საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5118-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031028, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016444
  • Word
5118-IIს
13/10/2011
ვებგვერდი, 111031028, 31/10/2011
200000000.05.001.016444
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე და 39-ე ნაწილები:

„38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი .

 39.  სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის  მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი შემოსავლის არანაკლებ 70%-ია.“.

2 . მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით;“.

3. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 109 -ე მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს, საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს ლიზინგიდან წარმოშობილ  ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების ხარჯები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

5. 111 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები:

„12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.

13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.“.

6. 112 -ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.“.

7. 114-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 5/1-ზე მეტია.“.

9. 136-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 ნაწილი:

„13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.“.

10. 141-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:

ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;

ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.“.

11. 148-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.“.

12. 202-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 31  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  ნაწილი:

31 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.“.

13. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;“;

გ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს.“.

14. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე ნაწილი:

„35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5118 –II