დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენცია | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/12/1972 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 18/04/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/12/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000311 |
კონტეინერებთან დაკავშირებული
საბაჟო კონვენცია
ჟენევა 1972 წ.
პრეამბულა
ხელშემკვრელი მხარეები, სურვილი აქვთ რა გააფართოონ და შეამსუბუქონ საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვები შეთანმხდნენ შემდეგზე:
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
წინამდებარე კონვენციის გამოყენებისას:
a) ტერმინი „შემოზიდვის ბაჟი და მოსაკრებლები“ ნიშნავს საბაჟო ბაჟს და ყველა სხვა ბაჟს, გადასახადებს, მოსაკრებლებს და სხვა თანხას, რომელსაც ახდევინებენ შემოზიდვისას ან ტვირთების შემოზიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ თანხებისა და მოსაკრებლების გამოკლებით, რომლებიც თავისი სიდიდით შეზღუდულია გაწეული მომსახურების მიახლოებით ღირებულებამდე;
b) ტერმინი „დროებითი შემოზიდვა“ ნიშნავს დროებით შემოზიდვას – შემდგომი გაზიდვის პირობით – საბაჟო ბაჟისა და მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლებით და საიმპორტო აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენების გარეშე;
c) ტერმინი „კონტეინერი“ ნიშნავს სატრანსპორტო მოწყობილობას (გალია, მოსახსნელი ცისტერნა ან მსგავსი მოწყობილობა):
I) რომელიც წარმოადგენს მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაკეტილ მოცულობას, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის მოსათავსებლად;
II) რომელსაც აქვს მუდმივი ხასიათი და ამის გამო საკმაოდ გამძლეა იმისათვის, რომ მრავალჯერ იქნეს გამოყენებული;
III) რომელიც სპეციალურადაა კონსტრუირებული იმისათვის, რომ გააადვილოს ტვირთების გადატანა ერთი ან რამდენიმე სახის ტრანსპორტის საშუალებით ტვირთების შუალედური გადატვირთვის გარეშე;
IV) კონსტრუირებულია იმგვარად, რომ გააადვილოს მისი გადატვირთვა, კერძოდ, ერთი სახის ტრანსპორტიდან მეორე სახის ტრანსპორტზე;
V) კონსტრუირებულია იმგვარად, რომ იოლად შეიძლებოდეს მისი დატვირთვა და გადმოტვირთვა;
VI) აქვს შიდა მოცულობა არანაკლებ ერთი კუბური მეტრისა.
ტერმინი „კონტეინერი“ მოიცავს კონტეინერის კუთვნილ ნაწილებს და მოწყობილობას, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტიპის კონტეინერისათვის, იმ პირობით, რომ ასეთი კუთვნილი ნაწილებისა და მოწყობილობების გადაზიდვა კონტეინერებთან ერთად ხდება ტერმინი „კონტეინერი“ არ მოიცავს სატრანსპორტო საშუალებებს, კუთვნილი ნაწილებს, სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებს და შეფუთვას;
d) ტერმინი „შიდა გადაზიდვები“ ნიშნავს ტვირთების გადაზიდვებს, რომლებიც იტვირთება მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე და ექვემდებარება გადმოტვირთვას იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე;
e) ტერმინი „პირი“ ნიშნავს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს;
f) ტერმინი „კონტეინერების საექსპლუატაციო საწარმო“ ნიშნავს პირს, რომელიც მიუხედავად იმისა, არის თუ არა მფლობელი, ახლორციელებს ეფექტურ კონტროლს კონტეინერის გამოყენებაზე.
მუხლი 2
იმისათვის, რომ წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინეული პირობები ვრცელდებოდეს კონტეინერებზე, მათი მარკირება უნდა ხდებოდეს №1 დანართში მოცემული დებულებების შესაბამისად.
თავი II
დროებითი შემოზიდვა
a) დროებითი შემოზიდვის პირობები
მუხლი 3
1. 4-9 მუხლებში ჩამოყალიბებული პირობების შესრულებისას შეთანხმებების თითოეული მხარე როგორც დატვირთული, ისე ცარიელი კონტეინერების შემოზიდვის ნებას იძლევა.
2. შეთანხმების თითოეული მხარე უფლებას იტოვებს არ მისცეს ისეთი კონტეინერების დროებითი შემოზიდვის უფლება, რომლებიც წარმოადგენენ ყიდვის, იჯარის ან იჯარა-ყიდვის ან მსგავსი ხასიათის კონტრაქტის საგანს, დადებულს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირის მიერ.
მუხლი 4
1. დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შემოზიდული კონტეინერები ექვემდებარებიან გაზიდვას შემოზიდვის დღიდან სამი თვის განმავლობაში. თუმცა ეს ვადა შეიძლება გააგრძელონ კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა.
2. დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შემოზიდული კონტეინერების გაზიდვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი სათანადო საბაჟოს გავლით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საბაჟო არ წარმოადგენს იმ საბაჟოს, საიდანაც განხორციელდა დროებითი შემოზიდვა.
მუხლი 5
1. მიუხედავად მე-4 მუხლის პუნქტ 1-ში შემავალი მოთხოვნისა გაზიდვის შესახებ, ეს მოთხოვნა არ იქნება გამოყენებული სერიოზულად დაზიანებული კონტეინერების მიმართ, იმ პირობით, რომ მოცემული ქვეყნის წესების შესაბამისად და იმ მოცულობით, როგორითაც მისი საბაჟო ორგანოები იძლევიან უფლებას, ისინი (კონტეინერები):
a) იქნებიან დაბეგრილნი შემოზიდნის ბაჟებით და მოსაკრებლებით, რომელიც ერგებათ მათგან იმ მომენტში, როდესაც კონტეინერები იქნებიან წარმოდგენილი და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც ისინი იყვნენ წარმოდგენილი; ან
b) უსასყიდლოდ გადაეცემათ ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს; ან
c) განადგურებულნი იქნებიან დაინტერესებული მხარეების ხარჯზე ოფიციალური კონტროლის ქვეშ, ამასთან გადარჩენილი დეტალები ან მასალები დაიბეგრება შემოზიდვის ბაჟებით და მოსაკრებლებით, რომლებიც მათგან ერგებათ მათი წარმოდგენის მომენტში, იმ მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, რა მდგომარეობაშიც ისინი იყვნენ წარდგენილნი.
2. თუ კონტეინერი, რომელიც შემოზიდული იყო დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად, არ შეიძლება გატანილ იქნეს ყადაღის დადების გამო, მე-4 მუხლის პუნქტი 1-ით გათვალისწინებული გადაზიდვის მოთხოვნის შესრულების შეჩერება ხდება ყადაღის დადების გასვლამდე.
b) დროებითი შემოზიდვის პროცედურა
მუხლი 6
მე-7 და მე-8 მუხლების დებულებათა დარღვევის გარეშე წინამდებარე კონვენციის პირობების შესაბამისად დროებით შემოზიდული კონტეინერების მიმართ გამოიყენება დროებითი შემოზიდვის რეჟიმი მათი შემოზიდვისა და გადაზიდვისას საბაჟო დოკუმენტების, აგრეთვე გარანტიების წარდგენის გარეშე.
მუხლი 7
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაპირობოს კონტეინერების დროებითი შემოზიდვა მე-2 დანართში ჩამოყალიბებული კონტეინერების დროებითი შემოზიდვის პროცედურის მთლიანი ან ნაწილობრივი ფორმალობის შესრულებით.
მუხლი 8
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იმ შემთხვევაში, როდესაც მე-6 მუხლის დებულებების გამოყენება არ შეიძლება, იტოვებს უფლებას მოითხოვოს გარანტიის რომელიმე სახე და/ან საბაჟო დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია კონტეინერების გაზიდვასა და შემოზიდვასთან.
c) დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შემოზიდული კონტეინერების გამოყენების პირობები
მუხლი 9
1. ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად დროებითი შემოზიდვის პროცედურის გამოყენებით შემოტანილი კონტეინერების ტვირთების შიდა გადაზიდვისთვის გამოყენების ნებას იძლევიან და ამ შემთხვევაში შეთანხმების თითოეულ მხარეს უფლება აქვს დაავალდებულოს დანართი 3-ში მითითებული ყველა ან ზოგიერთი პირობის შესრულება.
2. პუნქტ 1-ში გათვალისწინებული დებულება გამოყენებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების, ბუქსირმზიდების ან კონტეინერების გადამზიდების მიმართ შეთანხმების თითოეულ ი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესების დარღვევის გარეშე.
d) განსაკუთრებული შემთხვევები
მუხლი 10
1. დასაშვებია დროებით შემოზიდული კონტეინერების რემონტისათვის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების დროებითი შემოზიდვა.
2. გამოცვლილი ნაწილები, რომლებიც არ იქნა გამოზიდული დაინტერესებული ქვეყნის წესების შესაბამისად და ამ ქვეყნის საბაჟო ორგანოების მიერ დაშვებული მოცულობით:
a) დაიბეგრება შემოზიდვის ბაჟით და მოსაკრებლებით იმ თანხით, რაც ერგებათ მათგან იმ მომენტში, როდესაც ისინი იყვნენ წარდგენილნი და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც იყვნენ წარმოდგენილნი; ან
b) უსასყიდლოდ გადაეცემა ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს; ან
с) განადგურდება ოფიციალური კონტროლის ქვეშ, დაინტერესებული მხარეების ხარჯზე.
3. მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების დებულებები შესაბამისი ცვლილებებით გამოყენებული იქნება პუნქტი 1-ით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების დროებითი შემოზიდვებისთვის.
მუხლი 11
1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დაუშვან დროებით შემოტანილი კონტეინერების მოწყობილობებისა და კუთვნილი ნაწილების დროებითი შემოზიდვა, რომლებიც შემოიზიდება ან კონტეინერებთან ერთად და გადაიზიდება ცალკე ან სხვა კონტეინერებთან ერთად ან შემოიზიდება ცალკე და გადაიზიდება კონტეინერთან ერთად.
2. პუნქტი 1-ში ნახსენები კონტეინერების მოწყობილობისა და კუთვნილი ნაწილების დროებითი შემოზიდვების მიმართ გამოყენებული იქნება მუხლების 4, 5, 6, 7 და 8 და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები შესაბამისი ცვლილებებით.
ეს კუთვნილი ნაწილები და მოწყობილობა გამოყენებული იქნება შიდა გადაზიდვებში მე9 მუხლის პუნქტი 1-ის დებულებათა შესაბამისად, როდესაც ისინი გადაიზიდება კონტეინერთან ერთად, რომელზედაც ვრცელდება მითითებული პუნქტის დებულებები.
თავი III
კონტეინერების დაშვება გადაზიდვებზე
საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით
მუხლი 12
1. იმისთვის, რომ ტვირთები საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით დაუშვან გადასაზიდად, კონტეინერები უნდა პასუხობდნენ მე-4 დანართში ჩამოყალიბებული წესების დებულებებს.
2. დაშვება წარმოებს მე-5 დანართში გათვალისწინებული ერთ-ერთი პროცედურის შესაბამისად.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად დაშვებული კონტეინერები სხვა ხელშემკვრელი მხარეების მიერაც დაიშვება საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით საერთაშორისო გადაზიდვების ნებისმიერი რეჟიმის დროს.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს იმ კონტეინერების დაშვების მოწმობის ნამდვილობა, რომლებიც არ პასუხობენ მე-4 დანართში ჩამოყალიბებულ პირობებს. მიუხედავად ამისა შეთანხმების მხარეებმა არ უნდა შეაფერხონ გადაზიდვა, როცა აღმოჩენილ დეფექტებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა და არ არიან დაკავშირებულნი კონტრაბანდის შესაძლებლობასთან.
5. საბაჟოს ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად განმეორებითი გამოყენების წინ ნებისმიერი კონტეინერი, რომლის დაშვების მოწმობას აღარ სცნობენ, ან უნდა მოიყვანონ იმ მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველი გახდა, ან ამ კონტეინერმა ხელმეორედ უნდა გაიაროს დაშვების პროცედურა.
6. როდესაც გამოვლინდება, რომ რაღაც დეფექტები არსებობდა კონტეინერის დაშვების პროცედურის დროს, ამის თაობაზე დაშვებაზე პასუხისმგებელ კომპენტენტურ ორგანოს მიეწოდება ინფორმაცია.
7. თუ აღმოჩნდება, რომ დანართი 5-ის 1 a) და b) პუნქტებში აღწერილი პროცედურების შესაბამისად საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად დაშვებული კონტეინერები ფაქტიურად არ პასუხობენ დანართი 4-ის ტექნიკურ პირობებს, კომპეტენტური ორგანო, რომელმაც მოახდინა დაშვება, იღებს აუცილებელ ზომებს კონტეინერების საჭირო ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან აუქმებს დაშვებას.
თავი IV
განმარტებითი ჩანაწერები
მუხლი 13
დანართ 6-ში მოყვანილი განმარტებითი ჩანაწერები შეიცავენ წინამდებარე კონვენციის და მისი დანართების ზოგიერთი დებულების ახსნა-განმარტებას.
თავი V
სხვა დებულებები
მუხლი 14
წინამდებარე კონვენცია არ ეწინააღმდეგება უფრო შეღავათიანი პირობების გამოყენებას, რომელთაც ხელშემკვრელი მხარეები წარმოადგენენ, ან შეუძლიათ მოისურვონ მათი მინიჭება, როგორც ცალმხრივი გადაწყვეტილების, ასევე ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმ პირობით, რომ ამგვარად მინიჭებული შეღავათები არ შეეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებას.
მუხლი 15
წინამდეარე კონვენციების დებულებების ყოველ დარღვევას, ყოველ სიყალბეს, ყალბ დეკლარაციას ან მოქმედებას, რომლის შედეგსაც წარმოადგენს რომელიმე პირზე ან საგანზე იმ შეღავათების უკანონო გავრცელება, რომელიც წინამდებარე კონვენციის დებულებებით არის დაშვებული, მოსდევს სანქციები იმ ქვეყანაში, სადაც სამართალდარღვევა მოხდა, მოცემული ქვეყნის კანონების შესაბამისად.
მუხლი 16
შესაბამისი თხოვნის შემთხვავაში ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოსაყენებლად და, კერძოდ, ინფორმაციას, რომელიც კონტეინერების დაშვებას და აგრეთვე მათი კონსტრუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს ეხება.
მუხლი 17
წინამდებარე კონვენციის დანართი და ხელმოწერის ოქმი წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18
ხელისმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, მოწონება და შეერთება
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელის მოწერისათვის 1973 წლის 15 იანვრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განყოფილებაში ჟენევაში, და შემდეგში 1973 წლის 1 თებერვლიდან 1973 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ან ნებისმიერი სპეციალიზირებული დაწესებულების ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრების მიერ ან საერთაშორისო სასამარლოს სტატუსის მონაწილეების და აგრეთვე გაეთრიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ წინამდებარე კონვენციაში მონაწილეობისათვის მიწვეული ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ.
2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან მოწონებას მასზე ხელის მომწერი სახელმწიფოების მიერ.
3. წინამდებარე კონვენცია ღია რჩება შეერთებისათვის პუნქტ 1-ში მითითებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.
4. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, ან შეერთების შესახებ გადაეცემა შესანახად გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 19
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ მეხუთე დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ცხრა თვის შემდეგ.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელმაც რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ მეხუთე დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ მოახდინა წარმოდგენილი კონვენციის რატიფიკაცია, მიიღო ან მოიწონა იგი, ან შეუერთდა მას, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ექვსი თვის შემდეგ.
3. ითვლება, რომ ნებისმიერი დოკუმენტი რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ, რომელიც შესანახად გადაეცემა წინამდებარე კონვენციაში შეტანილი შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, მიეკუთვნება კონვენციის შეცვლილ ტექსტს.
4. ითვლება, რომ ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც შესწორების მიღების შემდეგ, მაგრამ მის ძალაში შესვლამდე გადაეცემა შესანახად, კონვენციის შეცვლილ ტექსტს მიეკუთვნება ამ შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 20
კონტეინერებთანდ დაკავშირებული საბაჟო კონვენციის (1956წ) მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შესვლისთანავე აუქმებს კონტეინერებთან დაკავშირებულ საბაჟო კონვენციას, რომელიც ღია იყო ხელის მოწერისათვის ჟენევაში, 1956წ. 18 მაისიდან, და ცვლის მას ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობაში.
2. მე-12 მუხლის 1, 2, და 4 პუნქტების დებულებების დარღვევის გარეშე კონტეინერები, რომლებიც დაშვებული იყო გადაზიდვისათვის კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციის (1956 წ.) დებულებების შესაბამისად, ან იქიდან გამომდინარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დადებული შეთანხმებების შესაბამისად, დაიშვებიან წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად, თუ ისინი წინანდებურად პასუხობენ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ისინი თავდაპირველად იყვნენ დაშვებულნი გადასაზიდად. ამ მიზნით მოწმობები დაშვების შესახებ, რომლებიც გაცემული იყო კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციის (1956 წ.) დებულებების შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს ფირფიტით დაშვების შესახებ ამ მოწმობების მოქმედების ვადის გასვლამდე.
მუხლი 21
წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანის პროცედურა, მათ შორის, მის დანართებშიც
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შესთავაზოს ერთი ან მეტი შესწორება წინამდებარე კონვენციაში შესატანად, ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს ატყობინებენ საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც უგზავნის მას ყველა ხელშემკვრელ მხარეს და ინფორმაციას აწვდის მე-18 მუხლში ნახსენებ სახელმწიფოებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს. საბაჟო თანამშრომლობის საბჭომ დანართ 7-ში ჩამოყალიბებული პროცედურის წესების შესაბამისად აგრეთვე უნდა მოიწვიოს ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. წინა პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული ან კომიტეტის სესიაზე შემუშავებული და კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობის ორი მესამედის მიერ მოწონებული ნებისმიერ შესწორება ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის შესწორებას შეთანხმების მხარეებს მიღებისათვის და აგრეთვე მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ, მათი ინფორმირებისათვის.
4. წინა პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ნებისმიერი შესწორება მიღებულად ითვლება, თუ შემოთავაზებული შესწორების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ გაგზავნის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ მის მიმართ საწინააღმდეგო აზრი არ განაცხადა.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს და მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ, იმის შესახებ, იყო თუ არა გამოთქმული საწინააღმდეგო აზრი შემოთავაზებული შესწორების მიმართ. თუ შემოთავაზებული შესწორების საწინააღმდეგო აზრი ეცნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შესწორება არ ითვლება მიღებულად, და ამასთან დაკავშირებით არავითარი ზომები არ მიიღება. თუ ასეთი საწინააღმდეგო აზრის შესახებ არ ეცნობა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, შესწორება ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის სამი თვის შემდეგ წინა პუნქტში მითითებული 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ან ისეთი უფრო გვიანი ვადის შემდეგ, რომელიც შეუძლია განსაზღვროს კომიტეტმა მისი მიღების მომენტში.
6. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ინფორმირების გზით მიმართოს თხოვნით წინამდებარე კონვენციის გადახედვის მიზნით კონფერენციის მოწვევის შესახებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა ხელეშმკვრელ მხარეს ამ თხოვნის შესახებ და იწვევს კონფერენციას კონვენციის გადასახედად, თუ გაერთიანებული ერები ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების თარიღიდან ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეების არანაკლებ ერთი მესამედისა აცნობებენ მას ამ თხოვნისათვის მხარდაჭერის შესახებ. ასეთი კონფერენციის მოწვევა ხდება აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ, ადმინისტრაციული კომიტეტის თხოვნის საფუძველზე. ადმინისტრაციული კომიტეტი ასეთი თხოვნით მიმართავს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იღებს კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობა. თუ კონფერენციის მოწვევა ხდება წინამდებარე პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მე-18 მუხლში ხსენებულ ყველა სახელმწიფოს.
მუხლი 22
დანართებში 1,4,5 და 6 შესწორებების შეტანის განსაკუთრებული პროცედურა
1. 21-ე მუხლში ჩამოყალიბებული შესწორებების შეტანის პროცედურის მიუხედავად, დანართებში 1, 4, 5 და 6 შესწორებების შეტანა შეიძლება ისე, როგორც ეს წინამდებარე მუხლითაა გათვალისწინებული და დანართში 7 ჩამოყალიბებული პროცედურის წესების შესაბამისად.
2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე შესწორებების შეტანის შესახებ წინადადებებს უგზავნის საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს. საბაჟო თანამშრომლობის საბჭო აცნობებს მათ შეთანხმების მხარეებსა და მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ და იწვევს ადმინისტრაციულ კომიტეტს.
3. ნებისმიერი შესწორება, რომელიც შემოთავაზებული იქნება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად ან შემუშავებული კომიტეტის სესიაზე და მიღებული კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობის – ორი მესამედის მიერ, ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის შესწორებას ხელშემკვრელ მხარეებს მიღებისათვის და აგრეთვე მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც შეთანხმების მხარეებს არ წარმოადგენენ, ინფორმაციისათვის.
5. შესწორება მიღებულად ითვლება, თუ შეთანმხების ერთი მეხუთედი ან ხუთივე მხარე, ამასთან მხედველობაში მიიღება უმცირესი ამ ორი რიცხვიდან, არ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების ხელშემკვრელი მხარეებისათვის გაგაზვნის მომენტიდან, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ამ წინადადებისა. იმ შესწორების მიმართ, რომელიც არ მიიღება, არავითარი ზომები არ არის გათვალისწინებული.
6. თუ შესწორებას იღებენ, ის ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელთაც არ გამოთქვეს მისი საწინააღმდეგო აზრი, წინა პუნქტში ხსენებული თორმეტთვიანი პერიოდის გასვლიდან სამი თვის შემდეგ ან სიეთ უფრო მოგვიანებით ვადაში, რომლის განსაზღვრაც კომიტეტს შეუძლია მისი მიღების მომენტში. შესწორების მიღების მომენტში კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გადაწყვიტოს, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებული დებულებები ძალაში დარჩება მთლიანად ან ნაწილობრივ ასეთ შესწორებასთან ერთად.
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს აცნობებს ხელშემკვრელ მხარეებს და ინფორმაციას აწვდის მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ.
მუხლი 23
დენონსაცია
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენოსნირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდვინისათვის შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნისათვის ასეთი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 24
მოქმედების შეწყვეტა
წინამდებარე კონვენცია ძალას კარგავს, თუ ხელშემკვრელ მხარეთა რიცხვი ხუთზე ნაკლებია რომელიმე თანმიმდევრული თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 25
დავათა გადაწყვეტა
1. ნებისმიერი დავა შეთანხმების ორ ან მეტ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც არ შეიძლება მოლაპარაკებით ან მოგვარების სხვა საშუალებებით, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქმნება: დავის ყოველი მონაწილე ნიშნავს არბიტრს და ეს ორი არბიტრი ნიშნავს მესამე არბიტრს – თავმჯდომარეს. თუ თხოვნის მიღებიდან სამი თვის შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე ვერ შეძლებს არბიტრის დანიშვნას, ან არბიტრები ვერ შეძლებენ თავმჯდომარის არჩევას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
2. პუნქტი 1-ის დებულებების შესაბამისად დანიშნული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა დავის მონაწილეებისათვის.
3. საარბიტრაჟო სასამართლო პროცედურის თავის წესებს ადგენს.
4. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პროცედურის და სხდომის ადგილის, აგრეთვე მის მიერ განხილული დავის შესახებ მიიღება ხმების უმრავლესობით.
5. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას დავის მონაწილეებს შორის გადაწყვეტილების განმარტებასთან ან მის შესრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადასცეს განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა.
მუხლი 26
შენიშვნები
1. წინამდებარე კონვენციის მიმართ შენიშვნები იმ შენიშვნების გამოკლებით, რომლებიც ეხება 1-8, 12-17, 20, 25 და წინამდებარე მუხლს, აგრეთვე დანართებში შემავალ დებულებებთან დაკავშირებული შენიშვნების გამოკლებით, დაიშვება იმ პირობით, რომ ეს შენიშვნები წარმოდგენილი იქნება წერილობითი ფორმით და, თუ ისინი წარდგენილ იქნა რატიფიკაციის, მიღების მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემამდე, ისინი დადასტურებულია ამ დოკუმენტში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის ამ შენიშვნებს მე-18 მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
2. პუნქტი 1-ის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შენიშვნა:
a) ცვლის შეთანხმების მხარისათვის, რომელმაც ასეთი შენიშვნა გააკეთა ამ შენიშვნის ფარგლებში, წინამდებარე კონვენციის იმ დებულებებს, რმოელსაც ის ეხება; და
b) ამგვარადვე ცვლის ამ დებულებებს სხვა ხელშემკვრელი მხარეებისთვისაც მათ ურთიერთდამოკიდებულებაში შენიშვნის გამკეთებელ ხელშემკვრელ მხარესთან.
3. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც წარადგინა შენიშვნა პუნქტი 1-ის შესაბამისად, შეუძლია მოხსნას იგი ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნსი სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით.
მუხლი 27
შეტყობინება
21, 22 და 26 მუხლებში გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ინფორმირების გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მე-18 მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს აცნობებს:
a) ხელის მოწერას, რატფიკაციას, მიღებას, მოწონებას და შეერთებას მე-18 მუხლის შესაბამისად;
b) წინამდებარე კონვენცისი ძალაში შესვლის თარიღებს მე–19 მუხლის შესაბამისად.
c) წინამდებარე კონვენციის მიმართ შესწორების ძალაში შესვლის თარიღს 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად;
d) დენონსაციას 23-ე მუხლის შესაბამისად;
e) წინამდებარე კონვენციის მოქმედების შეწყვეტას 24-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 28
ავთენტიკური ტექსტები
წინამდებარე კონვენციის დედანი, ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკური არიან და გადაეცემა შესანახად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც სათანადოდ დამოწმებულ ასლებს უგზავნის მე-18 მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში ათას ცხრაას სამოცდათორმეტი წლის ორ დეკემბერს.
დანართი 1
დებულებები კონტეინერების ნიშანდების შესახებ
1. სათანადოდ გამოსაჩენ ადგილას კონტეინერზე მყარად უნდა იყოს დატანილი შემდეგი ინფორმაცია:
a) მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს იდენტიფიკაციური მონაცემები;
b) კონტეინერების ამოსაცნობი ნიშნები და ნორმები, მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს მონაცემები; და
c) კონტეინერის ტარის წონა, მისი მთელი მუდმივი მოწყობილობის ჩათვლით.
2. ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის კონტეინერი, შეიძლება აღინიშნოს მთლიანად ან განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ქვეყნის აღსანიშნავად. ყოველ ქვეყანაში მისი დასახელების ან განმასხვავებელი ნიშნის კონტეინერებზე აღნიშვნის საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს ეროვნული კანონმდებლობით. მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს იდენტიფიკაციური მონაცემები შეიძლება მიეთითოს ან მთლიანად ან ინიციალების მეშვეოით იმ პირობით, რომ უკანასკნელნი, გარდა ემბლემებისა და დროშებისა, ადრე დადგენილ ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენენ.
3. საბაჟო ბეჭდითა და პლომბებით გადაზიდვებში დაშვებულ კონტეინერებზე აღინიშნება შემდეგი მონაცემები, რომლებიც მე-5 დანართის დებულებათა შესაბამისად დაიტანება დაშვების ფირფიტაზე:
a) ქარხნის რიგითი ნომერი (ქარხნის ნომერი); და
b) იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონსტრუქციის ტიპის მიხედვითაა დაშვებული, – ამ ტიპის ამოსაცნობი ნომრები ან ასოები.
დანართი 2
წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დროებითი შემოზიდვის პროცედურა
1. წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლის დებულებების გამოყენებისას ყოველი ხელშემკვრელი მხარე დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შემოზიდული კონტეინერების მოძრაობის შესამოწმებლად იყენებს დოკუმენტებს, რომლებშიც კონტეინერების მფლობელები ან კონტეინერების ექსპლუატაციის საწარმოები ან მათი წარმომადგენლები ახდენენ ამ კონტეინერების მოძრაობის რეგისტრაციას.
2. გამოიყენება შემდეგი დებულებები:
a) კონტეინერების მფლობელი ან კონტეინერების ექსპლუატაციის საწარმო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც კონტეიენერები დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შეიზიდება;
b) კონტეინერების მფლობელი ან კონტეიენერების ექსპლუატაციის საწარმო ან მათი წარმომადგენელი იღებს წერილობითი სახით ვალდებულებას:
i) წარუდგინოს მოცემული ქვეყნის საბაჟო ორგანოებს მათი მოთხოვნისთანავე დაწვრილებითი ინფორმაცია ყოველი კონტეინერის მოძრაობის შესახებ, რომელიც შემოზიდულია დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად, შემოზიდვის და მოცემული ქვეყნიდან გაზიდვის თარიღის და ადგილის ჩათვლით;
ii) გადაიხადოს შემოზიდვის ბაჟი და მოსაკრებლები, რომლებიც ეკისრებათ იმ შემთხვევაში, როცა დროებითი შემოზიდვის პირობები არ არის შესრულებული.
დანართი 3
კონტეინერების გამოყენება შიდა გადაზიდვებში
ყოველ ხელშემკვრელ მხარეს ფლება აქვს წინამდებარე კონვენციის მე-9 მუხლის დებულებათა შესაბამისად განსაზღვროს თავისი ტერიტორიის ფარგლებში შიდა გადაზიდვებში კონტეინერების გამოყენების შემდეგი პირობები:
a) პირდაპირი მარშრუტით განსახორციელებელი გადაზიდვის შედეგად კონტეინერი მიიტანება იმ ადგილას ან, რაც შეიძლება ახლოს იმ ადგილთან, სადაც კონტეინერი უნდა დაიტვირთოს საექსპორტო ტვირთით ან საიდანაც იგი გაყვანილ უნდა იქნეს ცარიელი,
b) გაყვანამდე კონტეინერი შიდა გადაზიდვებში გამოიყენება მხოლოდ ერთხელ.
დანართი 4
იმ კონტეინერებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური პირობების წესები, რომლებიც შეიძლება დაშვებულ იქნეს საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით განსახორციელებელი საერთაშორისო გადაზიდვებისათვის
მუხლი 1
ძირითადი პრინციპები
საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით განსახორციელებულ ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვებში შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმგვარად აწყობილი და აღჭურვილი კონტეინერები:
a) რომ კონტეინერის დალუქული ნაწილიდან ვერ მოხერხდეს ტვირთის ამოღება ან მისი იქ ჩატვირთვა გატეხის აშკარა კვალის გარეშე ან საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დაუზიანებლად;
b) რომ საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დადება ხდებოდეს მარტივის და საიმედო ხერხით;
c) რომ მათში არ იყოს არანაირი ტვირთის დასამალი ადგილი;
d) რომ ყველა ადგილი, სადაც შეიძლება ტვირთის მოთავსება, ადვილად მისაწვდომი იყოს საბაჟო დათვალიერებისათვის.
მუხლი 2
კონტეინერის კონსტრუქცია
1. წინამდებარე წესების 1 მუხლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად:
a) კონტეინერის შემადგენელი ნაწილები (კედლები, იატაკი, კარები, სახურავი, ბიგი, ჩარჩოები, განივი ელემენტები და ა.შ.) ერთმანეთს უნდა უერთდებოდნენ ან მოწყობილობების მეშვეობით, რომელთა მოხსნა გარედან და ისევ ადგილზე დაბრუნება აშკარა კვალის გარეშე ვერ მოხერხდება, ან იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ისეთ კონსტრუქციას უზრუნველყოფენ, რომლის შეცვლა შეუძლებელია აშკარა კვალის გარეშე. როცა კედლები, იატაკი, კარები და სახურავი დამზადებულია სხვადასხვა ელემენტებისაგან, ისინი უნდა პასუხობდნენ იგივე მოთხოვნებს და საკმაოდ გამძლე უნდა იყოს;
b) კარებს და დახურვის სხვა სისტემებს (ჩამკეტი ონკანები, საძრომების სახურავები, მილტუჩები და ა.შ.) უნდა ჰქონდეთ მოწყობილობა, რომელზედაც შეიძლება საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დასმა. ეს მოწყობილობა უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გარედან ჩამოხსნა და ისევე ადგილზე დაბრუნება კვალის დაუტოვებლად შეუძლებელი იყოს და დასაკეტი მოწყობილობები არ უნდა იხსნებოდეს საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დარღვევით. უკანასკნელნი შესაბამისად უნდა იყოს დაცული. ნებადართულია ასახსნელი სახურავების გაკეთება;
c) სავენტილაციო და სადრენაჟო ხვრელებს უნდა ჰქონდეთ კონტეინერის შიგნით შესვლის დასაბრკოლებელი მოწყობილობა, რომელიც ისეთი კონსტრუქციის უნდა იყოს, რომ ვერ მოხერხდეს მისი ჩამოხსნა გარედან და ისევ ადგილზე დაბრუნება შესამჩნევი კვალის გარეშე.
2. წინამდებარე წესების 1 მუხლის c) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, ნებადართულია კონტეინერის შემადგენელი ელემენტების არსებობა, რომლებიც პრაქტიკული მოსაზრებით უნდა შეიცავდნენ ღრუ სივრცეებს (მაგალითად, ორმაგი კედლის შემადგენელ ნაწილებს შორის). იმისათვის, რომ ეს სივრცეები ვერ გამოიყენონ ტვირთის დასამალავად:
i) კონტეინერის შიდა შემოკერვა ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ მისი მოხსნა და ადგილზე დაბრუნება შესამჩნევი კვალის გარეშე შეუძლებელი იყოს; ან
ii) აღნიშნული სივრცეების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს შეზღუდული და ეს სივრცეები ადვილი მისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო კონტროლისათვის.
მუხლი 3
ასაწყობი ან დასაშლელი კონტეინერები
ასაწყობი ან დასაშლელი კონტეინერები უნდა პასუხობდნენ წინამდებარე წესების 1 და 2 მუხლის დებულებებს; ამას გარდა, მათ უნდა ჰქონდეთ მოწყობილობა, რომელიც კონტეინერის აწყობის შემდეგ აფიქსირებს სხვადასხვა ნაწილებს, თუ ასეთი მაფიქსირებელი მოწყობილობები განლაგებულია აწყობილი კონტეინერის გარეთა მხრიდან, ისინი ისეთი კონსტრუქციისა უნდა იყოს, რომ მათზე შეიძლებოდეს საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დადება.
მუხლი 4
ბრეზენტით გადახურული კონტეინერები
1. წინამდებარე წესების 1, 2 და 3 მუხლების დებულებები ვრცელდება ბრეზენტით გადახურულ კონტეინერებზე იმდენად, რამდენადაც ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ მიმართ. ამას გარდა, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ მიმართ. ამას გარდა, ეს კონტეინერები უნდა პასუხობდნენ ამ მუხლის დებულებებს.
2. ბრეზენტი დამზადებული უნდა იყოს ან მაგარი ტილოსგან, ან ჭიმვადი, საკმაოდ გამძლე, პლასტმასით დაფარული არეზინებული ქსოვილისაგან. ბრეზენტი დაუზიანებელი უნდა იყოს და ისეთნაირად უნდა იყოს დამზადებული, რომ დახურვის მოწყობილობის დამაგრების შემდეგ ტვირთთან მისვლა შეუძლებელი იყოს შესამჩნევი კვალის გარეშე.
3. თუ ბრეზენტი რამდენიმე ნაჭრისაგან შედგება, ამ ნაჭრების კიდეები ერთიმეორეში უნდა იყოს შეკეცილი და ორი ნაკერი ჰქონდეს გაკეთებული, რომლებიც ერთმანეთისაგან 15 მმ უნდა იყოს დაშორებული. ეს ნაკერები უნდა იყოს გაკეთებული ისე, როგორც წინამდებარე წესებზე თანდართულ №1 ნახატზეა ნაჩვენები, მაგრამ, თუ ბრეზენტის რომელიმე ნაწილში (მაგალითად, უკანა ასახდელ იატაკზე და გაძლიერებულ კუთხეებში) შეუძლებელია ზოლების აღნიშნული ხერხით შეერთება, საკმარისია ბრეზენტის ზედა ნაწილის შეკეცვა და ზოლების ისე გაკერვა, როგორც წინამდებარე წესებზე თანდართულ №2 ნახატზეა ნაჩვენები, ერთი ნაკერი უნდა ჩანდეს მხოლოდ შიგნიდან და ამ ნაკერის ძაფის ფერი უნდა გამოირჩეოდეს თვით ბრეზენტის ფერისაგან, აგრეთვე სხვა ნაკერებზე გამოყენებული ძაფის ფერისაგან. ყველა ნაკერი გატარებული უნდა იყოს საკერავ მანქანაზე.
4. თუ ბრეზენტი შედგება პლასტმასით დაფარული ქსოვილის რამდენიმე ნაჭრისაგან, ეს ნაჭრები, აგრეთვე, შეიძლება შეერთებული იყოს დარჩილვის მეშვოებით, წინამდებარე წესებზე თანდართულის №3 ნახატის შესაბამისად. ყოველი ნაჭრის კიდე უნდა გადაეფაროს მეორე ნაჭრის კიდეს 15 მმ–ზე მაინც. ნაჭრები შეერთებული უნდა იყოს მთელ სიგანეზე. შეერთების გარეთა კიდე უნდა იყოს დაფარული 7 მმ სიგანის პლასტმასის ზოლით, რმოელიც დარჩილვის იგივე ხერხით ედება. ამ ზოლზე, აგერთვე, მისი ყოველი მხრიდან 3მმ სიგანეზე მკაფიო ერთგვაროვანი რელიეფი უნდა იყოს დაშტამპული. დარჩილვა ხდება ისეთნაირად, რომ ნაჭრების დაშლა და კვლავ შეერთება შეუძლებელი იქნეს შესამჩნევი კვალის გარეშე.
5. შეკეთება ხდება წინამდებარე წესებზე თანდართული №4 ნახატზე ნაჩვენები ხერხით; შესაერთებელი კიდეები უნდა იყოს შეკეცილი ერთი მეორეში და ორი მკაფიოდ გამოსახული ნაკერით უნდა იყოს შეერთებული, რომლებიც ერთი მეორისაგან 15 მმ-ით უნდა იყოს დაშორებული, ძაფის ფერი, რომელიც შიგნიდან ჩანს უნდა განსხვავდებოდეს ძაფის ფერისაგან, რმელიც გარედან ჩანს, და ორივე უნდა განსხვავდებოდეს ბრეზენტის ფერისაგან, ყველა ნაკერი გაკერილი უნდა იყოს საკერავ მანქანაზე. იმ შემთხვევებში, როცა ბრეზენტი დაზიანებულია კიდეებთან, მისი შეკეთება ხდება დაზიანებული ნაწილის ბებკით შეცვლის გზით. ნაკერი შეიძლება გაიკეროს ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა და წინამდებარე წესებზე თანდართული №1 ნახატის შესაბამისად.
პლასტმასით დაფარული ქსოვილის ბრეზენტის შეკეთება შეიძლება მოხდეს ამმუხლის მე-4 პუნქტში აღწერილი მეთოდის შესაბამისად, მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩილვა უნდა გაკეთდეს ბრეზენტის ორივე მხრიდან, ბებკი კი ედება შიგნიდან.
6. a) ბრეზენტი კოტეინერზე უნდა დამაგრდეს წინამდებარე წესების 1 a) და b) მუხლში ჩამოყალიბებული პირობების ზუსტ შესაბამისობაში, გათვალისწინებულია დამაგრების შემდეგი სახეობების გამოყენება:
i) კონტეინერზე მისამაგრებელი მეტალის რგოლები;
ii) ბრეზენტის კიდეებზე თოკსამაგრები;
iii) ბრეზენტის თავზე რგოლებში გამავალი და მთელ სიგრძეზე გარეთა მხრიდან დასანახი თოკი ან ტროსი.
ბრეზენტი უნდა გადაეფაროს კონტეინერის მაგარ ნაწილს 250 მმ სიგანეზე მაინც, რომელიც გაზომილია სამაგრი რგოლების ცენტრიდან, თუ კონტეინერის კონსტრუქციის სისტემა თავისთავად არ აბრკოლებს ტვირთთან მისვლას.
b) თუ საჭიროა კონტეინერთან ბრეზენტის კიდეების ყრუ დამაგრების უზრუნველყოფა, შეერთება უნდა იყოს უწყვეტი და უნდა განხორციელდეს გამძლე დეტალების მეშვეობით.
7. მანძილი რგოლებსა და თოკსამაგრებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ. თოკსამაგრი უნდა იყოს ხისტი.
8. უნდა გამოიყენონ დამაგრების შემდეგი სახეები:
a) ფოლადის ტროსი არანაკლებ 3მმ დიამეტრისა;
b) ქერელის ან სიზალის თოკი არანაკლებ 8მმ დიამეტრისა, რომელსაც აკრავს გამჭვირვალე გაუჭიმავლი პლასტმასის გარსი; როსებს შეიძლება აკრავდეს პლასტმასის გამჭირვალე გაუჭიმავი გარსი.
9. ყოველი ტროსი და თოკი ერთი ნაჭრისაგან უნდა შედგებოდეს და ორივე ბოლოს მეტალის ბუნიკები უნდა ჰქონდეს. მეტალის ბუნიკის დასამაგრებელი მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ღრუ მოქლონისაგან, რომელიც გადის ტროსზე ან თოკზე და რომელშიც შეიძლება გაიყაროს ბაწარი ან ლენტი საბაჟო ბეჭდებისა და პლომბებისათვის, ტროსი და თოკი უნდა ჩანდნენ ღრუ მოქლონის ორივე მხრიდან, რათა შეიძლებოდეს დარწმუნება იმაში, რომ ისინი ნამდვილად ერთი ნაჭრისაგან არიან (იხ. ნახ.№5, რომელიც წინამდებარე წესებზეა თანდართული).
10. ადგილებში, სადაც ბრეზენტში ჩატვირთვისა და განტვირთვისათვის გამოსაყენებელი ფანჯრებია, ბრეზენტის ორივე კიდე სათანადოდ უნდა გადაეფაროს ერთი მეორეს, ისინი, აგრეთვე, უნდა მაგრდებოდნენ:
a) გადასაწევი კალთის მეშვეობით, რომელიც მიკერებული ან მიდუღებულია ამ მუხლის 3-4 პუნქტების დებულებების თანახმად;
b) რგოლებისა და თოკსამაგრების მეშვეობით, რომლებიც ამ მუხლის მე-7 პუნქტის პირობებს პასუხობენ; და
c) ღვედის მეშვეობით, რომელიც დამზადებულია შესაბამისი 20 მმ სიგანისა და 3 მმ სისქის გაუწელავი მატერიის ერთი ნაჭრისაგან. რომელიც გადის რგოლებში, აერთებს ბრეზენტის ორივე კიდეს და ასაწევ კალთას; ღვედი მაგრდება ბრეზენტის შიდა მხრიდან და მას უნდა ჰქონდეს თოკსამაგრი ამ მუხლის მე–8 პუნქტში აღნიშნული ტროსისა დათოკის გასატარებლად.
ასაწევი კალთა არ არის საჭირო, თუ არსებობს სპეციალური მოწყობილობა ( დაცვის ტიხარი და ა.შ.), რომელიც ხელს უშლის ტვირთებთან მისვლას შესამჩნევი კვალის გარეშე.
11. გამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც კონტეინერზე უნდა დაისვას 1 დანართის შესაბამისად და ფირფიტა დაშვების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე–5 დანართში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხუროს ბრეზენტით.
მუხლი 5
გარდამავალი დებულებები
1977 წლის 1 იანვრამდე დაშვებული იქნება იმ ბუნიკების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე წესებზე თანდართულ №5 ნახატს, იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი შეიცავენ ადრე მიღებული ტიპის ღრუ მოქლონებს ხვრელებით, რომელთა ზომები ნაკლებია, ვიდრე ამ ნახატზეა მოყვანილი.
დანართი 5
იმ კონტეინერების დაშვების პროცედურა, რომლებიც მე-4 დანართში მოყვანილი წესების ტექნიკურ მოთხოვნებს პასუხობენ
ზოგადი დებულებანი
1. კონტეინერები შეიძლება დაშვებულ იქნენ საბაჟო ბეჭდებითა და პლომპბებით ტვირთის გადაზიდვებში:
a) ან წარმოების სტადიაზე – კონსტრუქციის ტიპის მიხედვით (დაშვების პროცედურა წარმოების სტადიაზე);
b) ან რომელიმე შემდგომ ეტაპზე – ინდივიდუალური წესით ან ერთი და იგივე ტიპის კონტეინერების განსაზღვრული პარტიებით (დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე დაშვების პროცედურა).
დაშვების ორივე პროცედურის საერთო დებულებები
2. კომპეტენტური ორგანო, რომელიც ახორციელებს დაშვების პროცედურას, გასცემს განაცხადის წარმდგენ საწარმოს დაშვების მოწმობას, რომელიც გამომდინარე გარემოებებიდან, ნამდვილია დაშვებული ტიპის კონტეინერების განუსაზღვრელი ან განსაზღვრული რაოდენობისათვის.
3. დაშვების მოწმობის მფლობელმა, სანამ შეუდგებოდეს საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთის გადაზიდვას, უნდა მიამაგროს დაშვებულ კონტეინერებზე (დაშვებული კონტეინერები) დაშვების ფირფიტა.
4. დაშვების ფირფიტა მყარად უნდა დამაგრდეს კარგად დასანახ ადგილას ნებისმიერ სხვა ფირფიტასთან ერთად, რომელიც გაიცემა ოფიციალური მიზნებით.
5. დაშვების ფირფიტა, რომელიც შეესაბამება №1 ნიმუშს, რომელიც მოყვანილია წინამდებარე დანართის პირველ დამატებაში, წარმოადგენს არანაკლებ 20 სმ 10 სმ ზომის მეტალის ფირფიტას. მის ზედაპირზე საჭრეთელით რელიეფურად უნდა იყოს ამოკვეთილი და მყარად დატანილი ნებისმიერი სხვა ხერხით, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მაინც, ქვემოთ მოყვანილი წარწერები:
a) წარწერა „დაშვებულია საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვისათვის“.
b) იმ ქვეყნის სახელწოდება, სადაც დაიშვა კონტეინერი, ან მთლიანად, ან გამასხვავებელი ნიშნით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ქვეყნის მისათითებლად, და დაშვების მოწმობის ნომერი (ციფრები, ასოები და ა.შ.), აგრეთვე, დაშვების წელი (მაგ. №1/26/73“ ნიშნავს „ნიდერლანდი, დაშვების მოწმობა 26, რომელიც გაიცა 1973 წელს);
c) კონტეინერის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ქარხანა-დამამზადებელმა (ქარხნის ნომერი);
d) თუ კონტეინერი დაშვებულია კონსტრუქციის ტიპის მიხედვით, ფირფიტაზე დაიტანეა, აგრეთვე, მოცემული ტიპის კონტეინერის ამოსაცნობი ციფრები ან ასოები.
6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომპბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს.
7. თუ კონტეინერის ძირთიადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება კარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი. განსაკუთრებული დებულებანი, რომლებიც წარმოების სტადიაზე კონსტრუქციის ტიპის მიხედვით დაშვებას ეხება
8. როცა ერთი და იგივე ტიპის კონსტრუქციის კონტეინერები აიწყობა სერიულად, ქარხანა–დამამზადებელს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც მათ აწარმოებენ, თხოვნით კონსტრუქციის ტიპის მიხედვით მათი დაშვების შესახებ.
9. ქარხანა-დამამზადებელი თავის განაცხადში აღნიშნავს გამოსაცნობ ციფრებს და ასოებს, რომლებსაც იგი ანიჭებს კონტეინერების იმ ტიპს, რომელიც მისი განაცხადის საგანია.
10. ამ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დაშვებას დაქვემდებარებული კონტეინერის კონსტრუქციის ტიპის ნახაზები და დაწვრილებითი აღწერილობა.
11. ქარხანა-დამამზადებელი წერილობით ვალდებულებას იღებს:
a) წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს მოცემული ტიპის კონტეინერებიდან ისეთი, რომლის დათვალიერებასაც ისურვებს ეს ორგაო;
b) ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს დაათვალიეროს სერიული წარმოების ნებისმიერ მომენტში მოცემული ტიპის სხვა ეგზემპლიარები;
c) კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია კონსტრუქციის ნახაზებში და აღწერილობებში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანნიც არ უნდა იყვნენ ისინი;
d) გამოსაჩენ ადგილზე დაიტანოს კონტეინერებზე, გარდა დაშვების ფირფიტისათვის გათვალისწინებული ნიშნებისა, კონტეინერის ტიპის გამოსაცნობი ციფრები და ასოები, აგრეთვე, სერიულად გამოსაშვები მოცემული ტიპის ყოველი კონტეინერის რიგითი ნომერი (ქარხნის ნომერი);
e) აწარმოოს დაშვებული ტიპის შესაბამისად აწყობილი კონტეინერების აღრიცხვა.
12. კომპეტენტური ორგანო საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს გადაზიდვებში დაშვებისათვის გათვალისწინებული კონსტრუქციის ტიპში შესატან ცვლილებებს.
13. კონსტრუქციის ტიპის მიხედვით დაშვების პროცედურის თანახმად არცერთი კონტეინერი არ დაიშვება, თუ ამ ტიპით აწყობილი ერთი ან რამდენიმე კონტეინერის დათვალიერების საფუძველზე კომპეტენტური ორგანო არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ტიპის კონტეინერები პასუხობენ მე-4 დანართში გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთ.
14. რომელიმე ტიპის კონტეინერის დაშვების შემდეგ განმცხადებელ საწარმოზე გაიცემა წინამდებარე დანართის მე-2 დამატებაში მოცემული №II ნიმუშის შესაბამისი დაშვების მოწმობის ერთადერთი პირი და იგი ნამდვილია ყველა კონტეინერისათვის, რომელიც აიწყობა დაშვებული ტიპის სპეციფიკაციის შესაბამისად. ეს მოწმობა უფლებას აძლევს ქარხანა–დამამზადებელს მოცემული ტიპის ყოველ სერიულ კონტეინერზე დაამაგროს ფირფიტა დაშვების შესახებ, რომელიც წინამდებარე დანართის მე–5 პუნქტით არის გათვალისწინებული.
განსაკუთრებული დებულებები, რომლებიც ეხება დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე დაშვებას
15. თუ განაცხადი დაშვების შესახებ არ იყო გაკეთებული წარმოების სტადიაზე, მფლობელს, კონტეინერის ექსპლოატაცისი საწარმოს ან მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ ასეთი დაშვების თხოვნით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც წარუდგენენ კონტეინერს ან კონტეინერებს, რომელთა დაშვება ითხოვება.
16. წინამდებარე დანართის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემხთვევებში, ნებისმიერი განაცხადი დაშვების შესახებ უნდა შეიცავდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ყოველ კონტეინერზე დასატან ნომერს (ქარხნის ნომერს).
17. როცა კომპეტენტური ორგანო იმ რაოდენობის კონტეინერების დათვალიერების გზით, რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს, დარწმუნდება, რომ ეს კონტეინერი ან კონტეინერები პასუხობენ მე-4 დანართში გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებს, იგი გასცემს წინამდებარე დანართის მე-3 დამატებაში მოცემულ №III ნიმუშის შესაბმის მოწმობას დაშვების შესახებ და იგი ნამდვილია მხოლოდ კონტეინერების იმ რაოდენობისათვის, რომელიც იქნა დაშვებული. ეს მოწმობა, რომელშიც მითითებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონტეირებისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი ან რიგითი ნომრები, უფლებას აძლევს განმცხადებელ საწარმოს, დაამაგროს ყოველ დაშვებულ კონტეინერზე წინამდებარე დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფირფიტა დაშვების შესახებ.
მე-5 დანართის დამატება 2
ნიმუში №II
საბაჟო კონვენცია კონტეინერების შესახებ 1972წ. დაშვების მოწმობა კონსტრუქციის ტიპის მიხედვით
1. მოწმობის ნომერი* …………………………………………………………………………
2. დასტურდება, რომ ქვემოთ მითითებული კონტეინერი(ები) დაშვებულია გადაზიდვისათვის და რომ ამ ტიპის მიხედვით დამზადებული კონტეინერები შეიძლება დაშვებულ იქნენ საბაჟო ბეჭდებითა დაპლომბებით ტვირთების გადაზიდვებში
3. კონტეინერის სახეობა ……………………………………………………………………
4. კონსტრუქციის ტიპის გამოსაცნობი ციფრები და ასოები
5. ნახაზების გამოსაცნობი ნომერი ……………………………………………………….
6. კონსტროუქციის აღწერილობის გამოსაცნობი ნომერი ……………………………..
7. ტარის წონა ……………………………………………………………………………..
8. გარეთა ზომები სმ-ში ………………………………………………………………..
9. კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლები (მასალების სახეობა, კონსტრუქციის ტიპი და ა.შ. ……………………………………………………………………………………………..
10. ეს მოწმობა ნამდვილია კონსტრუქციის ზემოთ აღნიშნული ნახაზებისა და აღწერილობების შესაბამისად დამზადებული ყველა კონტეინერისათვის
11. გაიცა ……………………………………………………………………….
(ქარხანა-დამამზადებლის დასახელება და მისამართი)
რომელსაც უფლება აქვს ფირფიტა დაშვების შესახებ მიამაგროს მის მიერ დამაზადებულ დაშვებული ტიპის ყველა კონტეინერზე
………… ……………19…
ადგილი თარიღი
………………………………………………………………………………..
(მოწმობის გამცემი დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმოწერა და ბეჭედი)
(გაფრთხილება იხ. უკანა მხარეს)
*მიეთითოს, კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის (1972წ) მე-5 დანართის 5ბ პუნქტით გათვალისწინებული ასოები და ციფრები, რომლებიც აღინიშნება დაშვების ფირფიტაზე
ყურადღება
(კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის მე-5 დანართის
მე-6 და მე-7 პუნქტები, 1972 წ.)
6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს. 7. თუ კონტეინერს ძირითადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება ჰკარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი.
|
მე-5 დანართის დამატება 3
ნიმუში №III
საბაჟო კონვენცია კონტეინერების შესახებ 1972 წ. დაშვების მოწმობა, გაცემული დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე
1. მოწმობის ნომერი*..............................................................................................................
2. დასტურდება, რომ ქვემოთ მიმითებული კონტეინერი(ები) დაშვებულია საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადაზიდვისათვის................................................................................
3. კონტეინერის (ების) სახეობა
4. კონტეინერისთვის (ებისათვის) ქარხანა-დამამზადებლის მიერ მიკუთვნებული რიგითი ნომერი (ები)........................................................................................................................................
5. ტარის წონა....................................................................................................................................
6. გარეთა ზომები სმ-ში...................................................................................................................
7. კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლები (მასალების სახეობა, კონსტრუქციის ტიპი და ა.შ.) .................................................................................................................................................................
8. გაიცა....................................................................................................................................................
(განმცხადებელი საწარმოს დასახელება და მისამართი)
რომელსაც უფლება აქვს ფირფიტა დაშვების შესახებ მიამაგროს ზემოთ მითითებულ კონტეინერს(ებს)
..................... ........................ 19...
(ადგილი) (თარიღი)
..............................................................................................................................................................
მოწმობის გამცემი დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმოწერა და ბეჭედი)
(გაფრთხილება იხ. უკანა მხარეს)
*მიეთითოს, კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის (1972წ) მე–5 დანართის 5ბ პუნქტით გათვალისწინებული ასოები და ციფრები, რომლებიც აღინიშნება ფირფიტაზე დაშვების შესახებ.
ყურადღება
(კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის მე-5 დანართის
მე-6 და მე-7 პუნქტები, 1972 წ)
6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს. 7. თუ კონტეინერის ძირითადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება ჰკარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი.
|
დანართი 6
განმარტებითი ჩანაწერები
შესავალი
i) წინამდებარე კონვენციის მე-13 მუხლის დებულებების შესაბამისად განმარტებითი ჩანაწერები შეიცავს წინამდებარე კონვენციის და მისი დანართების ზოგიერთი დებულების განმარტებას;
ii) განმარტებითი ჩანაწერები არ ცვლიან წინამდებარე კონვენციის ან მისი დანართების დებულებებს. ისინი მხოლოდ აზუსტებენ მათ შინაარსს და გამოყენების სფეროს;
iii) კერძოდ, კონტეინერების საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში დაშვების მიმართ წინამდებარე კონვენციის მე-12 მუხლით და მისი მე-4 დანართის დადგენილ პრინციპებთან დაკავშირებით, განმარტებითი ჩანაწერები შესაბამის შემთხვევებში შეიცავს მითითებებს კონსტრუქციული თავისებურებების შესახებ, რომლებიც უნდა განიხილებოდნენ ხელშემკვრელი მხარეების მიერ, როგორც ამ დებულებების შესატყვისი. განმარტებით ჩანაწერებში აგრეთვე შესაძლებელია მიეთითოს, თუ რომელი კონსტრუქციული თავისებურება არ შეესაბამება ამ დებულებებს;
vi) განმარტებითი ჩანაწერები უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენცისი და მისი დანართების დებულებების ტექნიკური განვითარების დონესთან და ეკონომიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას.
0. კონვენციის ძირითადი ტექსტი
0.1. მუხლი 1
ქვეპუნქტი c)i)-ნაწილობრივ დახურული კონტეინერები
0.1. с)i)-1 ტერმინი „ნაწილობრივ დახურული“ გამოიყენება 1 მუხლის с)i) ქვეპუნქტში ხსენებულ მოწყობილობების მიმართ და მეიკუთვნება მოწყობილობას, რომელიც ჩვეულებრივ შედგება იატაკისა და ზედა კონსტრუქციისაგან, რომელიც ქმნის დახურული კონტეინერის ჩასატვირთი სივრცის ექვივალენტურ ჩასატვირთ სივრცეს. ზედა კონსტრუქცია, ჩვეულებრივ, შედგება მეტალის ელემენტებისაგან, რომლებიც კარკასს ქმნიან. ასეთი ტიპის კონტეინერებს, აგრეთვე შესაძლებელია ჰქონდეთ ერთი ან რამდენიმე გვერდითი ან ტორსის კედელი. ზოგ შემთხვევაში, მას აქვს მხოლოდ სახურავი, რომელიც მიმაგრებულია იატაკთან ბიგებით. კერძოდ, კონტეინერის ეს ტიპი გამოიყენება ვეებერთელა ტვირთების გადატანისათვის (მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების).
ქვეპუნქტი d) კონტეინერის კუთვნილება და
მოწმობილობა
0.1.d)-1 ტერმინი „კონტეინერის კუთვნილება და მოწყობილობა“ შეიცავს, კერძოდ, შემდეგ მოწყობილობებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მოხსნა შეიძლება:
a) კონტეინერის შიგნით ტემპერატურის გაკონტროლების, შეცვლის ან შენარჩუნებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები;
b) მცირე ზომის ხელსაწყოები, მაგალითად, ტემპერატურის ჩამწერი ხელსაწყოები ან დარტყმითი ზეგავლენის ხელსაწყოები, რომელთა დანიშნულებაა გარემომცველი პირობების ცვლილებების ან დარტყმითი ზეგავლენის მაჩვენებლების ჩაწერა ან რეგისტრირება;
c) შიდა ტიხრები, ქვესადგარები, თაროები, საყრდენები, კაუჭები და ტვირთის განთავსებისა და დამაგრებისათვის განკუთვნილი ანალოგიური მოწყობილობები.
4. დანართი 4
4.2. მუხლი 2
ქვეპუნქტი 1a) შემადგენელი ელემენტების აწყობა
a) სამაგრი დეტალების გამოყენების შემთხვევაში (მოქლონები, სჭვალები, ჭანჭიკები, ქანჩები და ა.შ.), ასეთი დეტალების საკმაო რაოდენობა უნდა ჩაისვას გარეთა მხრიდან, გაიაროს შესაერთებელი ელემენტები, გამოეშვიროს შიგნითა მხრიდან და იქ ხისტად დამაგრდეს (მაგალითად, მოქლონების, შედუღების, მილისების, ჭანჭიკების, მიმოქლონების ან ქანჩების მიდუღების მეშვეობით). მაგრამ, ჩვეულებრივი მოქლონები (ე.ი. მოქლონები, რომელთა დადგმა ხორციელდება ასაწყობი კვანძის ორივე მხრიდან) შეიძლება ჩაისვას აგრეთვე, შიგნიდანაც მიუხედავად ზემოთქმულისა, კონტეინერის იატაკი შეიძლება დამაგრედს თვითდამჭდევი სჭვალების, ან თვითმბურღავი მქოლონების, ან ფეთქებადი ნივთიერების მუხტის საშუალებით ჩასასვამი მოქლონების მეშვეობით, რომლებიც ჩაისმება შიგნით, ვერტიკალურად გაივლის იატაკში და მეტალის ქვედა განივებში, იმ პირობით, თვითდამჭდევი სჭვალების გარდა, რომ ზოგიერთი მათი ბოლო არ გამოეშვირება გარეთა ზედაპირის დონიდან ან მიედუღება მას;
b) კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს, თუ რომელი და რა რაოდენობის სამაგრი დეტალები შეესაბამება წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს, იგი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ შემადგენელი ელემენტები აწყობილია ისეთნაირად; რომ შეუძლებელია მათი გადაადგილება შესამჩნევი კვალის გარეშე. ნებისმიერი სხვა სამაგრი დეტალების არჩევა და განთავსება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას;
d) აწყობის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ვრეცლდება სპეციალურ კონტეინერებზე, მაგალითად, იზოთერმულ კონტეინერებზე, რეფრიჟერატორ-კონტეინერებზე, ცისტერნა-კონტეინერებზე იმდენადა, რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ასეთი კონტეინერები თავისი დანიშნულების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როცა ტექნიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია შემადგენელი ელემენტები დამაგრდეს წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტში აღწერილი მეთოდებით, შესაძლოა შემადგენელი ელემენტები შეერთდეს წინამდებარე ჩანაწერის c) ქვეპუნქტში აღწერილი დეტალების მეშვეობით, იმ პირობით, რომ კედლის შიდა მხრიდან გამოყენებულ სამაგრ დეტალებამდე მიღწევა შეუძლებელი იქნება გარეთა მხრიდან.
ქვეპუნქტი 1b) – კარები და დახურვის სხვა სისტემები
4.2.1.b)-1 მოწყობილობა, რომელზეც შესაძლებელია დაისვას საბაჟო ბეჭდები და პლომბები უნდა:
i) დამაგრდეს შედუღების მეშვეობით ან ორი სამაგრი დეტალის მეშვეობით მაინც, რომლებიც აკმაყოფილებენ 4.2.1.a)–1 განმარტებითი ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ან
i) დამაგრდეს შედუღების მეშვეოით ან ორი სამაგრი დეტალის მეშვეობით მაინც, რომლებიც აკმაყოფილებენ 4.2.1.a)–1 განმარტებითი ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ან
ii) ჰქონდეს ისეთი კონსტრუქცია, რომ კონტეინერის დახურვის და დალუქვის შემდეგ შეუძლებელი იყოს ამ მოწყობილობის მოხსნა შესამჩნევი კვალის გარეშე; ან
iii)ჰქონდეს არანაკლებ 11 მმ–იანი დიამეტრის ხვრელები ან არანაკლებ 11მმ-ის სიგრძის და 3მმ-ის სიგანის განაჭრები
b)ანჯამები, გადმონაშვერები, სახსრები და კარის დასაკიდი სხვა დეტალები და ა.შ. უნდა მაგრდებოდეს წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები (მაგალითად, ანჯამები, ტაბიკები ან სახსრები) უნდა მაგრდებოდეს ისეთნაირად, რომ როცა კონტეინერი დახურული და დალუქულია, შეუძლებელი იყოს მათი მოხსნა ან გადაადგილება შესამჩნევი კვალის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთ მოწყობილობამდე მიღწევა შეუძლებელია გარეთა მხრიდან, საკმარისია მოცემული მოწყობილობიდან დახურული და დალუქული კარის დაცილების შეუძლებლობის უზრუნველყოფა შესამჩნევი კვალის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კარს ან დახურვის სისტემას აქვს ორზე მეტი ანჯამა, მხოლოდ კარის ბოლოდან ორი უახლოესი ანჯამა უნდა მაგრდებოდეს ზემოთმოყვანილი a)i)ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
C) კონტეინერები, რომელთაც გააჩნიათ დიდი რაოდენობით ისეთი დასახური მოწყობილობები, როგორებიცაა: სარქველები, საკეტიანი ონკანები, ლიუკების თავსახურები, მილტუჩები და ა.შ., ისეთი კონსტრუქციისა უნდა იყოს, რომ საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს. ამ მიზნით, მომიჯნავე დასახური მოწყობილობები უნდა შეიკრას საერთო სამარჯვის მეშვეობით, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ერთი საბაჟო ბეჭდისა ან პლომბის დასმას ანდა უნდა ჰქონდეს სახურავი, რომელიც ამავე მოთხოვნებს პასუხობს;
d) ასახდელსახურავიანი კონტეინერები ისე უნდა იყვნენ აწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს მათი დალუქვა საბადო ბეჭდებისა და პლომბების მინიმალური რაოდენობით.
4.2.1.с)-1 ქვეპუნქტი 1 с) სავენტილაციო ხვრელები
a) მათი მაქსიმალური ზომა პრინციპში არ უნდა აღემატებოდეს 400 მმ-ს.
b) ხვრელებს, რომლებიც ტვირთამდე უშუალოდ მიღწევის საშუალებას იძლევა, უნდა აეფაროს მავთულის ბადე ან დაჩვრეტილი მეტალის ეკრანი (ნახვრეტების მაქსიმალური ზომა ორივე შემთხვევაში 3 მმ-ია) და ისინი დაცული უნდა იყოს მეტალის ცხაურით (ნახვრეტების მაქსიმალური ზომა 10 მმ-ია).
с) ხვრელები, რომლებიც ტვირთამდე პირდაპირ მიღწევის საშუალებას არ იძლევა (მაგალითად, მუხლების ან დეფლექტორების სისტემების არსებობის გამო), უნდა აჭიჭურვოს ასეთივე მოწყობილობებით, მაგრამ შესაძლოა ნახვრეტების ზომებმა მიაღწიონ შესაბამისად 10 და 20 მმ-ს
d) იმ შემთხვევებში, როცა ხვრელები კეთთდება ბრეზენტში, პრინციპში გათვალისწინებული უნდა იქნეს წინამდებარე ჩანაწერის b) ქვეპუნქტში ხსენებული მოწყობილობების არსებობა. მაგრამ, დასაშვებია დასახური მოწყობილობები ჩაისვას გარედან მოსათავსებელი დაჩვრეტილი მეტალის ეკრანის და შიგნით მოსათავსებელი მავთულის ან სხვა ბადის სახით.
ქვეპუნქტი 1 с)- სადრენაჟო ხვრელები
4.2.1.c)–2 a) პრინციპში, მათი მაქსიმალური ზომები არ უნდა აღემატებოდეს 35მმ-ს.
b) ხვრელები, რომლებიც ტვირთამდე უშუალოდ
4.4. მუხლი 4
ქვეპუნქტი 3 – რამდენიმე ნაჭრისაგან შემდგარი ბრეზენტი
4.4.3-1 a) ცალკეული ნაჭრები, რომლებიც ერთ ბრეზენტს შეადგენენ, შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალისა, რომელიც მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებს აკმაყოფილებს;
b) ბრეზენტის დამზადებისას დასაშვებია ნაჭრების ნებისმიერი განლაგება, რომელიც საკმარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იმ პირობით, რომ ნაჭრები შეერთებულია მე-4 დანართის მე-4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
ქვეპუნქტი 6a)
4.4.6a) –1 წინამდებარე დანართის №1, №2 და №3
სურათებზე ნაჩვენებია საბაჟო მოთხოვნების თვალსაზრისით კონტეინერზე და კონტეინერის კუთხოვან ელემენტებზე ბრეზენტის დასამაგრებელი მისაღები კონსტრუქციების სისტემების მაგალითები.
ქვეპუნქტი 8 საფეიქრო გულარიანი სამაგრი ტროსები
4.4.8-1 მოცემული პუნქტის დებულებით დასაშვებია ფოლადის მავთულით ექვსფრად შემოხვეული (მავთული მთლიანად უნდა ფარავდეს გულარს) საფეიქრო გულარიანი ტროსების გამოყენება, იმ პირობით, რომ ტროსის დიამეტრი (გამჭვირვალე პლასტმასის საფარის გაუთვალისწინებლად, თუ ასეთი არსებობს) უნდა იყოს არანაკლებ 3მმ-სა.
ქვეპუნქტი 10c) – ღვედები
4.4.10c)-1 ღვედების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი მასალა:
a) ტყავი;
b) საფიექრო მასალები, პლასტიკით გაჟღენთილი ან დარეზინებული ქსოვილების ჩათვლით, იმ პირობით, რომ დაზიანების შემდეგ ასეთი მასალების შედუღება ან აღდგენა შეუძლებელია შესამჩნევი კვალის დატოვების გარეშე.
4.4.10 c)-2 წინამდებარე დანართის №3 სურათზე ნაჩვენები მოწყობილობა პასუხობს მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის ბოლო აბზაცის მოთხოვნებს, ის, აგრეთვე პასუხობს მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს.
5. დანართი 5
5.1. ბრეზენტით გადახურული შეწყვილებული კონტეინერების დაშვება
თუ საბაჟო ბეჭდითა და პლომბით გადაზიდვისათვის დაშვებული ორი, ბრეზენტით გადახურული, კონტეინერი შეწყვილებულია ისეთნაირად, რომ ისინი ქმნიან ერთი ბრეზენტით გადახურულ ერთ კონტეინერს და აკმაყოფილებენ საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით გადაზიდვებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მაშინ კონტეინერების ასეთი კომბინაციისათვის
დანართი 7
ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობა დაპროცედურის წესები
მუხლი 1
2. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებს წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები
3. კომიტეტს შეუძლია დაადგინოს, რომ წინამდებარე კონვენციის მე–18 მუხლში მოხსენებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ადმინისტრაციებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს, ან საე:რთაშორისო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შეუძლიათ, როგორც მეთვალყურეებს, მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის დროს დაესწრონ კომიტეტის სესიებს.
მუხლი 2
საბაჟო თანამშრომლობის საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტს სამდივნოს მომსახურებით.
მუხლი 3
კომიტეტი, ყოველწლიურად, პირველივე სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 4
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ადმინისტრაციები უგზავნიან საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს მოტივირებულ წინადადებებს წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანის შესახებ, აგრეთვე, თხოვნას კომიტეტის სესიის დღის წესრიგში ამა თუ ის პუნქტის ჩართვის შესახებ. საბაჟო თანამშრომლობის საბჭო ამ წინადადებების შესახებ აცნობებს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტურ ადმინისტრაციებს და წინამდებარე კონვენციის მე–18 მუხლში მოხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
მუხლი 5
1. საბაჟო თანამშრომლობის საბჭო მოიწვევს კომიტეტს არანაკლებ ხუთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ადმინისტრაციის თხოვნით. იგი კომიტეტის სესიის დაწყებამდე არა უგვიანეს 6 კვირისა დაუგზავნის წინასწარ დღის წესრიგს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ადმინისტრაციებს და წინამდებარე კონვენციის მე–18 მუხლში მოხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ოხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ.
2. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია წინამდებარე წესების 1 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, საბაჟო თანამშრომლობის საბჭო სთავაზობს წინამდებარე კონვენციიs მე-18 მუხლში მოხსენებულ იმ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ადმინისტრაციებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს, და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოგზავნონ თავიანთი მეთვალყურეების კომიტეტის სესიაზე.
მუხლი 6
წინადადებებს კენჭი ეყრებათ. სესიაზე წარმოდგენილ ყოველ ხელშემკვრელ მხარეს აქვს ერთი ხმა. წინადადებები, რომლებიც არ ეხება წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანას, მიიღება კომიტეტის მიერ დამსწრეთა და კენჭისმყრელთა უმრავლესობით. წინამდებარე კონვენციის შესწორებები და გადაწყვეტილებები, რომლებზეც ლაპარაკია წინამდებარე კონვენციის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში და რომლებიც ეხება შესწორებების ძალაში შესვლას, მიიღება დამსწრეთა და კენჭისმყრელთა ორი მესამედის უმრავლესობით.
მუხლი 7
სესიის დახურვის წინ კომიტეტი ამტკიცებს მოხსენებას.
მუხლი 8
მოცემულ დანართში შესაბამისი დებულებების არარასებობის დროს გამოიყენება საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს პროცედურის წესები, თუ კომიტეტმა სხვა რამ არ გადაწყვიტა.
ხელმოწერის ოქმი
წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის მომენტში, ამ რიცხვში ქვემორე ხელის მომწერნი, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილნი თავიანთი მთავრობების მიერ, აცხადებენ შემდეგს:
1. კონტეინერების დროებითი შემოზიდვის პრინციპი არ შეესაბამება იმას, რომ შემოზიდვის ბაჟის და მოსაკრებლების დათვლის დოს, იმ კონტეინერის წონა ან ღირებულება, რომელიც შემოვიდა დროებითი შემოზიდვის პროცედურის თანახმად, დაემატოს მასზე გადასატანი ტვირთის წონას ან ღირებულებას. კონტეინერებში გადასაზიდი ტვირთებისათვის ოფიციალურად დაწესებული ტარის განსაზღვრული კოეფიციენტის დამატება ტვირთის წონაზე ნებადართულია იმ პირობით, რომ ასეთი დანამატი ხდება საფუთავის არარსებობასთან ან მის განსაკუთრებულ ხასიათთან დაკავშირებით და არა იმიტომ, რომ ტვირთი გადაიზიდება კონტეინერებით.
2. წინამდებარე კონვენციის დებულებები ხელს არ უშლის კონტეინერების გამოყენების მარეგლამენტირებელ არასაბაჟო ხასიათის ეროვნულ მითითებებს ან საერთაშორისო შეთანხმებებს.
3. წინამდებარე კონვენციის 1 მუხლში კონტეინერის შიდა მოცულობის დადგენა 1 კუბური მეტრის ოდენობით არ ნიშნავს მომცრო კონტეინერებისთვის უფრო შემზღუდავი წესების გამოყენების აუცილებლობას, და ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან ამ კონტეინერებისათვის გამოიყენონ დროებითი შემოზიდვის პროცედურა, რომელიც წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული კონტეინერებისათვის გამოსაყენებელი პროცედურის ანალოგიურია.
4. რაც შეეხება კონტეინერების დროებითი შემოზიდვის პროცედურას , რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე -6, მე -7 და მე -8 მუხლების დებულებებში , ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ , რომ ნებისმიერი საბაჟო დოკუმენტების და ნებისმიერი გარანტიების გაუქმება ხელს შეუწყობს მათ მიერ წინამდებარე კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მიზნის მიღწევას და ისინი ისწრაფვიან ამ შედეგისკენ.
დოკუმენტის კომენტარები