„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 01-57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111202008, 02/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 240120070.22.035.016101
  • Word
01-57/ნ
02/12/2011
ვებგვერდი, 111202008, 02/12/2011
240120070.22.035.016101
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-57/

2011 წლის 2 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტი №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანებაში (სსმ III, 30.03.2009 №39 მუხ.451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქციაზე არსებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 8066 შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით დადგენილ საკონტაქტო ტელეფონის ნომერთან 116001 არა უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.“.

 3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში (საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია მისი შემცველების კონცენტრაციის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სსო (ISO) სტანდარტებით განსაზღვრის შედეგებს.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან ერთად განთავსებულ იქნეს შემდეგი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით:

„მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“. “;

გ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების გამოყენება და როტაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ტექნიკური პარამეტრები თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებები და შემცველობის შესახებ წარწერებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებები და შემცველობის შესახებ წარწერები უნდა აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) შესრულებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე სტანდარტული ფონტით სილფაენი (Sylfaen), ხოლო აფხაზურ ენაზე ფონტით Amra და იყოს გამუქებული;

ბ) ფონტი უნდა იყოს იმ მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან არ ეხებოდეს შემომფარგვლელი ხაზების ან პიქტოგრამის კიდეებს;

გ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ტექსტების ფონტი უნდა იყოს ერთნაირი ზომის;

დ) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

ე) განლაგება ცენტრალური სწორებით;

ვ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ქართული ტექსტის მომდევნო ხაზზე განთავსებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისი აფხაზური ტექსტი;

ზ) პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს.

თ) პიქტოგრამების გამოყენების შემთხვევაში საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს პიქტოგრამის იმ მონაკვეთზე შესაბამისი ზომით, დიზაინით და ტექნიკური პარამეტრებით როგორც ეს მითითებულია ელექტრონულ ნიმუშში;

ი) პიქტოგრამების გამოუყენებლობის შემთხვევაში საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განთავსდეს დამატებითი გაფრთხილების წარწერის ქვემოთ 2 ხაზთაშორისი სივრცის ინტერვალის დაშორებით. საკუთრივ ტელეფონის ნომერი - იმავე სახის და ზომის ფონტით, ხოლო თანდართული ტექსტი 2 სტანდარტული ერთეულით ნაკლები ზომის. ხაზების დაშორება და ინტერვალები უნდა იქნეს სტანდარტული. წარწერები და ნომერი გამუქებული, მარჯვენა სწორებით. არ ეხებოდეს გაფრთხილების კიდეებს;

კ ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს 2 ხაზზე, რომელგან პირველზე განთავსებულ იქნება ტექსტი „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ:”, ხოლო მეორეზე „116001”, ზარი უფასოა“.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ტექნიკური პარამეტრების თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამები უნდა აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) პიქტოგრამები დაბეჭდილ უნდა იქნეს ელექტრონული ნიმუშის ორიგინალის შესაბამისად მთლიანად, ყოველგვარი ცვლილების გარეშე პროპორციებში, ფერებში ან/და კომპოზიციაში. თამბაქოს მწარმოებლებსა და/ან იმპორტიორებს ელექტრონული ვერსიების ორიგინალს მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სამინისტრო;

ბ) პიქტოგრამის ზედა კიდე განთავსებულ უნდა იქნეს კოლოფის ან ბლოკის ზედა კიდის პარალელურად;

გ) პიქტოგრამის გვერდითი და ქვედა კიდე უნდა ეხებოდეს შემომფარგვლელ ხაზებს;

დ) პიქტოგრამები უნდა დაიბეჭდოს 4 ფერში/-CMYK-/ მინიმუმ 150 ხაზით 2,5 სანტიმეტრზე (ერთ ინჩზე);

ე) უზრუნველყოფილ იქნეს ფერთა თანხვედრა ცდომის გარეშე.“.

ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში განთავსებულ იქნეს სამედიცინო გაფრთხილებები შემდეგი ტექსტით: „მოწევა კლავს”, „არასრულწოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია”, „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა”.“.

 3. ბრძანების დანართი №2-ის (საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ ენაზე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა:

მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა.“.

 4. ბრძანების დანართი №3-ის (საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ და აფხაზურ ენებზე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა:

ATATЫН AХAРA ШААКАЫСЫРЦ АЗЫ ХАДАЕПСАДА АТЕЛ ШААС 116001 (მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა).“

5. ბრძანების დანართი №4 (დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების ნიმუშების ასლები ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებისათვის) და დანართი №5 (დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების ნიმუშების ასლები ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულებული წარწერებისათვის) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი.გიორგობიანი