„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 410.000.000.05.001.000.882
  • Word
751
02/03/2001
სსმ, 6, 20/03/2001
410.000.000.05.001.000.882
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამონადირეო სავარგულის წინასწარი შერჩევა ხდება მიწის, წყლისა და ტყის ფონდის მესაკუთრის თანხმობით. იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის, რომლებმაც ამ კანონის 61-ე მუხლის თანახმად კონკურსის ან აუქციონის წესით მიიღეს სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და გაძღოლის უფლება (ლიცენზია), ამ სამონადირეო სავარგულის გამოყოფა და დამაგრება ხორციელდება პირდაპირ, ლიცენზიით გათვალისწინებული ვადით, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ან საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიერ.“.

2. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვეში ავტომატურად წყდება შესაბამისი სამონადირეო სავარგულით სარგებლობის უფლება.“.

3. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ნებადართული ტერიტორიისა და სამონადირეო სავარგულების განსაზღვრა, გამოყოფა და დამაგრება.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:

„მუხლი 671. ნორმატიული აქტები, რომელთა მოთხოვნებიც არ ვრცელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად გამოყოფილი ან/და გამოსაყოფი სამონადირეო სავარგულების საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

5. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კონკურსის ან აუქციონის წესით გაცემული ლიცენზიები და მათ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით შესაბამისი სავარგულების გამოყოფის შესახებ მიღებული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ კანონიერ ძალას მათი მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

№751-IIს