სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • Word
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2254
08/05/2003
სსმ, 14, 03/06/2003
240.090.000.05.001.001.272
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, გაუქმების წესებს, ამასთან, განსაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;

ბ) სამედიცინო ხარისხის აუდიტი – სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს;

გ) სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება – ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად;

დ) ფარმაცევტული საქმიანობა – სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

    მუხლი 3. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები

1. სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო (შემდგომში – წამლის სააგენტო).

3. სამინისტროსა და წამლის სააგენტოს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

    მუხლი 4. ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის სახეები

 

1.                

აივ-დიაგნოსტიკა ლაბორატორიული

 

2.                

აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა

(ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

3.                

აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა

(სტაციონარული დახმარება)

4.                

ალერგოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

5.                

ალერგოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

6.                

ალერგოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

7.                

ალერგოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

8.                

ალკოჰოლური თრობის შემოწმება

 

9.                

ანგიოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

10.            

ანგიოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

11.            

ანგიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

12.            

ანგიოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

13.            

ანესთეზიოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

14.            

ანესთეზიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

15.            

ანესთეზიოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

16.            

ანესთეზიოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

17.            

აუდიოლოგია

 

18.            

ახალი დიაგნოსტიკური საშუალებების, სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და პრეპარატების კლინიკური კვლევა

 

 

19.            

ახალი სამედიცინო ხელსაწყოების, აპარატების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტების აპრობაცია

 

 

20.            

ახალი სამედიცინო ხელსაწყოების, აპარატების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტების დანერგვა

 

 

21.            

ახალი სამედიცინო ხელსაწყოების, აპარატების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტების შემუშავება

 

 

22.            

ბავშვების სამედიცინო პატრონაჟი

 

 

23.            

ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები

 

24.            

ბიოლოგიური კონტროლი

 

25.            

ბიოქიმიური გამოკვლევები

 

26.            

ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი

 

27.            

გასტროენტეროლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

28.            

გასტროენტეროლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

29.            

გასტროენტეროლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

30.            

გასტროენტეროლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

31.            

გაჯანსაღების ტრადიციული მეთოდებით პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

 

32.            

გენეტიკური შემოწმება და ექსპერტიზა

 

 

33.            

გერიატრია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

34.            

გერიატრია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

35.            

გვამის პათოლოგანატომიური გაკვეთა

 

36.            

გვამის შემურვა

 

37.            

გინეკოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

38.            

გინეკოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

39.            

გინეკოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

40.            

დეკრეტირებულ პირთა პროფვარგისიანობის შემოწმება და ექსპერტიზა - IV დონე

 

 

41.            

დერმატოლოგია და ვენეროლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

42.            

დერმატოლოგია და ვენეროლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

43.            

დერმატოლოგია და ვენეროლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

44.            

დერმატოლოგია და ვენეროლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

45.            

დერმატოლოგიურ-ვენეროლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა

 

 

46.            

დონორობის ორგანიზება

 

47.            

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა

 

48.            

ენდოკრინოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

49.            

ენდოკრინოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

50.            

ენდოკრინოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

51.            

ენდოკრინოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

52.            

ენდოსკოპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

53.            

ენდოსკოპია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

54.            

ენდოსკოპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

55.            

ენდოსკოპია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

56.            

ენერგოინფორმატიკა

 

 

57.            

ეპიდემიოლოგია

 

 

58.            

ესთეტიკური ქირურგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

59.            

ესთეტიკური ქირურგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

60.            

ექსტრემალურ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება

 

 

61.            

ვირუსოლოგიური გამოკვლევები

 

 

62.            

ზოგადი საექიმო პრაქტიკა, ოჯახის ექიმი

 

 

63.            

თერაპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

64.            

თერაპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

65.            

თერაპია

(მოზრდილთა დღის სტაციონარი)

66.            

თერაპიული კოსმეტოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

67.            

თერაპიული კოსმეტოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

68.            

თერაპიული კოსმეტოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

69.            

თერაპიული კოსმეტოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

70.            

იმუნოლოგიური გამოკვლევები

 

71.            

ინფექციური დაავადებები

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

72.            

ინფექციური დაავადებები

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

73.            

ინფექციური დაავადებები

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

74.            

ინფექციური დაავადებები

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

75.            

კარდიოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

76.            

კარდიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

77.            

კარდიოლოგია/კარდიო-რევმატოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

78.            

კარდიოლოგია/კარდიო-რევმატოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

79.            

კარდიოქირურგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

80.            

კარდიოქირურგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

81.            

კბილის სატექნიკო სამუშაოები (მათ შორის, ჩამოსხმა)

 

 

82.            

კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები

 

83.            

კლინიკური იმუნოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

84.            

კლინიკური იმუნოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

85.            

კლინიკური იმუნოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

86.            

კლინიკური იმუნოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

87.            

კლინიკური ტოქსიკოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

88.            

კლინიკური ტოქსიკოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

89.            

კლინიკური ტოქსიკოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

90.            

კლინიკური ტოქსიკოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

91.            

კლინიკური ტრანსფუზიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

92.            

კლინიკური ტრანსფუზიოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

93.            

კომბუსტიოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

94.            

კომბუსტიოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

95.            

კომბუსტიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

96.            

კომბუსტიოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

97.            

კომპიუტერული ტომოგრაფია

 

98.            

კრიტიკული მედიცინა

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

99.            

კრიტიკული მედიცინა

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

100.        

კრიტიკული მედიცინა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

101.        

კრიტიკული მედიცინა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

102.        

კურორტოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

103.        

კურორტოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

104.        

კურორტოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

105.        

კურორტოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

106.        

ლაზეროთერაპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

107.        

ლაზეროთერაპია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

108.        

ლაზეროთერაპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

109.        

ლაზეროთერაპია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

110.        

ლოგოპედია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

111.        

ლოგოპედია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

112.        

ლოგოპედია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

113.        

ლოგოპედია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

114.        

მანუალური თერაპია

 

115.        

მასაჟი (სამკურნალო, სპორტული, ჰიგიენური და კოსმეტიკური)

 

 

116.        

მეანობა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

117.        

მეანობა და გინეკოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

118.        

მეტაბოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

119.        

მობილური სამედიცინო დახმარება სპეციალიზებულ ტრანსპორტში

 

 

120.        

მოზრდილთა სამედიცინო პატრონაჟი

 

121.        

მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის ორგანიზება და ჩატარება

 

 

122.        

მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმება

 

 

123.        

ნარკოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

124.        

ნარკოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

125.        

ნარკოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

126.        

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემუშავება, შექმნა

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

127.        

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გადამუშავება

სასწავლო, სამეცნიერო- კვლევითი და საექსპერტო- დიაგნოსტიკური საქმიანობა

128.        

ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და მოხმარება

 

 

129.        

ნატუროპათია

 

130.        

ნევროლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

131.        

ნევროლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

132.        

ნევროლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

133.        

ნევროლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

134.        

ნევროლოგია

(მოზრდილთა დღის სტაციონარი)

135.        

ნეიროქირურგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

136.        

ნეიროქირურგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

137.        

ნეონატოლოგია

 

138.        

ნეფროლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

139.        

ნეფროლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

140.        

ნეფროლოგია

(მოზრდილთა ამბულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

141.        

ნეფროლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

142.        

ონკოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

143.        

ონკოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

144.        

ონკოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

145.        

ონკოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

146.        

ორგანოებისა და ქსოვილების აღება

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

147.        

ორგანოებისა და ქსოვილების აღება

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

148.        

ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

149.        

ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

150.        

ორგანოებისა და ქსოვილების შენახვა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

151.        

ორგანოებისა და ქსოვილების შენახვა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

 

152.        

ორთოდონტია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

153.        

ორთოდონტია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

154.        

ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის, სურდოლოგია)

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

155.        

ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის, სურდოლოგია)

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

156.        

ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის, სურდოლოგია)

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

157.        

ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის, სურდოლოგია)

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

158.        

ოფთალმოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

159.        

ოფთალმოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

160.        

ოფთალმოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

161.        

ოფთალმოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

162.        

ოფთალმოლოგია ოფთომეტრიული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

163.        

ოფთალმოლოგია ოფთომეტრიული

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

164.        

ოფთალმოლოგია ოფთომეტრიული

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

165.        

ოფთალმოლოგია ოფთომეტრიული

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

166.        

პათოლოგანატომიური გამოკვლევა და ექსპერტიზა

 

 

167.        

პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა

 

168.        

პედიატრია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

169.        

პედიატრია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

170.        

პედიატრია

(დღის სტაციონარი)

171.        

პროთეზირება ორთოპედიული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

172.        

პროთეზირება ორთოპედიული

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

173.        

პროთეზირება ორთოპედიული

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

174.        

პროთეზირება ორთოპედიული

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

175.        

პროთეზირება ყურის

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

176.        

პროთეზირება ყურის

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

177.        

პროთეზირება ყურის

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

178.        

პროთეზირება ყურის

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

179.        

პროფესიულ დაავადებათა გამოკვლევა და ექსპერტიზა

 

 

 

 

1791.

პროფესიული რეაბილიტაცია

 

180.        

პროფპათოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

181.        

პროფპათოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

182.        

პროქტოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

183.        

პროქტოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

184.        

პროქტოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

185.        

პროქტოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

186.        

პულმონოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

187.        

პულმონოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

188.        

პულმონოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

189.        

პულმონოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

190.        

რადიოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

191.        

რადიოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

192.        

რადიოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

193.        

რადიოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

194.        

რადიოლოგიური დიაგნოსტიკა

 

195.        

რეაბილიტაცია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

196.        

რეაბილიტაცია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

197.        

რეაბილიტაცია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

198.        

რეაბილიტაცია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

199.        

რეგიონში სამედიცინო დახმარება

 

200.        

რევმატოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

201.        

რევმატოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

202.        

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა

 

203.        

რეპროდუქტოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

204.        

რეპროდუქტოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

205.        

რეფლექსოთერაპია (აკუპუნქტურა)

 

206.        

სადეზინფექციო საქმიანობა -  დეზინსექცია

 

207.        

სადეზინფექციო საქმიანობა - დეზინფექცია

 

208.        

სადეზინფექციო საქმიანობა - დერატიზაცია

 

209.        

საექთნო სამედიცინო დახმარება

 

210.        

სამედიცინო გენეტიკა

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

211.        

სამედიცინო გენეტიკა

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

212.        

სამედიცინო გენეტიკა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

213.        

სამედიცინო პარაზიტოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

214.        

სამედიცინო პარაზიტოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

215.        

სამედიცინო პარაზიტოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

216.        

სამედიცინო პარაზიტოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

217.        

სამედიცინო ხარისხის აუდიტი

 

218.        

(ამოღებულია)

 

219.        

სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების საბითუმო რეალიზაცია

 

 

220.        

სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების საცალო რეალიზაცია

 

 

221.        

სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების ტექნიკური მომსახურება (ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, მიმდინარე და სხვა მომსახურება – მონტაჟი, შეკეთება, დემონტაჟი) სახეობების მიხედვით

 

 

222.        

სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების  წარმოება

 

 

223.        

სამკურნალო კვება

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

224.        

სამკურნალო კვება

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

225.        

სამკურნალო კვება

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

226.        

სამკურნალო კვება

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

227.        

სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

228.        

სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

229.        

სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

230.        

სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

231.        

სამხედრო-სამედიცინო და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა

 

 

232.        

სანატორიული მკურნალობა

 

233.        

სანიტარიული განათლება

 

234.        

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა

 

235.        

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

 

236.        

სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

 

237.        

საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება

 

 

238.        

საშუალო  სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა

 

 

239.        

საწარმოო ტრანსფუზიოლოგია

 

240.        

სეროლოგიური გამოკვლევები

 

241.        

სექსოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

242.        

სექსოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

243.        

სპორტსმენების საექიმო კონტროლი

 

244.        

სტომატოლოგია თერაპიული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

245.        

სტომატოლოგია თერაპიული

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

246.        

სტომატოლოგია ორთოპედიული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

247.        

სტომატოლოგია ორთოპედიული

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

248.        

სტომატოლოგია ქირურგიული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

249.        

სტომატოლოგია ქირურგიული

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

250.        

სტომატოლოგია ქირურგიული

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

251.        

სტომატოლოგია ქირურგიული

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

252.        

ტრავმატოლოგია და ორთოპედია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

253.        

ტრავმატოლოგია და ორთოპედია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

254.        

ტრავმატოლოგია და ორთოპედია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

255.        

ტრავმატოლოგია და ორთოპედია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

256.        

ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლება

 

257.        

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

 

258.        

უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლების სამინისტროს მიერ  ლიცენზირებული) დაწესებულების  საბაზო კლინიკური საქმიანობა

 

 

259.        

უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება

 

 

260.        

უროლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

261.        

უროლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

262.        

უროლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

263.        

უროლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

264.        

უწყვეტი სამედიცინო განათლება

 

265.        

ფთიზიატრია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

266.        

ფთიზიატრია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

267.        

ფთიზიატრია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

268.        

ფთიზიატრია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

269.        

ფიზიოთერაპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

270.        

ფიზიოთერაპია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური  დახმარება)

271.        

ფიზიოთერაპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

272.        

ფიზიოთერაპია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

273.        

ფიტოთერაპია

 

274.        

ფსიქიატრია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

275.        

ფსიქიატრია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

276.        

ფსიქიატრია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

277.        

ფსიქიატრია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

278.        

ფსიქიატრიული შემოწმება

 

279.        

ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული თრობის შემოწმება და ექსპერტიზა

 

 

280.        

ფსიქოთერაპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

281.        

ფსიქოთერაპია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

282.        

ფსიქოთერაპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

283.        

ფსიქოთერაპია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

284.        

ფუნქციური დიაგნოსტიკა

 

285.        

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დიაგნოსტიკა

 

286.        

ქირურგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

287.        

ქირურგია

(მოზრდილთა დღის სტაციონარი)

288.        

ქირურგია

(ბავშვთა დღის სტაციონარი)

289.        

ქირურგია გულმკერდის

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

290.        

ქირურგია გულმკერდის

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

291.        

ქირურგია ზოგადი

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

292.        

ქირურგია ზოგადი

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

293.        

ქირურგია ზოგადი

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

294.        

ქირურგია პლასტიკური და რეკონსტრუქციული

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

295.        

ქირურგია პლასტიკური და რეკონსტრუქციული

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

296.        

ქირურგია პლასტიკური და რეკონსტრუქციული

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

297.        

ქირურგია სისხლძარღვთა

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

298.        

ქირურგია სისხლძარღვთა

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

299.        

ქირურგია ჩირქოვანი

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

300.        

ქირურგია ჩირქოვანი

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

301.        

შრომათერაპია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

302.        

შრომათერაპია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

303.        

ცალკეული პროფესიებით საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა - I დონე

 

 

304.        

ცალკეული პროფესიებით საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა - II დონე

 

 

305.        

ცალკეული პროფესიებით საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა - III დონე

 

 

306.        

ციტოგენეტიკური გამოკვლევები

 

307.        

ციტოლოგიური დიაგნოსტიკა

 

308.        

ჰემატოლოგია

(მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

309.        

ჰემატოლოგია

(ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება)

310.        

ჰემატოლოგია

(მოზრდილთა სტაციონარული დახმარება)

311.        

ჰემატოლოგია

(ბავშვთა სტაციონარული დახმარება)

312.        

ჰომეოპათია

 

 

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის კანონი494-IIს - სსმ I, №31, 27.10.2004 ., მუხ.143

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1436-რს - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.164

    მუხლი 5. ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეები

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 187 მუხლში აღნიშნული გამონაკლისის გარდა, ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეებია:

ა) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების) მომზადება  და რეალიზაცია (I ჯგუფის აფთიაქი);

ბ)  სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია     (II ჯგუფის აფთიაქი);

გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) რეალიზაცია (II ჯგუფის აფთიაქი);

დ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებებისა) რეალიზაცია (III ჯგუფის აფთიაქი);

ე) ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების საცალო რეალიზაცია (აფთიაქის ფილიალი);

ვ) სამკურნალო საშუალებების მომზადება და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა, საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი);

ზ) სამკურნალო საშუალებების სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა, საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი);

თ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);

ი) ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);

კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);

ლ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) წარმოება; წარმოებული სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ექსპორტი და რეალიზაცია; სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება);

მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოება, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; წარმოებული პრეპარატების ექსპორტი და რეალიზაცია; პრეპარატების იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება);

ნ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი (ლაბორატორია).

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1587-I - სსმ I, №29, 21.06.2005 ., მუხ.184

    მუხლი 6. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად წამლის სააგენტოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად:

ა.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი);

ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების პასპორტი;

ა.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი;

ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად:

ბ.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი);

ბ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი;

ბ.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი;

ბ.დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის შემთხვევაში ფარმაცევტის (ფარმაცევტების) დანიშვნის ბრძანება, ცნობები მისი (მათი) ნასამართლობისა და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

გ) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.

2. სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და რეალიზაციის ლიცენზიის მისაღებად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების უფლებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო სტანდარტები, ნორმები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამედიცინო სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი2531- - სსმ I, №22, 08.08.2003 ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

    მუხლი 7. ლიცენზიის გაცემის პროცედურა

1. სამინისტრო სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის, ხოლო წამლის სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით.

2. სამინისტრო ან წამლის სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს ადგილზე.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

    მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

1. სამინისტრო სამედიცინო საქმიანობაზე, ხოლო წამლის სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან და შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორეს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების ადგილზე შემოწმებისას დგება ოქმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამედიცინო საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ წამლის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

3. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს ან წამლის სააგენტოს უარი შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თუ ლიცენზიის გასაცემად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შესაბამისად სამინისტრო ან წამლის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ, ამასთან ლიცენზიის გაცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

    მუხლი 9. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება ხდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა.

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2254-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი2531- - სსმ I, №22, 08.08.2003 ., მუხ.163

2. საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის კანონი494-II - სსმ I, №31, 27.10.2004 ., მუხ.143

3. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი1436- - სსმ I, №25, 02.06.2005 ., მუხ.164

4. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1582-I - სსმ I, №31, 27.06.2005 ., მუხ.195

5. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი1587-I - სსმ I, №29, 21.06.2005 ., მუხ.184

6. ძალადაკარგულია - საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი6000- - სსმ I, №9, 04.04.2008 ., მუხ.75 (ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან).

 

 

 

 

 


დანართი

ინფორმაცია

ლიცენზირებადი სამედიცინო (ფარმაცევტული) საქმიანობის შემსრულებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ

 

ლიცენზიის მაძიებელი _____________________________________________

 

ლიცენზირებადი სამედიცინო (ფარმაცევტული) საქმიანობა___________________________________

 

გვარი, სახელი, მამის სახელი

სპეციალობა

სპეციალობით მუშაობის სტაჟი

უმაღლესი (საშუალო) სასწავლებლის დიპლომის №, ფაკულტეტი

სპეციალიზაციის და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთის №, გაცემის წელი, სპეციალობა

სერტიფიკატის №, გაცემის წელი, მოქმედების ვადა, სპეციალობა

სამეცნიერო  ხარისხი, დიპლომის №, გაცემის წელი

სამეცნიერო წოდება, დიპლომის №, გაცემის წელი

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4