„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012022, 13/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016544
  • Word
384
08/10/2011
ვებგვერდი, 111012022, 13/10/2011
330130000.10.003.016544
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 384

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბა­მისად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართ­ვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარ­ტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება:

1. 65‑ე მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ხოლო ქ. თბილისშიქ. თბილისის მთავრობა, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებარ­თ­ვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესით.“.

2. 66‑ე მუხლის მე‑9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. 65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგი­ლობ­რივი თვით­­მმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში ქ. თბილისის მთავ­რო­ბის გადაწყვეტილების სა­ფუძ­ველზე შესაძ­ლებელია განისაზღვროს ამ მუხ­ლით გათვალისწი­ნებული პროცედურების განხორციელებისათვის წარ­სა­დ­­გენი დოკუმენ­ტაცია.“.

3. 70‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

 „კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

4. 74‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვე­პუნქტი:

 „კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

5. 78‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვე­პუნქტი:

„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

6. 82‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვე­პუნქტი:

 „თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                        . გილაური