დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 564 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111108018, 09/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016265 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №564
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების (სსმ III, 08.04.2005 წ., №41, მუხლი 443) დანართი №3-ის შენიშვნების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები