საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 10/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.906

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „კონსტიტუციას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციურ შეთანხმებას,“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.“.

3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

„11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.“.

4. 73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;“.

5. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „კონსტიტუციასთან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციური შეთანხმების,“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 30 მარტი.

N826-IIს

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.