საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031039, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016568
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/10/2011 - 09/09/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 408

2011 წლის 28 ოქტომბერი

. თბილისი

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლ­ე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხ­ლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საერთაშორისო ჰუ­მანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია.

მუხლი 2 . დამტკიცდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართ­ლის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის 1998 წლის 24 აგვისტოს 494 ბრძანებულების ძალადაკარგულად გა­მოც­ხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანე­ბუ­ლ­ების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                . გილაური

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულება

    მუხლი 1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სტატუსი

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კო­მი­სია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის მუდმივ­მოქ­მედი სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საერთაშორისო ჰუ­მან­ი­ტა­რული სამართლის ნორმათა დაცვის ხელშეწყობის, მათი ინტეგ­რა­ცი­ი­სა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში შესაბამისი უწ­ყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

    მუხლი 2. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

ა) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში წი­ნად­ად­ე­ბ­ებისა და რეკომენდაციების მომზადება და საქართველოს მთავრო­ბი­სა­თ­ვის წარდგენა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა ჰუ­­ მანიტარული სამართლის სფეროში მოქმედ კონვენციებთან შეერ­თე­ბის თაობაზე;

გ) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში საქარ­ თვე­ ლოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შიდასახელ­მწი­ფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წი­ ნა­ დადებათა მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა სა­ ქარ­ თველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების განხორ­ცი­ელ­ებ­ის მიზნით;

დ) ჰუმანიტარული სამართლის პროგრამების განხორციელებისა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა წითე­ ლი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით;

ე) წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენცი ს, გაეროს გე­ ნე­ რა­ ლუ­ მდივნ ს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვ­ ნუ­ კომიტეტების საერთაშორისო ყრილობისათვის ინფორმაციის წარდ­გე­ნა საქართველოში ჰუმანიტარული სამართლის სფეროში არსებული მდგო­მარეობის შესახებ .

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინა­და­დ­ებები და რეკომენდაციები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფე­ როში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან ში­დასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველ­ სა­ ყოფ­ ად;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ჰუმა­ ნი­ ტარული სამართლის სფეროში მოქმედ კონვენციებთან საქართველოს შე­ერთების მიზანშეწონილობის თაობაზე ;

გ) განიხილოს შესაბამისი თანამდებობის პირების მოხსენებები ჰუ­ მა­ ნიტარული სამართლის იმპლემენტაციის თაობაზე;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობი­ სა­­ ვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;

ე) შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის ფუნქციების განხორციე­ლ­ე­ბ­ის ხელშეწყობის მიზნით;

ვ) მოამზადოს და დაამტკიცოს კომისიის სამოქმედო გეგმა და ყო­ ველ­ წლიური ანგარიშები.

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება შემდეგი უწყებების წარმომადგენლებისაგან :

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ე) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდი­უ­ლი დახმარების საკითხთა სამინისტრო;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­ და­ ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ზ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ი) საქართველოს კულტურისა და ძე ლთა დაცვის სამინისტრო;

კ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;

ლ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრო;

მ) ეროვნული უშიშროების საბჭო.

2 . კომისიის შემადგენლობაში მოწვეული წევრის სტატუსით შე­დი­ან საერთაშორისო საჯარო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლისა და სის­ ხლის სამართლის სფეროს ექსპერტებ .

3 . კომისიის მუშაობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომი­ ტე­ი­ა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მო­წვეული უნდა იქნენ დამკვირვებლის სტატუსი .

4. კომისიის მუშაობაში კომისიის მოწვევით შეიძლება მონაწი­ლე­ო­ბა მიიღონ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა.

5. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავ­რო­­ბის განკარგულებით.

    მუხლი 5. კომისიის ხელმძღვანელობა და სამდივნო

1. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტ­ რი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის შეხვედრების განრიგ ;

გ) წარმოადგენს კომისია სახელმწიფო და საერთაშორისო ორგა­ნი­­ზაციებთან.

3. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზ­ნ­ით იქმნება კომისიის სამდივნო , რომელიც:

ა) კომისიას უწევს ორგანიზაციულ-ტექნიკურ დახმარება ;

) წარმართავს კომისიის ყოველდღიურ საქმიანობას;

გ) ხელს უწყობს კომისიის მიერ სამოქმედო გეგმისა და ყო­ველ­წლი­ური ანგარიშების მომზადებას;

) აკონტროლებს შესაბამისი უწყებებისა და თანამდებობის პი­რე­ბის მიერ კომისიის რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულებას;

) უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტი­ ლებ­ ებ­­ სა და ანგარიშების დაარქივებას;

ვ) კომისიის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ახ­ორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუს­ტ­ი­­ციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის სხდომა იმართება ექვს თვეში ერთხელ მაინც .

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმ­ რავ­ ლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კო­მი­სიის თავმჯდომარის ხმა.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.