„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის და საინფორმაციო სისტემასთან დაშვებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10980
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212029, 12/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016024
  • Word
10980
07/12/2011
ვებგვერდი, 111212029, 12/12/2011
000000000.00.00.016024
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის და საინფორმაციო სისტემასთან დაშვებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №10980

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის და საინფორმაციო სისტემასთან დაშვებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის დასაჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვებას და დაშვების გაუქმებას;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვების, გადაწყვეტილების შეჩერების და დაშვების გაუქმების თაობაზე;“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვების მიზნით, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

1) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

2. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის თანამშრომლების საინფორმაციო სისტემასთან დაშვებაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს გაფორმების დეპარტამენტის უფროსი და გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                    ჯ. ებანოიძე