„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024024, 25/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.016558
  • Word
398
21/10/2011
ვებგვერდი, 111024024, 25/10/2011
300280020.10.003.016558
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №398

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგ­რა­მა „განახ­ლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენ­ერ­გიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპ­რი­ლის №107 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 696) შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და დად­გე­ნილებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყა­როების მშენებ­ლობის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესების შემთხვევაში ან ინტერესთა გამოხატვის შედეგად ამ პროგ­რამით განსაზღვრული პირობების თანახმად ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერა­ტორსა“ (ესკო) და შესაბამის პირს შორის (შემდგომში – მემორანდუმი), გარდა იმ შემთხვე­ვისა, როცა შესაბამისი პირი უარს აცხადებს სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტე­მის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გასაფორმებელი გა­რან­ტი­რებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ასეთ შემთხვე­ვაში მემორანდუმი ფორმდება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის. მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანა­მშრომ­ლობის თაობაზე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                        ნ. გილაური