დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 454 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111206027, 06/12/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.016614 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №454
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად;
გ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61-ე მუხლის შესაბამისად;
ე) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი ან სქემა შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით, მათ შორის:
ე.ა) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული სქემა საჭირო დეტალიზაციით;
ე.ბ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან;
ე.გ) V კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და მისი ყველა სხვა კონსტრუქციული ელემენტის დეტალური პროექტისაგან.“.
3. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემა
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა.
2. დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მოთხოვნით, ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე შესათანხმებლად წარადგენს კონსტრუქციულ სქემას ან/და ტექნოლოგიურ სქემას.“.
4. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
6. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას.“.
7. 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია, წარდგენილი იყოს აღნიშნული დოკუმენტაციის მხოლოდ რეკვიზიტები (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში – მისი ნომერი და პირადი ნომერი);“.
8. დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით;
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.“.
10. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია, წარდგენილი იყოს აღნიშნული დოკუმენტაციის მხოლოდ რეკვიზიტები (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში – მისი ნომერი და პირადი ნომერი);“.
11. დადგენილების 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით;
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.“.
13. 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია, წარდგენილი იყოს აღნიშნული დოკუმენტაციის მხოლოდ რეკვიზიტები (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში – მისი ნომერი და პირადი ნომერი);“.
14. დადგენილების 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
15. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით;
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.“.
16. 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
17. 81-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარმოდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით;
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები