ფინანსური შეთანხმება - საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

  • Word
ფინანსური შეთანხმება - საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 20/02/2009
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000719
  • Word
08/11/2008
გაურკვეველი, -, 20/02/2009
480610000.03.030.000719
ფინანსური შეთანხმება - საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ფინანსური შეთანხმება

სპეციალური პირობები

ევროპის თანამეგობრობა, შემდეგში მოხსენიებული როგორც თანამეგობრობა, წარმოდგენილი ევროპის თანამეგობრობათა კომისიით, შემდეგში კომისია, ერთი მხრივ, და საქართველო, შემდეგში მოხსენიებული როგორც ბენეფიციარი, მეორე მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ოპერაციის ხასიათი და მიზანი

1.1. თანამეგობრობა მონაწილეობას მიიღებს შემდეგი პროგრამის დაფინანსებაში:

საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

შემდეგში მოხსენიებული როგორც პროგრამა, რომელიც აღწერილია II დანართში მოცემულ „ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში“.

1.2. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება „ფინანსური შეთანხმების“ და მისი დანართების: „ზოგადი პირობები“ (დანართი 1) და „ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები“ (დანართი II) თანახმად.

    მუხლი 2. თანამეგობრობის მონაწილეობა დაფინანსებაში

2.1. პროგრამის სავარაუდო საერთო ღირებულებაა 16 მილიონი ევრო.

მისი შემადგენელი კომპონენტებია:

2.1.1. ბიუჯეტის დახმარება . . . . . . . . . . 15 მლნ ევრო

2.1.2. ტექნიკური დახმარება . . . . . . . . . . .1 მლნ ევრო.

2.2. თანამეგობრობა უზრუნველყოფს დაფინანსებას მაქსიმუმ 16 მლნ ევროს ოდენობით. თანამეგობრობის ფინანსური მონაწილეობის კლასიფიცირება ბიუჯეტის მუხლებად მოცემულია „ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში“ შეტანილ ბიუჯეტში, დანართი II.

    მუხლი 3. ბენეფიციარის მონაწილეობა

3.1. ბენეფიციარი პროგრამისთვის უზრუნველყოფს ნულ ევროს.

3.2. იქ, სადაც ბენეფიციარის არაფინანსური მონაწილეობაა გათვალისწინებული, შესაბამისი ღონისძიებები დეტალურად უნდა იყოს ფორმულირებული II დანართში მოცემულ „ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში“.

    მუხლი 4. შეთანხმების შესრულების პერიოდი

„ფინანსური შეთანხმების“ შესრულების პერიოდი, „ზოგადი პირობების“ მე-4 მუხლის თანახმად, ფინანსური შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე იწყება და ამ თარიღიდან 60 თვის შემდეგ მთავრდება. აღნიშნული პერიოდი შედგება 36-თვიანი ოპერაციული განხორციელების ფაზისა და 24-თვიანი დამასრულებელი ფაზისგან.

    მუხლი 5. მისამართები

ფინანსურ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორესპონდენცია წერილობით უნდა შესრულდეს, გარკვევით მიუთითებდეს პროგრამასთან კავშირს და გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:

ა) კომისიისთვის გაგზავნის შემთხვევაში: ბ-ნი მარკუს კორნარო, ევროპის თანამეგობრობათა კკომისიის ევროპის დახმარების და თანამშრომლობის ოფისის დირექტორი. Rue de la Loi 200, B-1049 Brussels, Belgium; Fax: +32 295 00 37

ბ) ბენეფიციარისთვის გაგზავნის შემთხვევაში: ბ-ნი გიორგი ბარამიძე, ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო კოორდინატორი, საქართველოს მთავრობა, ინგოროყვას ქუჩა №7, თბილისი 0134, საქართველო.

    მუხლი 6. დანართები

6.1. ამ შეთანხმებას უნდა დაერთოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები, რომლებიც მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს:

დანართი I: ზოგადი პირობები;

დანართი II: ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები.

6.2. დანართების პირობების და ფინანსური შეთანხმების სპეციალური პირობების დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება სპეციალური პირობების დებულებებს. დანართების I და II დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დანართი I-ის დებულებებს.

    მუხლი 7. ბიუჯეტის დახმარების ოპერაციასთან დაკავშირებული პირობები

7.1. ბიუჯეტის დახმარების ოპერაციის ბუნებიდან გამომდინარე, წინამდებარე „სპეციალური პირობების“ 2.1.1. მუხლში განსაზღვრულ თანხასთან მიმართებაში (ბიუჯეტის დახმარება) არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი პირობების ქვემოთ მოცემული დებულებები: 2 და 4.2 მუხლების პირველი წინადადებები, მუხლები 5,6,7,8,9,11,12.2 და 13.2.

7.2. წინამდებარე „სპეციალური პირობების“ 2.1.1. მუხლში განსაზღვრულ თანხასთან მიმართებაში (ბიუჯეტის დახმარება) უნდა შეიცვალოს ზოგადი პირობების ქვემოთ მოცემული დებულებები:

7.2.1. მუხლი 3.1: პროექტის/პროგრამას ახორციელებს კომისია. ეს მოიცავს გადახდის პირობებთან შესაბამისობის დადასტურებას და გადასახდელი თანხის თითოეული ნაწილის გადახდას წინამდებარე „ფინანსური შეთანხმების“ შესაბამისად.

7.2.2. მუხლი 10: ბენეფიციარის მთავრობა კისრულობს, რომ ქვეყნის სავალუტო კურსის მარეგულირებელ წესებს არ გამოიყენებს დისკრიმინაციულად წინამდებარე ფინანსური შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა გადახდის მიმართ. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ტრანსფერები იმდღევანდელი თარიღით დაფიქსირდება, როდესაც ოფიციალური შეტყობინება მოვა კრედიტის ჩარიცხვის თაობაზე ცენტრალური ბანკის ანგარიშზე, რომელიც ამ მიზნით გაიხსნება. ვალუტის კურსი ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გაცვლის კურსის იმ საშუალო სიდიდის ტოლი იქნება, რომელიც კრედიტის ჩარიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების დღეს დაფიქსირდა.

7.3. წინამდებარე „სპეციალური პირობების“ 2.1.1. მუხლში განსაზღვრულ თანხასთან მიმართებაში (ბიუჯეტის დახმარება) „ზოგადი პირობების“ 4.1. მუხლი უნდა შეივსოს შემდეგით: ბენეფიციარის მიერ „ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების“ (დანართი II) თანახმად წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა თანხის გადახდის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს თანამეგობრობის დაფინანსების პირობებს იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი ამგვარ მოთხოვნებს ოპერაციის განხორციელების ფაზის განმავლობაში წარმოადგენს.

7.4. „სპეციალური პირობების“ 14.3. მუხლი mutatis mutandi უნდა გამოიყენებოდეს ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის აქტიური ან პასიური კორუფციის მიმართ.

    მუხლი 8. ფინანსური შეთანხმების ძალაში შესვლა

ფინანსური შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღეს.

შეთანხმება შესრულებულია ორი დედნის სახით ინგლისურ ენაზე, რომელთაგან ერთი გადაეცემა კომისიას, მეორე - ბენეფიციარს.

კომისიის სახელით - ბ-ნი მარკუს კორნარო ევროპის თანამეგობრობათა კომისიის ევროპის დახმარების და თანამშრომლობის ოფისის დირექტორი.

თარიღი /ხელმოწერა/ 8.11.2008

ბენეფიციარის სახელით - ბ-ნი გიორგი ბარამიძე, ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს მთავრობა.

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

№... ფინანსური შეთანხმების დანართი

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

ბენეფიციარი ქვეყანა

საქართველო

ბიუჯეტის სათაური

ENPI/2007/19630

სახელწოდება

საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

მთლიანი ღირებულება

16 მილიონი ევრო

დახმარების მეთოდი მენეჯმენტის მეთოდი

ზოგადი ან სექტორზე გათვლილი საბიუჯეტო დახმარება ცენტრალიზებული მენეჯმენტი

DAC-ის (განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი) კოდი

15130

სექტორი

სამართლებრივი და იურიდიული განვითარება

1. შესავალი

1.1. მიზნები

საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ზოგადი მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება. ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობაში ცენტრალური ადგილი უკავია და საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ თავისი მოქალაქეებისთვის ჩამოაყალიბებს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების დასანერგად, რომლებიც მოცემულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში (ENP AP) და მის საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიაში, პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მოიცავს მრავალ სხვადასხვა სუბიექტს მთავრობასა და საზოგადოებაში. ამ სექტორის პოლიტიკის ხელშეწყობის პროგრამის სხვადასხვა ელემენტის წარმატებული განხორციელება გააუმჯობესებს ამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე, თავისი ღია და ერთობლივი ხასიათიდან გამომდინარე, წვლილს შეიტანს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.

პროგრამის კონკრეტული მიზანია საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 2005 წელს მიიღო და პრეზიდენტმა 2005 წელს დაამტკიცა. სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი იქნა 2007 წლის იანვარში სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მიერ,რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ საბოლოოდ სამოქმედო გეგმაც და სახელმწიფო კომისიაც გაუქმდა. პროგრამა, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ ხელახლა ჩამოყალიბდეს კოორდინაციის მექანიზმი სექტორის რეფორმისთვის, მაგრამ ამჯერად უნდა მოიცავდეს სამოქალაქო საზოგადოებასაც და დონორებსაც; რომ დაიხვეწოს და გაფორმდეს სტრატეგია, რათა მან მოიცვას ის სფეროები, რომლებიც ადრე არ იყო წარმოდგენილი ან განსაკუთრებით აქცენტირებული (კერძოდ, არასრულწლოვანთა სამართლის, პრობაციისა და დაპატიმრების ალტერნატიული ზომების ცალკე თავად ჩამოყალიბება,სისხლის სამართლის სექტორის რეფორმა, რომელიც გამიზნულია ციხეების გადავსებულობის შემცირებისა და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ); რომ განისაზღვროს თანამიმდევრული, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა სტრატეგიის საშუალო ვადაში განსახორციელებლად; და რომ გაძლიერდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის განხორციელების და რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის სისტემები. მეორე, პროგრამა ესწრაფვის, რომ შემოღებულ იქნეს შეცვლილი მიდგომა დანაშაულისა და დამნაშავეთა მიმართ საზოგადოებაში, რათა მოხდეს გადასვლა პატიმართა დასჯასა და გარიყვაზე ორიენტირებული სისტემიდან იმ სისტემაზე, რომელიც ეძიებს დანაშაულის მიზეზებს და ისწრაფვის დამნაშავეების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისაკენ, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო წევრებისა. განსაკუთრებით აქცენტირებულია არასრულწლოვანთა დანაშაული, რაც უკავშირდება რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სიღარიბისა და საზოგადოებისგან გარიყვის საკითხებში ევროკომისიის სხვა დახმარებას საქართველოს მთავრობისადმი, რათა გაერთიანდეს ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უფრო რეაბილიტაციისა და საზოგადოების შიგნით დასჯისაკენ, ვიდრე დაპატიმრებისაკენ, ასევე სადამსჯელო ადგილების და იქაური მდგომარეობის და მენეჯმენტის გაუმჯობესებისაკენ, რომ ხელი შეეწყოს რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას. ამასთანავე, პროგრამა გამიზნულია, რომ ეს რეფორმები გავრცელდეს არა მარტო არასრულწლოვნებზე, არამედ, ზოგადად დამნაშავეებთან მოპყრობაზე. იმავდროულად გაძლიერდეს სისტემები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებები და ყველასთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს იდეა.

1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

სისხლის სამართლის სფეროს ფართო ხასიათის და მთავრობის დღის წესრიგის გათვალისწინებით, პროგრამა აქცენტირებულია რამდენიმე ძირითადი შედეგის მიღწევაზე. მათი შერჩევა ემყარება ბოლო დროს მთავრობისა და ევროკომისიის ტექნიკური დახმარების შეფასებებს და ეფუძნება გარკვეულ სფეროებში რეფორმის დაუყოვნებლივ საჭიროებას, ბოლოდროინდელ დამატებით ღონისძიებებს და ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი შედეგებია:

● გამჭვირვალე და ინკლუზიური ორგანოს ჩამოყალიბება სექტორის რეფორმის კოორდინაციისა და მართვისათვის, რომლის წევრებიც იქნებიან მთავრობა, დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები;

● რეფორმების გაფართოებული ყოვლისმომცველი საშუალოვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, როგორც 2007 წლის იანვარში იყო წარმოდგენილი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გაუმჯობესებული მონიტორინგის შესაძლებლობას და მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს რეფორმების სტატუსისა და გავლენის შესაფასებლად;

● არასრულწლოვანთა სამართლის ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იუნისეფ-ის რეკომენდაციებს და რომელიც გამიზნულია, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულზე რეაგირება მოხდეს უპირატესად სოციალური პროგრამების მეშვეობით, არასაპატიმრო და გამოსასწორებელი სადამსჯელო რეჟიმებით და რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის აქცენტირებით;

● პატიმართა რაოდენობის შემცირება (ან ციხის ბინადართა რაოდენობის ზრდის შემცირება მაინც) ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც შედეგი იმისა, რომ ხდება არასაპატიმრო განაჩენების გამოყენება, საზოგადოებრივი სამუშაოების, პრობაციისა და ვადამდე გათავისუფლების მეშვეობით, ასევე იმ პოლიტიკაზე გადასვლით, როდესაც აქცენტირებულია დანაშაულის მიზეზები (სიღარიბე, საზოგადოებისგან გარიყულობა, განათლებისა და მუშაობის შესაძლებლობის ნაკლებობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ასე შემდეგ);

● პატიმრობის პირობების გაუმჯობესება ევროპის წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, მოპყრობის, ცხოვრების სტანდარტების (კვება, ადგილი, ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა და სხვ.) და რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისათვის პროგრამების (უნარების განვითარება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და სხვ.) კუთხით;

● სამართლის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის (იურიდიული დახმარების სამსახურის) პასუხისმგებლობების, მოქმედების სფეროების და როლის გაძლიერების მეშვეობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ყველასთვის ადეკვატური წარმომადგენელი; და

● ადამიანის და სამოქალაქო უფლებების უფრო ძლიერი დაცვა სახალხო დამცველის ოფისის როლის გაძლიერებით, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს მონიტორინგი კერძო, ჯგუფურ და საზოგადოებრივ უფლებებზე სამართლებრივი სისტემის გავლენაზე, ასევე სისხლის სამართლის და სხვა შემოღებული რეფორმების გავლენაზე, აგრეთვე 2007 წლის ივნისში შეთანხმებული წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის დაუყოვნებლივ განხორციელების ჩათვლით.

ამ რეფორმების ხელშეწყობის პროგრამას აქვს მუდმივი დიალოგის და ძირითადი რეფორმების პრიორიტეტების დადგენის ფორმა ტრანშის გამოყოფის პირობების შესრულების მონიტორინგის და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი სპეციალისტების გამოცდილების უზრუნველყოფის გზით (ამ პროგრამით და ევროკომისიის და სხვა დონორების სხვა ინსტრუმენტების დამატებით ჩართვით). პროგრამის მთავარი არსია ისტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება გაუმჯობესებული სისტემების და პროცედურების მეშვეობით და ადამიანური უნარების და ბიუჯეტის სრულყოფა, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების მეშვეობით, რომლებიც მოღვაწეობენ ამ სექტორში, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ციხეებსა და პრობაციის სამსახურზე, და სახალხო დამცველის ოფისი. კოორდინაცია სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმებისა, რომლებიც შემოღებულია ამ და სხვა ორგანიზაციების მიერ და მათში, და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დონორების მონაწილეობით, თავისთავად იქნება პროგრამის ძირითადი შედეგი და შემოღებული მენეჯმენტის და ზედამხედველობის მექანიზმები.

2. განხორციელება

2.1. ბიუჯეტი და გრაფიკი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 16 მილიონ ევროს, რომელთაგან 15 მილიონი ევრო არის საბიუჯეტო დახმარება და 1 მილიონი ევრო - ტექნიკური დახმარება, რომელიც იმართება ევროკომისიის მიერ.

15-მილიონევროიანი საბიუჯეტო დახმარების კომპონენტი გადმოირიცხება სამ 5-მილიონევროიან ტრანშად, 2009 წლის იანვარში, 2009 წლის ნოემბერში და 2010 წლის ნოემბერში. საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩარიცხვა მოხდება II დანართის მატრიცაში მითითებული ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების შემთხვევაში. ამ პირობების შესრულება შეფასდება ინდიკატორებით შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც მითითებულია მატრიცაში. თანხის გადმორიცხვის კალენდარი და გამოსაყოფი თანხების გაანგარიშების მეთოდი მოცემულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.

ტექნიკური დახმარების კომპონენტის მართვა მოხდება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროებებიდან გამომდინარე. მოსალოდნელია, რომ იგი გამოყენებული იქნება პროგრამის მენეჯმენტისათვის, გარე ინსპექტირების მისიებისათვის და ბენეფიციარი სპეციალიზებული ექსპერტიზის საჭიროების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, რათა დახმარება გაუწიონ პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებულ რეფორმებს. ტექნიკური დახმარების ზუსტი სახე შეთანხმებული იქნება მთავრობასთან.

2.2. საბიუჯეტო დახმარების მოდალობა

საბიუჯეტო დახმარება პირდაპირი და არამიზნობრივია. თანხები მიმართული იქნება პირდაპირ საქართველოს მთავრობის ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ერთიან ანგარიშზე საქრთველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. გამოყოფის შემდეგი თანხები გამოყენებული იქნება, როგორც სხვა ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები, და მათი მართვა მოხდება მთავრობის მიერ, საქართველოს კანონებისა და წესების შესაბამისად.

უცხოური ვალუტის თანხები ჩაირიცხება ამ მიზნით გახსნილ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე, ჩარიცხვის თაობაზე შეტყობინების ვალუტირების თარიღის შესაბამისად, და ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში დაუყოვნებლივ ჩაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე. გაცვლითი კურსი იქნება ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის საშუალო კურსი ჩარიცხვის დღისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ევროკომისიას მიაწვდის აღნიშნული ანგარიშის შესახებ ინფორმაციას თითოეული გადმორიცხვის წინ.

პირველი ტრანში ფიქსირებულია და შეადგენს 5 მილიონ ევროს, რომელიც გადმოირიცხება ფინანსური შეთანხმების ხელმოწერის (სავარაუდოდ 2008 წლის დეკემბერში) შემდეგ და ექვემდებარება მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის პოლიტიკის ზოგადი პირობებისა და სპეციალური პირობების შესრულებას, რომლებიც შეეხება სექტორის რეფორმის პროგრამის მენეჯმენტის შესაბამის სისტემას. მეორე და მესამე ტრანშებს, თითოეულს 5 მილიონ ევრომდე (გამოიყოფა სავარაუდოდ 2009 და 2010 წლების მეოთხე კვარტალში), ექნება ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტები, რომელთაგან პირველი შეეხება რეფორმის ეფექტიან მენეჯმენტს, მეორე კი სექტორის რეფორმის კონკრეტულ სფეროებში შესრულებას. ორივე შემთხვევაში პროგრამის ზოგადი პირობების თანამიმდევრული შესრულება უპირველესი მოთხოვნაა ნებისმიერი თანხის გადმორიცხვის შეფასებისათვის და სპეციალური პირობების სრული შესრულება, რომლებიც შეეხება ფიქსირებულ კომპონენტს, წინაპირობაა ცვლადი კომპონენტის გადმორიცხვის განხილვისათვის. ფიქსირებული კომპონენტით გათვალისწინებული თანხა ფიქსირებულია და ექვემდებარება მხოლოდ აუცილებელი პირობების სრულ შესრულებას, ცვლადი კომპონენტით გათვალისწინებული თანხა კი განსხვავებული იქნება ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებებით დადგენილ დროს შესრულების ხარისხის შეფასებიდან გამომდინარე. შესრულების ნაკლებობის გამო დაკავებული თანხები პროგრამისთვის დაიკარგება და ევროკომისია იტოვებს უფლებას, გადაწყვიტოს, გამოუყოს თუ არა ასეთი გადმოურიცხავი თანხები საქართველოს მთავრობის სხვა ინსტიტუტებს ნაციონალური ინდიკატური პროგრამით (NIP) გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.

2.3. შესრულების მონიტორინგი და თანხის გადმორიცხვის კრიტერიუმები

2.3.1. პროგრამის კონტროლი

პროგრამის კონტროლი ეკისრება მმართველ ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და რომლის წევრები არიან ძირითადი სამინისტორების და ორგანიზაციების წევრები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროგრამის განხორციელებაში, და ევროკომისიის წარმომადგენლები.

მმართველი ჯგუფის წევრები არიან:

● იუსტიციის მინისტრი (თავმჯდომარე);

● ფინანსთა მინისტრი;

● სახალხო დამცველი/ომბუდსმენი;

● სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი;

● პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელი;

● იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი;

● საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

● საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

იუსტიციის სამინისტროს ევალება მმართველი ჯგუფის სხდომების ორგანიზება და მოწვევა. წევრებს ეცნობებათ წერილობითი მოწვევით, რომელშიც მოცემული იქნება დღის წესრიგის პროექტი და წინა სხდომის ოქმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მმართველი ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამჟამად განხილვის პროცეში მყოფი ინსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად.

საჭიროების შემთხვევაში, მმართველმა ჯგუფმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, დამკვირვებლებად ან ექსპერტებად მოიწვიონ რეფორმასთან დაკავშირებული სხვა სამინისტროების ან ორგანიზაციების წევრები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში სამართლებრივი რეფორმებისთვის ევროკომისიის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლები, ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან სხვა შესაბამისი დაინტერესებული პირები.

მმართველი ჯგუფი შეიკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც, რომ შეაფასოს პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა. მმართველი ჯგუფი თავის პირველ სხდომაზე ჩამოაყალიბებს მუშაობის რეჟიმს და მანდატს, ასევე პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობის მონიტორინგის სათანადო მექანიზმს. მმართველი ჯგუფი განსაზღვრავს შესაძლო შეზღუდვებს ტრანშის გამოყოფის პირობების შესრულებაში და გადაწყვეტს მათ დროულად, ინსპექტირებამდე. გარე ფაქტორების ან გარემოებათა ცვლილებების გამო მმართველმა ჯგუფმა შეიძლება ევროკომისიას განსახილველად შესთავაზოს ცვლილებები პროგრამის განხორციელებაში.

პროგრამის ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად ჯგუფი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს თავისი შემდეგი ვალდებულებები:

1. ჩართოს ევროკომისია მთავრობისა და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციურ ღონისძიებებში თავისი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) შემუშავებისა და განხორციელებისათვის და მასთან დაკავშირებული საშუალოვადიანი ხარჯების სტრუქტურის (MTEF) განვითარებისათვის;

2. ჩართოს ევროკომისია მთავრობისა და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციურ ღონისძიებებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისათვის;

3. უზრუნველყოს, რომ მთავრობის მიერ იმ სამინისტროების და ორგანიზაციების, რომლებსაც ეხება ხელშეწყობის პროგრამა, სტრუქტურის და/ან წესდების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ ეცნობოს ევროკომისიას; და

4. უზრუნველყოს, რომ ფინანსთა სამინისტრომ და ყველა სამინისტრომ და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება ხელშეწყობა, თავისი ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტი, კერძოდ, 2009, 2010 და 2011 ფისკალური წლებისთვის, ხელმისაწვდომი გახადონ ევროკომისიისთვის ბიუჯეტის კანონის მიღებამდე.

ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ევროკომისიისთვის (ევროკომისიის წარმომადგენლობა და სისხლის სამართლის რეფორმისთვის ევროკომისიის ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელშიც შედიან მოკლევადიანი სპეციალისტთა მისიები და ინსპექციები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:

ა. საბანკო ამონაწერები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1. პუნქტით გათვალისწინებულ ჩარიცხვასთან;

ბ. პროგრამასთან დაკავშირებულ სექტორებში ხარჯების (ხაზინა) შესახებ ანგარიშები;

გ. ზოგადი ბიუჯეტისა და ჩართული ორგანოების (იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) ბიუჯეტების შესრულების შესახებ ანგარიშები;

დ. კანონები, მთავრობის დადგენილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები, პროექტი და საბოლოო ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან;

ე. ანგარიშები და შეთანხმებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მის უწყებებთან, ევროპის საბჭოსთან და მის უწყებებთან; და

ვ. მთავრობის და სხვა დონორების საპროგრამო დოკუმენტები და ანგარიშები, პროექტი და საბოლოო ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან.

2.3.2. რეფორმების კოორდინაცია და ანგარიშგება

რეფორმის პროცესების კოორდინაცია მოითხოვს უწყებათაშორისი ორგანოს ხელახლა ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დონორებს (შემდგომ მოხსენიებულია, როგორც ICJSMC). ის პროგრამის განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრულია, როგორც რეფორმის წინაპირობა. ამ ორგანოს ჩამოყალიბება და ეფექტიანი მუშაობა არის ტრანშების ფიქსირებული კომპონენტების გამოყოფის მთავარი ელემენტი და, აქედან გამომდინარე, წინასწარი მოთხოვნა ცვლადი კომპონენტით გათვალისწინებული თანხების გამოყოფის განხილვისათვის.

ასევე განისაზღვრა, რომ ნაკლოვანებებია რეფორმებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაში, ანალიზსა და წარმოდგენაში, კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მიდგომის გავლენის სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებთან მიმართებით. პროგრამის მიზანია ასევე სტრატეგიის გაუმჯობესება და სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ შეფასდეს შესრულება, რომელიც ტრანშების ფიქსირებული კომპონენტების გამოყოფის პირობების ნაწილია.

2.3.3. ევროკომისიის ზედამხედველობა და ტექნიკური დახმარება

თბილისში ევროკომისიის წარმომადგენლობა ზედამხედველობას გაუწევს პროგრამას ევროკომისიის სახელით და უზრუნველყოფს კონსტრუქციულ დიალოგს მთავრობასთან. ტრანშების გამოყოფამდე წარმომადგენლობა გამართავს გარე ინსპექტირების მისიას, რომ შეაფასოს თანხის გამოყოფის პირობების შესრულება (იხ. 2.3.4.).

ტექნიკური დახმარება გამიზნულია, რომ ხელი შეუწყოს რეფორმის ფართო პროცესს, იმ სფეროებს, სადაც სტარტეგიის და იურიდიული კონსულტაციის და/ან სხვა მომსახურებების საჭიროება აღიარებულია ერთობლივად ბენეფიციარი ორგანიზაციების და ევროკომისიის მიერ. ევროკომისია განსაზღვრავს კომპეტენციის სფეროებს ან საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების გზით ამ დახმარებისთვის შემოთავაზების მოთხოვნას.

2.3.4. ტრანშების გამოყოფა და შესრულების შეფასება

ამ პროგრამით ტრანშების გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო დახმარებასთან: სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ჯანსაღი სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის სტრუქტურა, ასევე სპეციალური პირობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია (ა) სისხლის სამართლის სექტორში რეფორმის პროცესთან მთლიანად: სექტორის ფართო მენეჯმენტი და სისხლის სამართლის სექტორის განვითარების შეთანხმებული და დროში გაწერილი სამთავრობო სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია, რომელსაც დახმარებას უწევს შესაბამისი საინფორმაციო სისტემები და მონიტორინგის მექანიზმები, და (ბ) კერძო ქვესექტორებთან, რომლებსაც უნდა გაეწიოს დახმარება: არასრულწლოვანთა სამართალი, პენიტენციარული სისტემა, პრობაციის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი და საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური. ეს ზოგადი და სპეციალური პირობები დეტალურადაა მოცემული დანართში.

იწარმოებს ყოველწლიური გარე ინსპექტირების მისიები, რომ შემოწმდეს პირობების შესრულება ტრანშების გამოყოფამდე, როგორც მითითებულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში. ინსპექტირების მისიები მოეწყობა 2009 და 2010 წლების ივლისში, რომ შეფასდეს ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მეორე და მესამე ტრანშების ფიქსირებულ და ცვლად კომპონენტებთან. თარიღები შეიძლება შეიცვალოს გამონაკლის შემთხვევებში, მმართველი ჯგუფის თხოვნით, როდესაც ხდება განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც უკავშირდება ტრანშის გამოყოფის პირობების შესრულების გრაფიკს, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის ნოემბრისა, რათა შენარჩუნებულ იქნეს ცვლადი კომპონენტის მთლიანობა და უზრუნველყოფილ იქნეს თანხების გამოყოფა შესაბამის ფისკალურ წელს. საბოლოო ინსპექტირების მისია ორგანიზებული იქნება 2011 წელს, რომ განისაზღვროს პროგრამის მთლიანი შესრულება და შეფასდეს შედეგები დაგეგმილ მიზნებთან მიმართებით.

დანართში შერჩეული შესრულების კრიტერიუმების და ინდიკატორების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი ადეკვატურია, რათა გამოყენებულ იქნეს პროგრამით გათვალისწინებული საბიუჯეტო დახმარების გადმორიცხვის შესაფასებლად. დანართში მოცემული შერჩეული შესრულების მაჩვენებლები და ინდიკატორები გამოიყენება პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში. ამასთანავე, გამონაკლის, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, მმართველ ჯგუფს შეუძლია სთხოვოს ევროკომისიას, წარმომადგენლობის მეშვეობით მაჩვენებლების და ინდიკატორების შეცვლა. ნებისმიერი შეთანხმებული ცვლილება ავტორიზებული უნდა იყოს ინსპექტირებამდე ორ მხარეს შორის წერილების გაცვლის გზით.

სპეციალური პირობების შეუსრულებლობას, რომელიც შეფასებულია კრიტერიუმებთან და ინდიკატორებთან შესაბამისობის საფუძველზე, რომლებიც ნებისმიერი ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტს დაერთვის, შედეგად მოჰყვება გამოუთხოვი დაკარგვა მთლიანი ტრანშისა, ცვლადი კომპონენტის ჩათვლით, მიუხედავად ცვლად კომპონენტთან დაკავშირებული პირობების შესრულების ხარისხისა. ზოგადი პირობების შეუსრულებლობა ხელს შეუშლის ტრანშის გამოყოფის განხილვას, სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის მიუხედავად. ამასთანავე, თუ პირობის შესრულება ვერ მოხერხდა ან ინდიკატორი ვერ იქნა მიღწეული ფორსმაჟორის გამო, შესაძლებელია მოცემული პირობის ან ინდიკატორის ნეიტრალიზება, როგორც შესრულების განმსაზღვრელისა. ამგვარი შემთხვევები განხილული უნდა იქნეს ამ პროგრამის მმართველ ჯგუფში. შემდეგ, თუ დადგინდება, რომ ერთ ან რამდენიმე პირობაზე გავლენა მოახდინა გამონაკლისმა გარე გარემოებებმა ან ისინი არარელევანტური ან მოძველებული გახდა იმ ცვლილებების გამო, რომლებიც მოხდა გარე პირობებში, და ეს ფაქტი დოკუმენტირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, მათი ნეიტრალიზება შესაძლებელია განიხილოს ევროკომისიამ.

ცვლად კომპონენტთან და პირობების და კრიტერიუმების შეწონადობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ მე-6 პუნქტში: შესრულების შეფასების ღონისძიებები ფიქსირებული და ცვლადი ტრანშებისათვის.

2.4. შესყიდვები და ფინანსური პროცედურები

პროგრამის მენეჯმენტი ცენტრალიზებულია, ე.ი. ტექნიკური დახმარების აუდიტის და შეფასების მართვა ხდება მხოლოდ ევროკომისიის მიერ.

ყველა კონტრაქტი დადებული და განხორციელებული უნდა იქნეს შესაბამისი პროცედურის დაწყების დროს არსებული ფინანსური შეთანხმების ზოგადი და სპეციალური პირობების და იმ პროცედურების და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებსაც შეიმუშავებს და აქვეყნებს კომისია გარე ოპერაციების განხორციელებასთან მიმართებით.

ყველა გადახდა კომისიის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი პროცედურის დაწყების დროს არსებული ფინანსური შეთანხმების ზოგადი და სპეციალური პირობების და იმ პროცედურების და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებსაც შეიმუშავებს და აქვეყნებს კომისია გარე ოპერაციების განხორციელებასთან მიმართებით.

3. შეფასება და აუდიტი

თბილისში საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობა ზედამხედველობას უწევს პროგრამას და უზრუნველყოფს კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან.

3.1. ინსპექტირებები და შეფასება

პროგრამის ინპსექტირება მოხდება წელიწადში ერთხელ, რომ შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების შესრულება, როგორც დეგალურადაა მოცემული ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართის მატრიცაში. ინსპექტირება დაიგეგმება, რომ დაემთხვეს თანხის გადმორიცხვის ინდიკატურ გრაფიკს, რომელიც წარმოდგენილია დანართში. კერძოდ, ცვლადი ტრანშებისთვის ინსპექტირება პროგრამით განსაზღვრულია 2009 და 2010 წლების ივლისში და დასრულდება თითოეული წლის ნოემბრისთვის, რომ შენარჩუნებულ იქნეს ცვლადი კომპონენტის მთლიანობა და უზრუნველყოფილ იქნეს თანხის გადმორიცხვა შესაბამის ფისკალურ წელს. საბოლოო ინსპექტირება 2011 წელს უზრუნველყოფს პროგრამის შეფასებას, მისი გავლენის და მდგრადი განვითარების ჩათვლით. ეს არ უშლის ხელს კომისიის შესაძლებლობას, შემდგომ, მოგვიანებით დაიწყოს სრული ფაქტობრივი შეფასება. იმავდროულად, კომისია იტოვებს უფლებას, ჩაატაროს პროგრამის აუდიტი (ან შესაბამისობის ტესტები) და გამოიყენოს თანხები საკუთარი შიდა და გარე აუდიტის პროცედურებისთვის.

3.2. ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება გაწეული იქნება საჭიროებისამებრ, რომ მოხდეს მონიტორინგი, ანგარიშგება და ხელის შეწყობა საქართველოს მთავრობისთვის პროგრამის განხორციელებაში. ევროკომისია ადმინისტრირებას გაუწევს ტენიკური დახმარების თანხებს, რომლებიც გამოყოფილია ამ პროგრამისთვის, და განსაზღვრავს კომპეტენციის სფეროებს ამ დახმარებისთვის საქართველოში მთავრობასთან კონსულტაციების გზით. ასევე იხილეთ პუნქტი 2.3.3.

4. კომუნიკაცია და ხელმისაწვდომობა

კომუნიკაცია და ხელმისაწვდომობა ორგანიზებული იქნება კოორდინაციით იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართული არიან პროგრამის განხორციელებაში, უწებათაშორისი მაკოორდინირებელი ორგანოს ჩათვლით, რომლის წევრებიც შერჩეული არიან მთავრობიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და დონორებისგან. ევროკომისია ამ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებას გაუწევს საზოგადოებრივი ურთიერთობის ღონისძიებებს და პრესრელიზებს, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროგრამის მიმდინარეობისა და მიღწევების შესახებ.

 

 დანართი: თანხის გადმორიცხვის ღონისძიებები და გრაფიკი

 

1. პასუხისმგებლობები

ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადმორიცხვის პირობების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნას უგზავნის ევროკომისიას თითოეული ტრანშის გადმორიცხვაზე ქვემოთ მოყვანილი გრაფიკის შესაბამისად. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: (i) სრულ ანალიზს და განმარტებას თანხების გადახდისათვის და უნდა ერთოდეს საჭირო დოკუმენტები; (ii) ფინანსური ინფორმაციის ფორმას, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ ხელმოწერილი, რომ გაადვილდეს შესაბამისი გადახდა.

2. თანხის გადმორიცხვის მოთხოვნები

პირველი ტრანში 5 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

● ფინანსური შეთანხმების ხელმოწერა;

● ქვემოთ, მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

● ქვემოთ, მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება პირველი ტრანშისთვის;

● გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების ანალიზით და განმარტებით; და

● ევროკომისიის მიერ დადებითი შეფასება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა ტრანშის გადმორიცხვისათვის.

 

მეორე ტრანში 5 მილიონ ევრომდე გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

● ქვემოთ, მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

● ქვემოთ, მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება მეორე ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტთან დაკავშირებით;

● ქვემოთ, მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების შესრულების ხარისხის შეფასება მეორე ტრანშის ცვლად კომპონენტთან დაკავშირებით;

● გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის და დოკუმენტური დასტურის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ; და

● პროგრამის დადებითი მიმოხილვა და ევროკომისიის მიერ მისი დადებითი შეფასება.

 

მესამე ტრანში 5 მილიონ ევრომდე გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

● ქვემოთ, მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

● ქვემოთ, მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება მესამე ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტთან დაკავშირებით;

● ქვემოთ, მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების შესრულების ხარისხის შეფასება მესამე ტრანშის ცვლად კომპონენტთან დაკავშირებით;

● გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის და დოკუმენტური დასტურის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ; და

● პროგრამის დადებითი მიმოხილვა და ევროკომისიის მიერ მისი დადებითი შეფასება.

 

3. თანხის გადმორიცხვის ინდიკატური გრაფიკი

ინდიკატური გრაფიკი მოცემულია ცხრილში. თანხის გადმორიცხვა ხდება მთავრობის მიერ სხვადასხვა პირობის შესრულების შეფასებით ყოველი ტრანშისთვის. ამგვარი შეფასება ხდება გარე ინსპექტრირების ჯგუფის მიერ. ყოველი ტრანშისთვის შეფასება უნდა მოხდეს მატრიცის შესაბამისად. ე.ი. პირველი მეორემდე, მეორე მესამემდე. ზოგადი პირობები დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, როგორც ნებისმიერი შეფასების წინაპირობა, და სპეციალური პირობების შესრულება ნებისმიერი ტრანშის ფიქსირებული კომპონენტის გამოყოფისთვის უნდა მოხდეს, სანამ მოხდება ცვლადი კომპონენტის გამოყოფისთვის სპეციალური პირობებში შესრულების ნებისმიერი განხილვა. ცვლადი კომპონენტის შეფასება უნდა მოხდეს იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელსაც ის მიეკუთვნება, და არა უგვიანეს ნოემბრისა, თუ ხაზინამ ტრანში უნდა მიიღოს შესაბამის ფისკალურ წელს.

ცხრილი ა: თანხის გადმორიცხვის ინდიკატური გრაფიკი

 

ფისკალური წელი

2008

2009

2010

 

 

T1

T2

T3

T4

T1

T2

T3

T4

T1

T2

T3

T4

სულ

პირველი ტრანში

- ფიქსირებული

 

 

 

 

5 მლნ

 

 

 

 

 

 

 

5 მლნ

მე-2 ტრანში

- ფიქსირებული

- ცვლადი

 

 

 

 

 

 

 

3 მლნ

2 მლნ

 

 

 

 

5 მლნ

მე-3 ტრანში

- ფიქსირებული

- ცვლადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 მლნ

3 მლნ

5 მლნ

სულ

 

 

 

5 მლნ

 

 

 

5 მლნ

 

 

 

5 მლნ

15 მლნ

 

ტრანში

მაქსიმალური თანხა

გადმორიცხული თანხის მოთხოვნის ინდიკატური თარიღი

თანხის გადმორიცხვის ინდიკატური თარიღი

პირველი

5 მლნ

2008 წლის დეკემბერი

2009 წლის იანვარი

მეორე

5 მლნ

2009 წლის ივლისი

2009 წლის ნოემბერი

მესამე

5 მლნ

2010 წლის ივლისი

2010 წლის ნოემბერი

4. ცხრილი ბ: ყველა ტრანშის გადმორიცხვის ზოგადი პირობები

ქვემოთ ბ ცხრილში მოცემული ზოგადი პირობები გამოიყენება ყველა ტრანშის გადმორიცხვისთვის და ტრანშის გამოყოფის ყველა მოთხოვნას უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია შესრულების შესამოწმებლად.

ცხრილი ბ: ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

პირობა

კრიტერიუმი

ინდიკატორი/შემოწმების საშუალება

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

მყარი მაკროეკონომიკური სტრუქტურა

IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) და ევროკომისიის დადებითი შეფასება მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის და საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა

● IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მუხლი IV - კონსულტაციები;

● EcoFIN-ის (ეკონომიკური და ფინანსური საქმეების საბჭო) ანგარიშები.

ბ. სახელმწიფო ფინანსების მართვა

მყარი სახელმწიფო ფინანსების და ფისკალური მართვა

PSFMRSP-ის (სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის მხარდაჭერის პროექტი) მიმდინარე განხორციელება და მიმდინარეობა ENP AAP2007 SPSP PFM (სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამისა და სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის მხარდაჭერის 2007 წლის სამოქმედო გეგმა) რეფორმის პროგრამის პირობების შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია ევროკომისიასთან 2007 წლის 17 დეკემბრის ფინანსური შეთანხმებით. განახლებული PFM-ის (სახელმწიფო მხარდაჭერა) სტრატეგიული ხედვის განხორციელების დამაკმაყოფილებელი მიმდინარეობა, დაფუძნებული 2007 წლის PEFA-ს (სახელმწიფო დანახარჯები და ფინანსური ანგარიშგება) შეფასების მონაცემებზე

● PSFMRSP-ის (სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის მხარდაჭერის პროექტი) ინსპექტირების მისიის ანგარიშები, განხორციელების მონიტორინგის მისია, განახლებული ENP AAP2008 SPSP (სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის 2007 წლის სამოქმედო გეგმა) იუსტიციის რეფორმის ინსპექტირება[1] ;

● ENP AAP 2007 PFM (სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის მხარდაჭერის 2007 წლის სამოქმედო გეგმა) რეფორმის პროგრამის მეორე და მესამე ტრანშების ინსპექტირების სამახსოვრო ჩანაწერი[2] .

● 2010 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება ჩატარდება, რათა დადგინდეს, მიღწეულია თუ არა პროგრესი სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის სისტემის რეფორმაში 2007 წელს ჩატარებული PEFA-ს (სახელმწიფო დანახარჯები და ფინანსური ანგარიშება) შეფასების მონაცემებთან და რეკომენდაციებთან შედარებით.

 

5. გადასახდელი თანხის გაცემის სპეციალური პირობები

“C” ცხრილში მოცემულია სპეციალური პირობები, მასთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები და შემოწმების საშუალებები პროგრამის თითოეული ელემენტისა და თითოეული გადასახდელი თანხისთვის.

ცხრილი “C“: თანხის თითოეული გადახდის სპეციალური პირობები

რეფორმის სფერო

პირობების/კრიტერიუმების/შემოწმების მაჩვენებლები

 

პირველად გადასახდელი თანხა - 2008

მეორედ გადასახდელი თანხა - 2009

მესამედ გადასახდელი თანხა - 2010

A. სექტორული პირობები - მეორედ და მესამედ გადასახდელი თანხების ფიქსირებული კომპონენტები

გადასახდელი თანხის შეფარდებითი წილი (წონა)

100%

60%

40%

1. სექტორის რეფორმის მართვის და კოორდინირების ჩამოყალიბება

 

1.1. ჩამოყალიბებულია სექტორის მართვის და საკონსულტაციო მექანიზმი

1.2. სექტორის მართვის და საკონსულტაციო მექანიზმი მუშაობს მთელი დატვირთვით

1.3. სექტორის მართვის და საკონსულტაციო მექანიზმი მუშაობს მთელი დატვირთვით

 

(a) ჩამოყალიბებულია მთავრობათაშორისი სისხლის სამართლის სექტორის მართვის კომისია (ICJSMC - Intergovernmental Criminal Justice Sector Management Commission)

(a) ICJSMC და ქმედითი და შესაბამისი რესურსების მქონე ტექნიკური სამდივნო მუშაობენ მთელი დატვირთვით

(a) ICJSMC და ქმედითი და შესაბამისი რესურსების მქონე ტექნიკური სამდივნო მუშაობენ მთელი დატვირთვით

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● პრეზიდენტის ბრძანებულება ICJSMC-ის შექმნის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ადგენს ICJSMC-ის მანდატს, შემადგენლობას და მუშაობის რეჟიმს.

● ICJSMC-ის ბრძანება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ნიშნავს ტექნიკურ სამდივნოს და ეროვნულ კოორდინატორს/მდივანს (სრულ შტატზე მომუშავე, სულ ცოტა, ერთი თანამდებობის პირი, რომელიც განახორციელებს მოცემული სამუშაოს მართვას).

ICJSMC-ის პირველი შეხვედრის ოქმი.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის, სულ ცოტა, წელიწადში ორი შეხვედრის ოქმი.

● ICJSMC-ის გადაწყვეტილებების/ბრძანებების გამოცემა

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის, სულ ცოტა, წელიწადში ორი შეხვედრის ოქმი.

● ICJSMC-ის გადაწყვეტილებების/ბრძანებების გამოცემა

 

(b) ჩამოყალიბებულია და მუშაობს საკონსულტაციო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორებთან

(b) სრული დატვირთვით მუშაობს წარმომადგენლობითი საკონსულტაციო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებთან

(b) სრული დატვირთვით მუშაობს წარმომადგენლობითი საკონსულტაციო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებთან

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC/ტექნიკური სამდივნოს წერილები სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც იწვევენ მონაწილეებს საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართული წელიწადში, სულ ცოტა, ორი საკონსულტაციო შეხვედრის ოქმი.

● ICJSMC-ის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული წელიწადში, სულ ცოტა, ორი საკონსულტაციო შეხვედრის ოქმი.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართული წელიწადში, სულ ცოტა, ორი საკონსულტაციო შეხვედრის ოქმი.

● ICJSMC-ის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული წელიწადში, სულ ცოტა, ორი საკონსულტაციო შეხვედრის ოქმი.

 

2. სექტორის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების განახლება

 

 

2.2. სისხლის სამართლის სექტორის ყოველისმომცველი საშუალოვადიანი სტრატეგია[3] , განხორციელების წლიური გაანგარიშების სამოქმედო გეგმასთან ერთად, განხორციელებულია და ასახულია მთავრობის პოლიტიკურ განცხადებებში, საბიუჯეტო ხარჯებსა (შემოთავაზებული 2010 ფინანსური წლისთვის) და MTEF (2010-2013 ფინანსური წლისთვის).

2.3. სისხლის სამართლის სეტორის ყოველისმომცველი საშუალოვადიანი სტრატეგია, განხორციელების წლიური გაანგარიშების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმასთან ერთად, განახლებულია და ასახულია მთავრობის პოლიტიკურ განცხადებებში, საბიუჯეტო ხარჯებსა (დამტკიცებული 2010 ფინანსური წლისთვის და შემოთავაზებულში 2011 წლისთვის) და MTEF (2011-2014 ფინანსური წლისთვის).

 

 

(a) სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განახლებულია მთავრობათაშორისი საკონსულტაციო პროცესისას და მოიცავს ყველა ქვე-სექტორს, რომელსაც მხარს უჭერს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP.

(a) სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განახლებულია მთავრობათაშორისი საკონსულტაციო პროცესისას და მოიცავს ყველა ქვესექტორს, რომელსაც მხარს უჭერს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულიENP AAP 2008 SPSP

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის ბრძანება/ინსტრუქციები, რომელთა საფუძველზეც იქმნება სამუშაო ჯგუფები ან რომლებიც ინდივიდებს ანიჭებს სტრატეგიის და განხორციელების სამოქმედო გეგმის, ტექნიკური პირობების, განრიგის განახლების უფლებას.

● სექტორის შესწორებული სტრატეგია, რომელიც მოიცავს არასრულწლოვანთა სამართალს, სისხლის სამართლის რეფორმას, პირობით სასჯელს, რომლებიც, მათ შორის, ასახავს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ ENP AAP 2008 SPSP, დამტკიცებულს ICJSMC-ის მიერ და გამოქვეყნებულს 2009 წლის ივლისისთვის.

● განხორციელების შესწორებული სამოქმედო გეგმა 2010-2013 ფინანსური წლისთვის, რომელიც მოიცავს სპეციალურ გამოთვლილ ქმედებებს, რათა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP პირობები, რომელიც ოფიციალურად დამტკიცდა ICJSMC-ის მიერ და გამოქვეყნდება 2009 წლის ივლისისთვის.

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● სექტორის შესწორებული სტრატეგია, რომელიც მოიცავს არასრულწლოვანთა სამართალს, სისხლის სამართლის რეფორმას, პირობით სასჯელს, რომლებიც, მათ სორის ასახავს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ ENP AAP 2008 SPSP, რომელიც დამტკიცდა ICJSMC-ის მიერ, მიღებულია მთავრობის მიერ და გამოქვეყნდება 2010 წლის ივლისისთვის.

● განხორციელების შესწორებული სამოქმედო გეგმა 2011-2014 ფინანსური წლისთვის, რომელიც მოიცავს სპეციალურ გათვლილ ქმედებებს, რათა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP პირობები, რომლებიც ოფიციალურად დამტკიცდა ICJSMC-ის მიერ და გამოქვეყნდა 2010 წლის ივლისისთვის.

 

 

 

(b) ბიუჯეტის მოსამზადებელ პროცესში ასახული სტრატეგია და განხორციელების სამოქმედო გეგმა

(b) ბიუჯეტის მოსამზადებელ პროცესში ასახული სტრატეგია და განხორციელების სამოქმედო გეგმა

 

 

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● შესაბამისი ხარჯები, რომლებიც შეესატყვისება მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP-ის პირობებს, მოცემულს 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში.

● სტრატეგიუილი მიმართულებები, რომლებიც, მათ შორის, ასახულია სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP-ის პირობებში, რომლებიც ჩართულია BDD (2010 ფინანსური წლისთვის) და დეტალურადაა მოცემული MTEF (2010-2013 ფინანსური წლებისთვის).

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● შესაბამისი ხარჯები, რომლებიც შეესატყვისება მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP-ის პირობებს, მოცემულს 2011 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში.

● სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც, მათ შორის, ასახულია სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებული ENP AAP 2008 SPSP-ის პირობებში, რომლებიც ჩართულია BDD (2011 ფინანსური წლისთვის) და დეტალურადაა მოცემული MTEF (2011-2013 ფინანსური წლებისთვის).

 

3. მონიტორინგის და სტატისტიკის სისტემების ჩამოყალიბება

 

 

3.2. პოლიტიკის ანალიზის მონიტორინგის მექანიზმები და სტატისტიკის საშუალებები ჩამოყალიბების პროცესში

3.3. პოლიტიკის ანალიზის მონიტორინგის მექანიზმები და სტატისტიკის საშუალებები ჩამოყალიბებულია

 

 

(a) მონიტორინგის მექანიზმები ჩამოყალიბებულია და მუშაობს შეთანხმების თანახმად

(a) მონიტორინგის მექანიზმები მუშაობს

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC იღებს შიდა წესებს ან ეკვივალეტურ დოკუმენტს სისხლის სამართლის რეფორმის მონიტორინგის პროცედურისთვის (ადგენს, ვინ არის პასუხისმგებელი სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ოფიციალური ანგარიშების შედგენაზე, სექტორის სააგენტოებიდან საწყისი ინფორმაციის მიღებაზე, ანგარიშების განრიგის დაცვაზე).

● ICJSMC-ის წერილი, რომელიც იწვევს ევროპის საბჭოს და UNICEF-ს მონაწილეობის მისაღებად პროგრამის მონიტორინგში ექსპერტებთან ერთად.

● მონიტორინგის ანგარიშები სიხშირის და დაფარვის შესახებ, როგორც ეს შეთანხმებულია ICJSMC-ის მიერ, ხელმისაწვდომია და გამოქვეყნებული.

● სულ ცოტა, 2009 წლის ერთი ანგარიში სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდება 2009 წლის ივლისისთვის.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● მონიტორინგის ანგარიშები სიხშირის და დაფარვის შესახებ, როგორც ეს შეთანხმებულია ICJSMC-ის მიერ.

● სულ ცოტა, 2010 წლის ერთი ანგარიში სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდება 2010 წლის ივლისისთვის.

● დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება (ანგარიშები, შეფასებები, რეკომენდაციები) ხელმისაწვდომი იქნება ICJSMC-ისთვის ან ICJSMC-ისგან 2010 წლის ივლისისთვის, საჭიროების მიხედვით.

 

 

(b) სისხლის სამართლის ყოვლისმომცველი სტატისტიკა ჩამოყალიბების პროცესში

(b) სისხლის სამართლის ყოველთვიურად განახლებადი და ზუსტი ყოვლისმომცველი მონაცემები ხელმისაწვდომია

 

 

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის ბრძანება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ინიშნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს სტატისტიკური მოთხოვნების შეგროვების ხასიათსა და მეთოდებს.

შეფასების ანგარიშის პროექტი მიმდინარე სტატისტიკური სისტემების შესახებ იმ რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც საჭიროა ყოვლისმომცველი უახლესი მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულების სტატისტიკასთან, მისი წყაროების და შეგროვების მეთოდებთან და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შედგენილია და წარდგენილი ICJSMC-ისთვის.

● ICJSMC-ის მითითებები შესაბამისი სააგენტოებისთვის, ჩამოაყალიბონ ან შეასწორონ სტატისტიკური რეესტრები/მონაცემთა ბაზები.

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● მთავრობის ბრძანება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომლის მიზანია ერთი საერთო ყოვლისმომცველი უახლესი მონაცემთა ბაზის შედგენა დამნაშავეობის სტატისტიკასთან დაკავშირებით საქართველოში.

● სისხლის სამართლის სტატისტიკური მონაცემების შემცველი ყოველთვიური ცხრილები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი სააგენტოებისა და საზოგადოებისთვის.

 

B. ქვესექტორის კომპონენტის პირობები - მეორედ და მესამედ გადასახდელი თანხების ცვლადი კომპონენტი

გადასახდელი თანხის შეფარდებით წილი (წონა)

(ფიქსირებული კომპონენტით)

40%

60%

1. არასრულწლოვანთა სამართლის გაუმჯობესება ბავშვის უფლებათა კონვენციის სტანდარტების შესაბამისად

 

 

1.2. არასრულწლოვანთა სამართლის სისტემა (კანონმდებლობა და პრაქტიკა) გაუმჯობესდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ბავშვის უფლებათა კონვენცია[4] ).

1.3. არასრულწლოვანთა სამართლის სისტემა (კანონმდებლობა და პრაქტიკა) გაუმჯობესდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია).

 

 

(a) ახალი მიდგომა არასრულწლოვანთა სამართლისადმი ბავშვის უფლებათა კონვენციის სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებულია.

(a) არასრულწლოვანთა სამართლის რეფორმის განვითარება ბავშვის უფლებათა კონვენციაში ასახულია სტანდარტების მიხედვით.

 

 

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

სისხლის სამართლის რეფორმის ICJSMC-ის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში შედის არასრულწლოვანთა სამართლის რეფორმის სტრატეგია ბავშვის უფლებათა კონვენციის სტანდარტების მიხედვით[5] .

● სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის ICJSMC-ის მიერ დამტკიცებულ განხორციელების სამოქმედო გეგმაში შედის დროში დაგეგმილი სპეციალური ქმედებები არასრულწლოვანთა სამართლის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით.

● ICJSMC-ის ოფიციალური მოწვევის წერილი UNICEF-ის ან სხვა საერთაშორისო სამანდატო ორგანოების მიმართ 2010 წლის მარტისთვის საქართველოში არასრულწლოვანთა სამართლის სისტემის განხილვის მიზნით[6] .

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

ICJSMC-ის მუშაობის მსვლელობის ანგარიში, დაკავშირებული სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებასთან, მოიცავს თავს არასრულწლოვანთა სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელების სტრატეგიას.

● საერთაშორისო ექსპერტის მიერ შედეგნილი ბავშვის უფლებათა კონვენციასთან დაკავშირებული შეფასების ანგარიში, რომელიც ჩამოყალიბებულია UNICEF-თან, თანამშრომლობით ან UNICEF -ის მიერ, მოგვითხრობს არასრულწლოვანთა სამართლის სისტემის რეფორმის მსვლელობაზე

 

 

(b) არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა განხილულია, დაწყებულია გადახედვა.

(b) არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესწორებები ჩამოყალიბებულია, დამტკიცებულია მთავრობის მიერ და წარდგენილია პარლამენტისთვის.

 

 

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის ბრძანება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად გადასცემს არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვის პასუხისმგებლობას[7] მუშა ჯგუფს ან ექსპერტს.

აღნიშნული მუშა ჯგუფის/ექსპერტის ტექნიკური პირობები, რომლებიც, მათ შორის, ადგენენ ICJSMC-ის მიერ მიღებულ სამუშაოს მასშტაბს და განრიგს.

იმ კანონმდებლობის შეფასების პირველი პროექტი, რომელიც საჭიროებს დამატებებს თუ გადახედვას, წარმოდგენილი იქნება ICJSMC-ისთვის 2009 წლის ივლისისთვის.

შემოწმების მაჩენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის მუშა ჯუფის საბოლოო ანგარიში არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, მიღებული ICJSMC-ის მიერ და გამოქვეყნებული.

არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებული პირველადი კანონმდებლობის შემოთავაზებული საკანონმდებლო შესწორებები ან ბავშვის უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობაში მყოფი ცალკე კანონ-პროექტი, დამტკიცებული ICJSMC-ის მიერ და მიღების მიზნით წარდგენილი პარლამენტისთვის.

 

 

(c) სწავლისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებული პირობები არასრულწლოვანი პატიმრებისთვის (სასჯელ მისჯილი და წინასწარ პატიმრობაში მყოფი), უკეთესი მომსახურება პირობით პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.

(c) სწავლისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებული პირობები არასრულწლოვანი პატიმრებისთვის (სასჯელ მისჯილი და წინასწარ პატიმრობაში მყოფი), უკეთესი მომსახურება პირობით პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანებისთვის.

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში ან განათლების და მეცნიერების სამინისტროს[8] დასტური, რომ განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხელმისაწვდომია ორთაჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის სასჯელმისჯილი ყველა პატიმრისთვის თანასწორობის პრინციპით და იმ ხანგრძლივობით, რის საშუალებასაც იძლევა დაწესებულება (განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით).

● ტრენინგის პროგრამის ჩამოყალიბება პირობითი სასჯელის მქონე არასრულწლოვანებთა მომუშავე ოფიცრებისთვის (ტრენინგის ოფიციალური მოდული ხელმისაწვდომია გასაცნობად).

● სასჯელაღსრულების დაწესებულების მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც ევალება პატიმრების საქმეების შესწავლა და ვადამდელი გათავისუფლების კანდიდატების შეთავაზება, განიხილავს თითოეული არასრულწლოვნის საქმეს, არანაკლებ ერთხელ, ყოველ ექვს თვეში 2009 წლის განმავლობაში (ოფიციალური სტატისტიკა).

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში ან განათლების და მეცნიერების სამინისტროს[9] დასტური, რომ განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხელმისაწვდომია ორთაჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის სასჯელმისჯილი ყველა პატიმრისთვის თანასწორობის პრინციპით და იმ ხანგრძლივობით, რის საშუალებასაც იძლევა დაწესებულება (განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით).

● პატიმრობაში მყოფ თითოეულ არასრულწლოვანს, სულ ცოტა, 4 საათი ეძლევა კვირაში სპორტისთვის ან სხვა რეკრეაციული საქმიანობისთვის (საპატიმრო დაწესებულების პატაკები).

● არასრულწლოვან სამართალდამრღვევებთან მომუშავე ყველა ოფიცერს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი პირობით პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთა საჭიროებებსა და უფლებებთან დაკავშირებით (ხელმისაწვდომია ტრენინგის ოფიციალური მოდული, მონაწილეთა სია, თარიღები, ტრენინგთან დაკავშირებული ანგარიშები).

სასჯელაღსრულების დაწესებულების მუდმივმოქმედ კომისიას, რომელსაც ევალება პატიმრების საქმეების შესწავლა და ვადამდელი გათავისუფლების კანდიდატების შეთავაზება, განიხილავს თითოეული არასრულწლოვანის საქმეს, არანაკლებ, ერთხელ ყოველ სამ თვეში 2010 წლის განმავლობაში (ოფიციალური სტატისტიკა).

2. პენიტენციარული სისტემისა და პრობაციის მექანიზმის გაუმჯობესება ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად

 

 

2.2. სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესება სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად

2.3. სასჯელაღსრულების სისტემა გაუმჯობესდა სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად

 

 

(a) პენიტენციარულ სისტემაში კანონმდებლობისა და შიდა კონტროლის პროცედურების გადახედვის დაწყება ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად

(a) პენიტენციარულ სისტემაში კანონმდებლობა და შიდა კონტროლის პროცედურები ევროპის საბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია მოყვანილი

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ევროპის საბჭოს ექსპერტის ანგარიში[10] პარლამენტში წარდგენილი თავისუფლების აღკვეთის შესახებ ახალი კოდექსის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, ხელმისაწვდომი იქნება 2009 წ. ივლისისათვის.

● ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ საჩივრებისა და პენიტენციარული სისტემის მუშაკთა და პატიმართა დისციპლინარული პროცედურების განხილვის დაწყება (ანგარიშის სამუშაო ვარიანტი წარედგინება ICJSMC-ს 2009 წ. ივლისისათვის).

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ევროპის საბჭოს ექსპერტის ანგარიში კოდექსზე თავისუფლების აღკვეთის შესახებ ადასტურებს, რომ თავისუფლების აღკვეთის შესახებ კოდექსთან დაკავშირებული რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ.

● ევროპის საბჭოს ექსპერტის შეფასება ადასტურებს, რომ საჩივრებისა და პენიტენციარული სისტემის მუშაკთა და პატიმართა დისციპლინარული პროცედურები პასუხობს ევროპის საბჭოს სტანდარტებს (შეფასება გამოქვეყნებული იქნა 2010 წ. ივლისისათვის).

 

 

(b) წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა შეიმუშავებს სტრატეგიულ მიდგომას საბრძოლველად საპყრობილეების გადატვირთვის წინააღმდეგ, რისთვისაც იხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით (99)22 და 2003(22).

(b) წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა იწყებს სტრატეგიული მიდგომის განხორციელებას საბრძოლველად საპყრობილეების გადატვირთვის წინააღმდეგ, რისთვისაც ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით (99)22 და 2003(22).

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● ICJSMC-ის დადგენილება/ინსტრუქციები ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, ტექნიკური პირობები, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვის განრიგი ზემოთ ნახსენებ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, რათა შეიქმნას საპყრობილეთა გადატვირთვის წინაარმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული სტრატეგია.

● საპყრობილეთა გადატვირთვის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტის წარდგენა ICJSMC-ისთვის, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორებისთვის (სტრატეგიის პროექტი ხელმისაწვდომია, ICJSMC-ის შესაბამისი სხდომის დღის წესრიგი).

● სასჯელის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვის ინიციირება სხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით (კანონმდებლობის შესახებ ანგარიშის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება 2009 წლის ივლისისათვის).

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● საპყრობილეთა გადატვირთვის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული მიდგომის პოლიტიკის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება.

● სისხლის სამართლის კოდექსის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის პატიმრობის ვადის შემცირებაზე ორიენტირებული ცვლილებების პროექტის წარდგენა პარლამენტში (ცვლილებათა პროექტი გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია).

 

 

(c) პრობაციის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის დაწყება

(c) გაძლიერებულია პრობაციის დეპარტამენტის მანდატი და ამ ახალი მანდატის შესაბამისადაა გაზრდილი მისი შესაძლებლობები

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● პრობაციის სისტემის რეფორმირების სტრატეგიისა და განხორციელების სამოქმედო გეგმის დამამტკიცებელი ICJSMC-ის დადგენილების ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის გამოქვეყნება.

● ICJSMC-ის ინსტრუქცია ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი პირველადი და დამხმარე კანონმდებლობის გადახედვის დასაწყებად, რათა დადგინდეს აუცილებელი ცვლილებები ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

● პრობაციის სამსახურის ოფისების რაოდენობა გაზრდილია (2008 წ. იანვართან შედარებით), ოფისები აღჭურვილია და დაკომპლექტებული.

● საპრობაციო შენობების განახლებისა და აღჭურვის გათვლილი და დროში მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

პრობაციის სისტემის რეფორმის განხორციელებული გადახედილი ICJSMC-ის დადგენილება ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი;

ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი პირველადი და დამხმაე კანონმდებლობის ცვლილებები, ICJSMC-ის საკანონმდებლო შეფასების მიხედვით, მომზადება და დასამტკიცებლად წარდგინება პარლამენტს.

სტრატეგიის მოთხოვნათა შესაბამისად პრობაციის სამსახურის გაზრდილი რესურსების ასახვა 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტში, 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტის განაცხადში და 2011-2014 ფინანსური წლების BDD და MTEF-ში

ჩამოყალიბებულია, აღჭურვილია და დაკომპლექტებული პრობაციის სამსახურის ოფისების გაზრდილი რაოდენობა (2009 წ. იანვართან შედარებით).

3. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება

 

 

(a) იურიდიული კონსულტაციის სამსახურის შესაძლებლობებისა და მოქმედების სპექტრის გაფართოება

(a) იურიდიული კონსულტაციის სამსახურის შესაძლებლობებისა და მოქმედების სპექტრის გაფართოება

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● პროფესიონალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდა 2008 წ. იანვართან შედარებით.

● იურიდიული კონსულტაციის ვებგვერდის შექმნა და ამუშავება 2009 წ. ივლისამდე.

● იურიდიული კონსულტაციის ბიუროების რაოდენობის ზრდა 2008 წ. იანვარში არსებულ ბიუროთა რაოდენობასთან (10) შედარებით.

● იურიდიული კონსულტაციის სამსახურის ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის/კომპიუტერული ქსელის შემოღება

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● პროფესიონალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდა 2009 წ. იანვართან შედარებით.

● შეფასდება იურიდიული კონსულტაციის ვებგვერდის ეფექტიანობა და დაიწყება რეკომენდირებული გაუმჯობესებების დანერგვა.

● იურიდიული კონსულტაციის ბიუროების რაოდენობის ზრდა 2009 წ. იანვართან შედარებით.

● იურიდიული კონსულტაციის სამსახურის ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა/კომპიუტერული ქსელი სრული დატვირთვით მოქმედებს.

 

 

(b) სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების გაძლიერება და გაფართოება მთელი საქართველოს მასშტაბით

(b) სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების გაძლიერება და გაფართოება მთელი საქართველოს მასშტაბით

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლობითი ბიუროების ჩამოყალიბება საქართველოს ქვემოთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან 2 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი.

● მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოების, ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სახალხო დამცველის ოფისის მდგრადობის სრული დაფინანსების ასახვა 2009 ფინანსური წლის ბიუჯეტში, და 2010 ფინანსური წლის BDD-ში, 2010-2013 ფინანსური წლების MTEF-ში, და 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტის განაცხადში.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლობითი ბიუროების ჩამოყალიბება საქართველოს ქვემოთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან კიდევ ორ დამატებით რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი.

● მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოების, ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სახალხო დამცველის ოფისის მდგრადობის სრული დაფინანსების ასახვა 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტში, და 2011 ფინანსური წლის BDD-ში, 2011-2014 ფინანსური წლების MTEF-ში, და 2011 ფინანსური წლის ბიუჯეტის განაცხადში.

 

 

(c) გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) შეთანხმება და სათანადო დაფინანსება.

(c) გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) ეფექტიანი მუშაობა.

 

 

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

● NPM-ის OPCAT-ის დებულებებთან თანხვედრილობის ინსტიტუციური მექანიზმების მაკონკრეტირებელი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა.

●პროფესიული აპარატის დაკომპლექტების დაწყება OPCAT-ით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად (2009 წ. ივლისამდე).

 ● ოფიციალური წერილის მეშვეობით, მთავრობა ითხოვს OPCAT-ის კომიტეტისგან OPCAT-ის მექანიზმების გადახედვას 2009 წლის ან 2010 წ. პირველი ნახევრისთვის.

შემოწმების მაჩვენებლები/საშუალებები:

OPCAT-ის გადახედვა სათანადო საერთაშორისო ექსპერტის/უწყების მიერ ადასტურებს, რომ საქართველო პასუხობს ● OPCAT-ის მოთხოვნებს (ICJSMC-ს ანგარიში გამოქვეყნდება 2010 წ. ივლისისათვის).

● NPM ჩამოყალიბებულია და მოქმედებს (ორგანიზაციული სტრუქტურა, სამოქმედო პროცედურები, წლიური ბიუჯეტი, თანამშრომელთა ნუსხა, მონიტორინგის ინსტრუქციები და გრაფიკი).

6. საქმიანობის შეფასების მექანიზმები ფიქსირებული და ცვლადი გადასახდელი თანხებისთვის

ფიქსირებულ და ცვლად კომპონენტთა შორის გადასახდელი თანხების განაწილების სისტემა ასახულია ცხრილში D.

თითოეული გადასახდელი თანხის ფიქსირებული კომპონენტისათვის სახსრების გამოყოფა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა სრული შესაბამისობა იმ ცალკე მდგომი პირობების, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ყველა იმ კომპონენტთან, რომელიც უკავშირდება მთლიანი სექტორის რეფორმებს: 1) სექტორის რეფორმირების მართვა და კოორდინირება; 2) სექტორის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; და 3) მონიტორინგი და სტატისტიკა.

მეორედ და მესამედ გადასახდელი თანხის ცვლადი კომპონენტისათვის, სავარაუდო ცვლადი რაოდენობა (2 მლნ ევრო მეორედ გადასახდელი თანხისთვის; 3 მლნ ევრო მესამედ გადასახდელი თანხისთვის) ნაწილდება თითოეული ქვესექტორის რეფორმირების პირობებზე, რომლებიც უკავშირდება: 1) არასრულწლოვანთა სამართალს (3 კრიტერიუმი); 2) პენიტენციარულ სისტემას და პირობითი სასჯელის მექანიზმს (3 კრიტერიუმი) და 3) მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას (3 კრიტერიმი). თითოეული ქვესექტორისათვის შესაბამისობის ხარისხი ცალ-ცალკე ფასდება როგორც სრული შესაბამისობა, სრულზე ნაკლები, მაგრამ საკმარისი შესაბამისობა ან საკმარისზე ნაკლები შესაბამისობა.

თითოეული კრიტერიუმი ფასდება, როგორც შესაბამისობაში მყოფი იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ინდიკატორი შესრულებულია. თუ არ არის შესრულებული ერთი ან მეტი ინდიკატორი, კრიტერიუმები ვერ ჩაითვლება შესაბამისობაში მყოფად, თუ შეფასების პროცესამდე არ იქნება წარმოდგენილი საფუძვლიანი გასამართლებელი არგუმენტი სათანადო უწყების მიერ და აღნიშნული არგუმენტი არ იქნება განხილული პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ და მას მისაღებად არ ჩათვლის ევროკომისია.

პირობასთან სრული შესაბამისობა (დაცულია ყველა კრიტერიუმი); გადასახდელი თანხის შეფარდებითი ცვლადი ელემენტი მთლიანადაა გამოყოფილი. სრულზე ნაკლები, მაგრამ საკმარისი შესაბამისობის შემთხვევაში (3 კრიტერიუმიდან დაცული, სულ ცოტა, ორი), გამოიყოფა შეფარდებითი ცვლადი ელემენტის მხოლოდ ნახევარი (0.25 მლნ ევრო მეორედ გადასახდელი თანხისთვის; 0.75 მლნ ევრო და 0.375 მლნ ევრო მესამედ გადასახდელი თანხისთვის). საკმარისზე ნაკლები შესაბამისობის შემთხვევაში, შეფარდებითი ცვლადი ელემენტიდან არაფერი გამოიყოფა.

ცხრილი D: ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტების სპეციალური პირობების შეფარდებითი წონები

 

პირველად გადასახდელი თანხა

მეორედ გადასახდელი თანხა

მესამედ გადასახდელი თანხა

 

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური ოდენობა

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური ოდენობა

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური ოდენობა

ფიქსირებული კომპონენტი

 

 

 

 

 

 

A სექტორი

100

5 მლნ

60

3 მლნ

40

2 მლნ

ცვლადი კომპონენტი

 

 

 

 

 

 

B ქვესექტორი

ნული

ნული

40

2 მლნ

60

3 მლნ

1. არასრულწლოვანთა სამართალი

-

-

20

1.0

30

1.5

2. პენიტენციარული სისტემა და პირობითი სასჯელი

-

-

10

0.5

15

0.75

3. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

-

-

10

0.5

15

0.75

 



[1] ინდიკატურად განაზღვრული 2008 წლის დეკემბრისთვის, 2009 წლის ივლისისთვის და 2010 წლის ივლისისთვის.

[2] დაგეგმილი 2008 წლის სექტემბრისთვის და 2009 წლის ივლისისთვის.

[3] შემდეგი ორი ძირითადი დოკუმენტი წინამდებარე დოკუმენტში მოიხსენიება როგორც ძირითადი, ხოლო განსახილველი დოკუმენტები - განახლებულად;

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია, რომელსაც მხარი დაუჭირა მთავრობამ და პრეზიდენტმა 2005 წელს (შემუშავებულია ევროპის თანამეგობრობის მისიის „კანონის უზენაესობა“ დახმარებით) (მოიხსენიება როგორც „სისხლის სამართლის სექტორის სტრატეგია“ ანუ „სტრატეგია“).

საქართველოში კრიმინალური მართლმასჯულების რეფორმის სტრატეგიასთან დაკავშირებული განხორციელების გეგმა (შესწორებული საკანონმდებლო რეფორმების კოორდინირების სახელმწიფო კომისიის მიერ) (მხარი დაუჭირა მთავრობამ 2007 წლის 26 იანვარს) (მოიხსენიება როგორც „განხორციელების სამოქმედო გეგმა“).

 

 

[4] იგულისხმება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო მიუერთდა 1994 წლის 2 ივნისს ისევე, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კომისიის რეკომენდაციები, შემაჯამებელი დაკვირვებები საქართველოზე, მიღებული 1342-ე შეხვედრაზე 2008 წლის 6 ივნისს. ასევე მოიხსენიება საქართველოში არასრულწლოვანთა სამართლის სისტემის ანალიზი, რომელიც 2007 წელს UNICEF-ის სახელით ჩაატარა პროფ. კაროლინ ჰამილტონმა.

[5] 2007 წელს UNICEF-ის მიერ არასრულწლოვანთა სამართალთან დაკავშირებით ჩატარებული შეფასების და რეკომენდაციების თანახმად, აღნიშნულ სტრატეგიაში ასევე შევა დებულებები არასრულწლოვნების წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით, მხოლოდ როგორც უკანასკნელი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით, და ალტერნატიული ზომების გამოძებნა, როგორიცაა იძულებითი მუშაობა და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, არასრულ სამართალდამრღვევებთან უფრო ეფექტიანი და სათანადო ურთიერთობისთვის.

[6] გაერო-ს და სხვა შესაბამისი ექსპერტების შეფასებების დროულად მოთხოვნა სათანადო სააგენტოებიდან იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რათა შეფასება სათანადო დროს იქნეს მიღებული წინამდებარე პროგრამის განხილვისთვის.

[7] შეიძლება ასევე გადაწყდეს ერთი იურიდიული განხილვის ჩატარება და ICJSMC-ის მიერ საპროექტო ჯგუფის შედგენა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეფასების, რეკომენდაციების და საბოლოო კანონმდებლობის პროექტების შედგენაზე სხვადასხვა სფეროებისთვის, მათ შორის, ამ პროგრამის ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა არასრულწლოვანთა სამართალი, განაჩენი (სასჯელის ხანგრძლივობა), პირობითი პატიმრობა და იძულებითი შრომა. წინამდებარე პროგრამის განხილვისას საკმარისი იქნება მტკიცების წარმოდგენა (ანგარიშები, კანონპროექტები), რომ ყველა შესაბამისი საკითხი შედის ICJSMC-ის მუშაობის სფეროში და აისახება შესაბამის დოკუმენტებში.

[8] ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების დროულად მოთხოვნა ევროპის საბჭოს შესაბამისი სააგენტოებიდან იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რათა 2009 წლის შეფასება სათანადო დროს იქნეს მიღებული 2009 წლის ივლისში ჩასატარებელი განხილვისთვის.

[9] ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების დროულად მოთხოვნა ევროპის საბჭოს შესაბამისი სააგენტოებიდან იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რათა 2009 წლის შეფასება სათანადო დროს იქნეს მიღებული 2009 წლის ივლისში ჩასატარებელი განხილვისთვის.

[10] ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების დროულად მოთხოვნა ევროპის საბჭოს შესაბამისი სააგენტოებიდან იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რათა 2009 წლის პატიმრობის შესახებ კოდექსის შეფასება სათანადო დროს იქნეს მიღებული 2009 წლის ივლისში ჩასატარებელი განხილვისთვის.