„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111017016, 17/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016012
  • Word
9
17/10/2011
ვებგვერდი, 111017016, 17/10/2011
320110000.17.010.016012
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2011 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებით დამტკიცებულ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტშ” (სსმ III, 23.03.2006 წ., 39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შეტყობინება – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია; შეტყობინების ფორმებია:

ფ.ა) წერილობითი, მათ შორის, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული აბონენტის ელექტრონულ ფოსტაზე ან სატელეფონო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი შეტყობინება;

.) ზეპირი  სატელეფონო ხმოვანი შეტყობინება, რომლის გადაცემა მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ისე, რომ შეტყობინება აისახოს საანგარიშო პერიოდში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების დეტალურ ანგარიშში, შემომავალი ზარისა და შეტყობინების გადაცემის  ხანგრძლივობის მითითებით.

.გ) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებისას, მიმღები მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, თუ შეტყობინება საჭიროებს მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის მიღების ფაქტის დადასტურებას;

ფ.დ) შეტყობინება გადაცემული ნებისმიერ სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ შეტყობინება საჭიროებს მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის მიღების ფაქტის დადასტურებას;

.) მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მომსახურების მიმწოდებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე  განთავსებული შეტყობინება;

.) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული შეტყობინება;“

ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ფ1“ქვეპუნქტი:

„ფ1) ინდივიდუალური შეტყობინება – მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ.ა“, „ფ.ბ“, „ფ.გ“ და „ფ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გადაცემული შეტყობინება;“.

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:

„6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.”.

) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

„7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“.

ე) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთსა და იმავე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში (სააბონენტო ნომრის პორტირების უფლება);“.

ვ) მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, აბონენტისათვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს ამავე მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ნებსმიერი სატარიფო პაკეტი;“.

ზ) მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა;“.

თ) 105 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმის ინდივიდუალური შეტყობინებით  მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას მომსახურების დაწყებამდე;

ი) 109 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. მომსახურების მიმწოდებელი, მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე  1 თვით ადრე, ხოლო მომხარებლისთვის მიწოდებული მომსახურების პაკეტის შეცვლის, ან პაკეტში ცვლილების შემთხვევაში, ახალი პაკეტით მომსახურების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე.“.

კ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. შეტყობინება მომსახურების შეზღუდვის შესახებ

მომსახურების შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა)  მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და  მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე;

ბ) სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის  ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის,  აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების  თაობაზე;“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                      . ჩიქოვანი

                                                           . კვიტაიშვილი

                                                           . სიხარულიძე

                                                           . მოსეშვილი