დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2251 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 02/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.200.000.05.001.001.271 |
საქართველოს კანონი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის გაცემა
1. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი და რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
3. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე, აგრეთვე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს:
ა) პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატი;
ბ) ინფორმაცია პროდუქციის ნომენკლატურის, რაოდენობის, ერთეულის ფასის, თანხის, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის (გარდა ამ კანონის 187 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), მომწოდებლის ან/და მიმღების დასახელებისა და მისამართის, მწარმოებლისა და მწარმოებელი ქვეყნის, საიდენტიფიკაციო კოდისა და ტვირთის გამტარებელი საბაჟოს დასახელების შესახებ;
გ) მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისი სპეციფიკაციის ამსახველი დანართით;
დ) შესაბამისი საქმიანობის წარმოების ლიცენზია.
4. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე, აგრეთვე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე, აგრეთვე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის მოქმედების შეჩერებისა და განახლების, ასევე ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად.
6. ამ კანონით განსაზღვრული ნებართვები გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.
7. იმპორტისა და ექსპორტის ნებართვების ფორმას საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
8. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტირებისას ექსპორტიორი ვალდებულია, ექსპორტიორისა და საექსპორტო პროდუქციის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.
2. 181-185 მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. 186 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 186. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის გაუქმება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროდუქციას შეუჩერდა ან გაუუქმდა სახელმწიფო რეგისტრაცია.
2. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნებართვის მფლობელს და შესაბამის საბაჟო სამსახურს.“.
4. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2251-IIს
დოკუმენტის კომენტარები