საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5172-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111107010, 07/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.016457
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5172-IIს
28/10/2011
ვებგვერდი, 111107010, 07/11/2011
190020010.05.001.016457
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის , „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მხარჯავი დაწესებულება − ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია − მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები:

„ჭ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა , რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით და ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად;

ხ) ქვეპროგრამა − მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა.“.

3. მე-8−მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს შემოსავლების, ხარჯების ეკონომიკურ, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციებს, აგრეთვე პროგრამულ კლასიფიკაციას. პროგრამული კლასიფიკაცია არის მხარჯავი დაწესებულებების და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების ერთობლიობა და განისაზღვრება ბიუჯეტით. პროგრამული კლასიფიკაცია ასევე მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს.

2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა პროგრამული და ორგანიზაციული კლასიფიკაციებისა, საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი

1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნებები ასევე გამოიყოფა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.

2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.

3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 10. ბიუჯეტის შემოსულობები

ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

    მუხლი 11. ბიუჯეტის გადასახდელები

ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) ხარჯები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).“.

4 . 261   მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

 ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.“.

5. 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:

ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;

დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;

ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;

ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს.“.

6. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში

1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.

2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს.

4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

6. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

7. 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს;

გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისათვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.დ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;“.

8. 35-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ.“.

9. 36-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;

გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.“.

10. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

11. 38-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას (მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობას);

ზ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ მოცულობას;

თ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ი) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.“ ;

ბ) მე-4−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ;

ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი;

დ) დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.“.

12. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა

ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს.“.

13. 48-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. (ამოღებულია – 25.11.2011, №5351).

15. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;

გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების და მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების შესახებ);

თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.“.

16. (ამოღებულია – 20.12.2012, №117).

17. 77-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ერთზე მეტ მხარჯავ დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.

4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;

გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.“;

ბ) მე-10 ნაწილის „ბ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.“;

გ) მე-11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ.“;

დ) მე-12 და მე-13 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-10 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

13. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.“.

18. (ამოღებულია – 20.12.2012, №117).

19. (ამოღებულია – 20.12.2012, №117).

20. 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.“.

21. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;

გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.“.

22. მე-100 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ზ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ.“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.“.

23. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 110. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს.“.

24. 112-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1142  მუხლი:

     „მუხლი 1142 . პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტებზე 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები და მე-8 მუხლის პირველი ნაწილი გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით.“.

26. 116-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.“;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

  მუხლი 2 . კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 და მე-5−26-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3, მე-5−მე-14, მე-17, მე-20−22-ე, 24-ე, 25-ე ნაწილები და 26-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილი და 26-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის 23-ე ნაწილი და 26-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

 

საქართველოს პრეზიდენტი                მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 28 ოქტომბერი.

№5172 –II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5 351 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

2. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.