დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5120-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111019019, 19/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016431 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:
„ 15. ამ მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია გარიგების შედეგებ ზე, თუ სპეციალურ სავაჭრო კომპანიასა და მის ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის უცხოური საქონლის მიწოდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში განხორციელდა სატარიფო ღირებულებით.“.
2. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 1 მუხლი:
„მუხლი 24 1 . სპეციალური სავაჭრო კომპანია
1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3 . საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი ს მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
ბ) განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
გ) შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ სატარიფო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსგან;
დ) საქმიანობიდან, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით აკრძალული საქმიანობისა, მიიღოს შემოსავალი (მათ შორის, საქართველოში არსებული წყაროდან); ამასთანავე, იგი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტს.
5 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება:
ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით;
გ) მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
დ) ჰქონდეს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობი.
6 . გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის სატარიფო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.
7. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.
4. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის :
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება.“.
5. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.“.
6. 160-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ექსპორტი, რეექსპორტი;“.
7. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
8. 163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 163. ექსპორტი/რეექსპორტი, ექსპორტის/რეექსპორტის თანხა და დრო
ექსპორტის/რეექსპორტის დროს:
ა) ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის სატარიფო ღირებულება;
ბ) საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი ხორციელდება მაშინ, როდესაც ხდება დეკლარირება საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შესახებ.“.
9. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;“;
ა.ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება;“;
ბ) მე-4 ნაწილის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“;
ბ.ბ) „გ 1“ და „გ 2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ 1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ 2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“ ;
ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი :
„ს) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება.“.
10. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების, საქონლის ექსპორტისა და საქონლის რეექსპორტის თანხის ჯამი.“.
11. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
12 . 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;“.
13. 207-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება.“.
14 . 214-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესს, საქართველოს ინტეგრირებულ ტარიფს, თავისუფალი ზონის შექმნის წესს, საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებს შესაბამისი დადგენილებებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
15. 217-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 ნაწილი:
„2 1. საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 5 კალენდარული წელია.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა) , პირის მოთხოვნით, შეიძლება საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.“.
1 6. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებულისა) აღმოჩენის შემთხვევაში რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ჯარიმის დაკისრების გარეშე, თუ არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული სატარიფო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა.“.
1 7. 221 -ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება.“.
1 8. 227 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
1 9. 231-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საწყობშ ი შესაძლებელია ნებისმიერი პირის:
ა) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა;
ბ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია;
გ) კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დასაწყობების ვადა არ არის შეზღუდული.“;
დ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. დაუძლეველი ძალის შედეგად საწყობში დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი ექვემდებარება დეკლარანტის მიერ არჩეული სასაქონლო ოპერაციის იმავე სახით განხორციელებას, როგორითაც ეს ოპერაცია განხორციელდებოდა დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას.
9. საწყობში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. საწყობში შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
20. 232-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 232. თავისუფალი ზონა
თავისუფალი ზონა არის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ნაწილი, სადაც:
ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).“.
21. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 288 1 მუხლი:
„მუხლი 288 1 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა
1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 24 1 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტზე –
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 5 0 პროცენტის ოდენობით.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა −
იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 5 0 პროცენტის ოდენობით.
3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში −
იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 5 0 პროცენტის ოდენობით.“.
22 . 289-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა −
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 2 000 ლარის ოდენობით.“.
23 . 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 290. სანებართვო პირობის შეუსრულებლობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობის დარღვევა –
იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე პირობის დარღვევის ყოველ შემდგომ განმეორებაზე – ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.
24. 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5120 –IIს
დოკუმენტის კომენტარები