უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5301-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208013, 08/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.016497
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5301-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111208013, 08/12/2011
010100000.05.001.016497
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/06/2012 - 20/09/2013)

საქართველოს კანონი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანნის მიზანია , განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქარველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.

    მუხლი 2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები

1. საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და საქართველოში დაბრუნებაში.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას;

ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ- კავკასიურ ენებს;

გ) საქართველოდან წარმომავლობა – პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად;

) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა;

ე) ახლო ნათესავები – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი;

) დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში (ადგილსამყოფელ სახელმწიფოში) არსებული დიასპორის საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის საერთო კოორდინაციას და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი;

ზ) დიასპორული ორგანიზაცია – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სპორტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიზნით;

თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან არსებული დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) – დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შექმნილი მონაცემთა ბაზა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ;

ი) დიასპორა – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა.

    მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;

ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნებ ქართველურ- კავკასიურ ენებს.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებ ლი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებები , რომლებ იც საქართველოს მოქალაქეები არიან , ან/და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი , რომელიც დაინტერესებული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებ თან დაკავშირებული საკითხებით.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფოტოსურათი;

ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

გ) (ამოღებულია 25.05.2012, №6301);

დ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454);

ე) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454);

ვ) სამოტივაციო წერილი;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება - შუამდგომლობა , რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი , ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას .

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნ ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317– ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს.

2. განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით.

3. განცხადების ფორმა ივსება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე (ენებზე).

4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, მას განესაზღვრება გონივრული ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება განუხილველად დატოვოს.

 5. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობას . ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან / და მისი მშობლიური ენის ქართულ - კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის , ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ან / და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის .

6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

7. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან, სააგენტოს დასკვნები წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე -5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება , რომ სახელმწიფო ან / და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი .

81 . შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე -5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და სააგენტო განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

9. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები , სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას .

10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებ ზე. მათზე რ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების ვალდებულება.

11. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში.

12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

13. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენისას პირი უფლებამოსილია მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვის საფუძვლები

1. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, იგი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

2. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მას არა აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად .

    მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა მფლობელის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) დაბადების ადგილი;

დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;

ე) პირადი ხელმოწერა;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა;

კ) მოწმობის ნომერი;

ლ) ბეჭედი.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმას, მისი გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირი სააგენტოს მიმართავს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

5. სახელის, გვარის ან მოქალაქეობის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა.

6. პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) გამოყენების თვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა ძალას კარგავს.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ განხორციელებული ქმედების შესახებ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე;

ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა;

  ) ამ კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა .

2. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

3. სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება;

ბ) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა;

) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. თუ პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხიც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გადაწყდება.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა.

5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები:

ა) სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში;

ბ) თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 დღისა;

გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას გადაიხადოს მომსახურების საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით;

დ) უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება;

ე) საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317– ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6437 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 12. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია

1. დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი . აღნიშნული ვადის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს სხვა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, რომელიც კომპაქტურადაა დასახლებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებით . შესაძლებელია რამდენიმე სახელმწიფოში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი.

3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს :

ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებები;

ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან;

გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას;

დ) შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ამ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.

4. სასურველია, დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად დასანიშნ პირს გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე ან/და იგი ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

5. პირი დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით.

6. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას;

დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ არ მიუღია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა);

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას;

ვ) გარდაცვალებისას.

7. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

8. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი:

ა) ხელს უწყობს საქართველოსა და შესაბამის დიასპორას შორის ურთიერთობებ ს;

ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობ ს;

გ) ხელს უწყობს დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვ ს;

ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ვ) აქტიურად მონაწილეობს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას ;

ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას დიასპორასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ;

თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ხელს უწყობს შესაბამის დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას;

კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის დავალებებს.

9. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცი რებული პროექტები დაფინანსდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცი რებული პროექტები შესაძლებელია აგრეთვე დაფინანსდეს სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.

13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ უფლებამოსილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.

15. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

16. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი.

17. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მოადგილე ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 14. დიასპორული ორგანიზაცია

1. დიასპორული ორგანიზაცია უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას.

2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დიასპორული ორგანიზაციის სრული დასახელება;

ბ) დიასპორული ორგანიზაციის იურიდიული მისამართი;

გ) მონაცემები დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ;

დ) დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები;

ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დიასპორული ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. რეესტრში დასარეგისტრირებლად დიასპორული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შექმნილი უნდა იყოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე;

გ) მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

4. დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა.

5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.

    მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამავე კანონის დებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის №761 ბრძანებულება.

3. ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                              . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5301- II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 ვებგვერდი, 12.06.2012წ.

2. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 ვებგვერდი, 19.06.2012წ.

3 . საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6437 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

4. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.