„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111020004, 21/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016261
  • Word
544
20/10/2011
ვებგვერდი, 111020004, 21/10/2011
190040000.22.033.016261
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 544

2011 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ III, 30.12.09, №159, მუხლი 1980) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან თანხის არამართლზომიერად ჩამოწერის შედეგად წარმოშობილი შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის (შემდგომში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა) დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან;“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

თავი XI

შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები

    მუხლი 23

1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;

ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებაარამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.

3. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

4. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების ან/და სანქციების სახეების მიხედვით.

5. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

6. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის განცხადების ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით.

7. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება საგადასახადო შემოწმების გარეშე, გადასახადის გადამხდელის განცხადების უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

8. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სახელმწიფო ხაზინის მიერ დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

9. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.

10. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარსადგენი განცხადების რეკვიზიტები და განცხადებაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე