დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 453 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111206026, 06/12/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.016613 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №453
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ.“.
მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები