„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111216009, 16/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016634
  • Word
474
14/12/2011
ვებგვერდი, 111216009, 16/12/2011
010240030.10.003.016634
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 474

2011 წლის 14 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის 183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის 183 დადგენილებით (სსმ, 12.07.2010 წ.) დამტკიცებულ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ე) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობასა და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“.

 2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და ქვეპუნქტები ამოღებულ იქნე.

 3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. რეგიონული დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ; საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია; ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური