12. განცხადების წინასწარი განხილვა, ანკეტირება და პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია

1. საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის განცხადებას წინასწარ განიხილავს სამინისტრო მისი შეტანიდან 10 დღის განმავლობაში.

2. განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამინისტრო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. ანკეტირების თარიღის შესახებ თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება განცხადების შეტანის დღეს.

3. სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებ ლსა და მისი ოჯახის წევრ ებზე . არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს.

4. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების მინიჭების და მოვალეობების დაკისრების საფუძველი.

[5. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 13. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

1. პირს თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ:

ა) მან ყალბი საბუთები წარმოადგინა ან განცხადებაში განზრახ არასწორი მონაცემი შეიტანა;

ბ) მან დაარღვია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, გარდა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მის მიმართ საქართველოში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) ი ი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ე) მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობის გამო და უარის მიღების დღიდან განცხადების შეტანამდე მისი წარმოშობის ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა;

) მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის ან/და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, თუ ამ სახელმწიფოს ლტოლვილთა სამართლის ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს საქმის ახალი გარემოებები;

) მან თავისი წარმოშობის ქვეყანა დატოვა ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არარსებობისას და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურს იმის შიშით, რომ პასუხს აგებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

) იგი უარს ამბობს საკუთარ თავზე ან/და საქართველოში შემოსვლის გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე.

2. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იგი 3 დღში გადაეცემა ან ეგზავნება პირს უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მითითებით.

3. თუ პირი არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იგი ვალდებულია ოჯახის წევრებთან ერთად დატოვოს საქართველო შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ საქართველოში ყოფნის სხვა კანონიერი საფუძვლები.

    მუხლი 14. განცხადების არსებითად განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. სამინისტრო განცხადებას არსებითად განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. განცხადების არსებითად განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამინისტრომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება.

2. განცხადების რეგისტრაციიდან 5 თვის განმავლობაში სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელს უტარებს გასაუბრებას. გასაუბრების დანიშვნის შესახებ თავშესაფრის მაძიებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე, განცხადებაში მითითებულ მისამართზე წერილობითი შეტყობინები ს გაგზავნით . თავშესაფრის მაძიებლის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს სამინისტროს იმავე სქესის წარმომადგენელმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმავე სქესის კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. დასაშვებია დამატებითი გასაუბრების ჩატარება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტების და სა ზუსტებ ლად .

3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემ ის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება:

ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას;

ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას;

გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და მოყვანილი ფაქტების უტყუარობის, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს;

დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას;

ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას;

ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, სა ქართველოში შემოსვლის და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს.

4. თავშესაფრის მიცემ ის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

5. თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი, უფლება აქვს, შეიტანოს ახალი განცხადება, თუ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოებები, რაც მას აძლევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

[ 5 1 . პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, აგრეთვე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იწვევს მასზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

6. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა.

7. დროებითი ბინადრობის მოწმობა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ამასთან ავე , სტატუსის გაგრძელების შემთხვევაში განმეორებით, ხოლო ლტოლვი ლის სტატუსის მქონე პირზე – 3 წლის ვადით .

8. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, იგი 3 დღ ში გადაეცემა ან ეგზავნება თავშესაფრის მაძიებელს განცხადებაში მითითებულ მისამართზე , უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.

9. სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელე სარგებლობს ამ კანონის მე-18 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.

10. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი გადი ყოველწლიურ რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
 

თავი IV. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტა და გაუქმება

    მუხლი 15. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდება, თუ:

ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება;

ბ) მან დაკარგა და შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მიიღო თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;

დ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა იმ ქვეყნის მფარველობით, რომელიც იძულებით დატოვა;

ე) მას აღარ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რამდენადაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მან ეს სტატუსი მიიღო;

ვ) მას პირადი მიზეზების გამო აღარ სურს ისარგებლოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით;

) იგი გარდაიცვალა ;

თ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე, თუ მას შეუძლია წარმოადგინოს ადრინდელი დევნიდან გამომდინარე დასაბუთებული მოტივაცია თავისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის სათქმელად.

3. თუ პირის ოჯახი განქორწინების, განშორების ან გარდაცვალების გამო დაიშლება, მისი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭათ ოჯახის გაერთიანების საფუძველზე, უნარჩუნდებათ ეს სტატუსი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული პირობები.

4 . პირს ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდება, თუ მას ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

    მუხლი 16. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის გაუქმების საფუძვლები

1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი გაუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, თუ ახალაღმოჩენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ადრე მოწოდებული ინფორმაცია არასწორია ან საბუთები ყალბია.

2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი გაუქმდება, თუ სასამართლომ პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა. პირს ეს სტატუსი აღუდგება, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული საფუძვლის გაუქმების შესახებ.

3. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ვრცელდება ასევე პირის ოჯახის წევრებზე, რომლებმაც ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე მიიღეს ეს სტატუსი.

    მუხლი 17. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურა

1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების ამ კანონის მე-15 ან მე-16 მუხლში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის დადგენის შემთხვევაში სამინისტრო იწყებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურას.

2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურა ითვალისწინებს:

ა) პირის გაფრთხილებას აღნიშნული პროცედურის დაწყების და გასაუბრების ჩატარების შესახებ;

ბ) პირისთვის გასაუბრების ჩატარებას აღნიშნული პროცედურის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში;

გ) პირის მიერ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.

3. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურის მიმდინარეობის დროს სამინისტრო არ იხილავს პირის ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობას.

4. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი მის მიმართ ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაწყების შემთხვევაში საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ინარჩუნებს დროებითი ბინადრობის მოწმობას და ყველა უფლებას, რომლ ებ იც ამ სტატუსის მფლობელს აქვს.

5. პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტა ან გაუქმება იწვევს მასზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმებას .

6. სამინისტრო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში გადასცემს ან უგზავნის პირს შეტყობინებას გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მისი მიზეზებისა და გასაჩივრების წესის მითითებით.

7. თუ პირი არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ , ან თუ პირს არ აქვს საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები, იგი ვალდებულია ოჯახის წევრებთან ერთად დატოვოს საქართველო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში.

8. ამ მუხლის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

[ 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
 

თავი V. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 18. თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობანი

1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს :

) ისარგებლოს მთარგმნელობითი მომსახურებით და მიიღოს ინფორმაცია ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ, ასევე ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია ;

) მიიღოს დროებითი განთავსების შესახებ მიმართვა და უფასოდ იცხოვროს მიმღებ ცენტრში , ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე ;

) მიმღებ ცენტრში , ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე განთავსებისას მიიღოს ხელშეწყობა გადაადგილებასა და ბარგის გადატანაში ;  

) მიიღოს სხვა სახის დახმარება ;

) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს განათლების უფლებით ;

) ისარგებლოს სამედიცინო და სოციალური დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;

) გამოითხოვოს განცხადება ;

) გათავისუფლდეს ნებისმიერ ინსტანციაში განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან და ისარგებლოს უფასო მთარგმნელობითი მომსახურებით ;

ი) ისარგებლოს შრომითი მოწყობის უფლებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;

) თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს , საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ;

) ინფორმირებული იყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან დაკავშირების შესაძლებლობის თაობაზე ;

) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

[ მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს მიაწოდოს მისი განცხადების განხილვისთვის აუცილებელი ყველა საბუთი;

ბ) დროებითი განთავსების შესახებ მიმართვის მიღებიდან 15 დღეში გაემგზავროს მიმღებ ცენტრში ან სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე;

გ) სამინისტროს მიერ გამოყოფილის ნაცვლად სხვა საცხოვრებელი ადგილის არჩევის ას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს აცნობოს ზუსტი მისამართი და გადაადგილების შემთხვევაში რეგულარულად მიაწოდოს მას განახლებული ინფორმაცია;

დ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესი;

ე) სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში გაიაროს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში.

3. თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობას სამინისტრო განიხილავს, როგორც მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებაზე უარ თქმას.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 19. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლება-მოვალეობანი

1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:

ა) ამ სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის განმავლობაში იცხოვროს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე და ისარგებლოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ყველა უფლებით;

ბ) ამ სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის განმავლობაში საცხოვრებლად აირჩიოს სამინისტროს მიერ გამოყოფილი ადგილი ან განთავსდეს სხვა ადგილზე საკუთარი ხარჯით;

გ) საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს განცხადებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე;

დ) დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;

ე) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს განათლების უფლებით;

ვ) ისარგებლოს სამედიცინო და სოციალური დახმარებით საქართველოს კანონმდებლობი თ დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 [ ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) გაიცემა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტი.

3. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაიცემა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. სამგზავრო დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად.

5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) წინასწარ აცნობოს სამინისტროს, რომ სურს ადრე არჩეული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

გ) გაიაროს ყოველწლიური რეგისტრაცია.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 20. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივი გარანტიები

1. თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის უფლებებს იცავს სახელმწიფო.

2. სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ლახავს თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებ .

    მუხლი 21. გარანტიები იძულებითი დაბრუნების წინააღმდეგ

1. ამ კანონისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არგაძევების პრინციპი ნიშნავს საქართველოს ვალდებულებას, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არ გააძევოს იმ ქვეყანაში ან არ დააბრუნოს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებ ებ ის გამო ანდა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, ში ა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევის გამო.

2. დაუშვებელია თავშესაფრის მაძიებლის საქართველოდან გაძევება განცხადების თაობაზე ამ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. დაუშვებელია ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის გაძევება ან ექსტრადირება სხვა ქვეყანაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ქვეყანაში იგი გახდება წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახვ ელ ი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი.

    მუხლი 22. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები

1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს (კერძოდ, მისი მიღების, განთავსების, განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებს) წყვეტს სამინისტრო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დახმარების სფეროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების მოქმედება შეჩერდება იმ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ, რომელმაც:

ა) 1 თვეზე მეტი ხნით დატოვა საქართველო;

ბ) ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას;

გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე- 5 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად არ გაიარა ყოველწლიური რეგისტრაცია და რეგისტრაციის დასრულების შემდ გ 3 თვის განმავლობაში არ გამოცხად ა სამინისტროში და არ წარმოადგ ინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;

დ) პირადი განცხადებით უარი თქვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებების მიღებაზე.

3. თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის მიღების, სტატუსის განსაზღვრის და განთავსების ხარჯები, მათ შორის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მიღებასა და განთავსებასთან, ანაზღაურდება სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებით.

4. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია შესაბამისი დახმარების მისაღებად მიმართოს სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

თავი VI. საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილებანი , ვალდებულებანი და საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 23. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი არიან შემდეგი ორგანოები:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

2. დაუშვებელია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები ამ კანონის ან ამ კანონით განსაზღვრული სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების აღსრულებისას ინფორმაციის გაცვლის მიზნით დაუკავშირდნენ თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებას.  

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1784  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.  

    მუხლი 24. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არის ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო :

ა) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის რეგისტრაციას; ადგენს მონაცემთა ბაზას და სისტემატურად განაახლებს ინფორმაციას;

ბ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ამავე კანონით დადგენილი წესით;

გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რჩევის მისაღებად;

დ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარებისათვის;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ, მასზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების მიზნით;

ზ) თავშესაფრის მაძიე ის ათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის ათვის მინიჭებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან;

თ) გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის შესახებ;

ი) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს ეხმარება თავისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებაში.

სა ქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, ასევე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2 კვირის ვადაში აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოში დანაშაულის ჩადენის შესახებ;

გ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე;

დ) განცხადებას სასაზღვრო ან საპატრულო პოლიციის ტერიტორიული ორგანოების ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს;

[ ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 26. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:

ა) ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუს ებ ის მქონე პირ ებ ზე გასცემს დროებითი ბინადრობის მოწმობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმე ტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუს ებ ის მქონე პირ ებ ზე გასცემს სამგზავრო დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტ ირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების (დეპორტაციის) პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

[გ) (ამოღებულია - 05.03.2014, №2048).  (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2048  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

    მუხლი 27. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტრო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 თვისა აცნობებს იმ პირის მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, რომელიც დაპატიმრებულია და ექვემდებარება საქართველოდან გაძევებას (დეპორტაციას).

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1784  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.  

    მუხლი 28. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში და პირის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში, გარდა ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გზით მოპოვებისა ;

ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებ ის მეშვეობით ეხმარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად ოჯახის გაერთიანებაში, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას თავისი წარმოშობის ქვეყანაში , კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 29. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

ა) თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უზრუნველყოფს სამედიცინო და სოციალური დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ არასრულწლოვნებს უზრუნველყოფს ადეკვატური საცხოვრებლით და მეურვეობის/მზრუნველობის დადგენით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 30. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უზრუნველყოფს განათლების უფლებით ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დადგენილი წესით უგზავნის ინფორმაციას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის შვილების ყოფითი პირობების და მათი სახელმწიფო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების შესაძლებლობის შესახებ, ასევე მათი საშუალო და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში გადაყვანის პირობებისა და შესაძლებლობის თაობაზე.

    მუხლი 31. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგინონ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის ათვის საცხოვრებელ ადგილად შეთავაზებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს აწვდის ინფორმაციას ამ პუნქტებში არსებული საცხოვრებელი პირობების შესახებ.

    მუხლი 32. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთო პასუხისმგებლობა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები:

ა) თანამშრომლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის და მათი ოჯახის წევრების მიღების, განთავსებისა და ინტეგრაციის საკითხებზე;

ბ) თანამშრომლობენ საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ორგანიზაციებთან თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად;

გ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის აღსრულებისათვის.

    მუხლი 33. საქართველოს თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

1. საქართველო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოებთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან .

2. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმის აღსრულებაზე ზედამხედველობისათვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოები გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარს უზრუნველყოფენ სრული მხარდაჭერითა და თანამშრომლობით . გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა , მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეხვდნენ თავშესაფრის მაძიებელს , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს განცხადების განხილვის ნებისმიერ სტადიაზე .

 

თავი VII. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 34. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 35. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვეში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის ყოველწლიური რეგისტრაციის წესი;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი;

გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა;

დ) მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესი.

3. ამ კანონის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირებისათვის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის ფორმა .

    მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი ლტოლვილთა შესახებ (პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14.03.1998, გვ. 39).

    მუხლი 37. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90- დღეს .

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5370- II