დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/07/1965 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 18/04/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000310 |
კონვენცია
იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე
ნიუ -იორკი 08.07.1965. თბილისი
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები
გაეროს წესდების 55-ე მუხლი გაერთიანებული ერებისაგან მოითხოვს ეკონომიკური პროგრესისა და საერთაშორისო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პირობების შექმნის ხელშეწყობას:
ეყრდნობა რა გენერალური ასამბლეის 1028 (XI) რეზოლუციას ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების შესახებ, რომელიც „აღიარებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის“ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების ადეკვატური სატრანზიტო შესაძლებლობების მოთხოვნილებას მოიწვია „მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობები ზღვაზე გასასვლელის არმქონე მონაწილე სახელმწიფოების მოთხოვნილებების სრული აღიარებისათვის სატრანზიტო ვაჭრობის საკითხში და ადეკვატური შესაძლებლობების შესაქმნელად, საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის თვალსაზრისით, ითვალისწინებს რა მომავალ მოთხოვნებს, რომელიც გამომდინარეობს იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებიდან, რომლებსაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე“.
მხედველობაში მიღებულ იქნა რა ღია ზღვის კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც აუწყებს, რომ ღია ზღვები ღიაა ყველა ხალხისათვის, არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია იგულისხმოს არცერთი ნაწილი თავისი სუვერენიტეტისათვის და აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის არცერთი ნაწილი, რომელიც აუწყებს:
1. ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება. იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც მდებარეობენ ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის, უკანასკნელთან შეთანხმებით და არსებული საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად ხელი უნდა შეუწყონ:
a) თავისუფალ ტრანზიტს თავის ტერიტორიაზე ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსთან ნაცვალგების საფუძველზე, და
b) იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ მონაოსნე გემებს, რომლებსაც ექნებათ იგივე რეჟიმი, რაც საკუთარი დროშის ქვეშ მონაოსნე გემებს, აგრეთვე სხვა სახელმწიფოების გემებსაც პორტში დაშვებისა და ასეთი პორტების გამოყენებასთან მიმართებაში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოები არ არიან ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო კონვენციების წევრები, ის სახელმწიფოები, რომლებიც მდებარეობენ ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოთა შორის, ურთიერთშეთანხმებით მოაწესრიგებენ ყველა საკითხს, რომელიც შეეხება თავისუფალ გასასვლელს და პორტებში ერთნაირ რეჟიმს, მიიღებენ რა მხედველობაში ზღვისპირა ან სატრანზიტო სახელმწიფოს უფლებებს, აგერთვე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების სპეციალურ პირობებს, ადასტურებს რა ქვემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს, რომლებიც მიღებულია ვაჭრობისა და განვითარების საკითხებზე გაეროს კონფერენციის მიერ, ესმის რა, რომ ეს პრინციპები ურთიერთდაკავშირებულია და ყოველი მათგანი გაგებული უნდა იყოს დანარჩენი პრინციპების კონტექსტიდან გამომდინარე:
პრინციპი 1
ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს უფლებების აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისა და ეკონომიკური განვითარების ძირითად პრინციპს.
პრინციპი 2
ტერიტორიულ და შიდა წყლებში ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს დროშის ქვეშ მყოფ გემებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე უფლებები და რეჟიმი, როგორიც აქვთ სხვა ზღვისპირა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა გემებს.
პრინციპი 3
იმისათვის, რომ ზღვისპირა სახელმწიფომ უზრუნველყოს ზღვების თავისუფლების გამოყენების თანაბარი უფლებები, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება. აქედან გამომდინარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც მდებარეობენ ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის ორმხრივი შეთანხმებებისა და არსებული საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, ისე ეპყრობიან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების დროშის ქვეშ მონაოსნე გემებს, როგორც თავის და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გემებს იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება პორტებში დაშვებას და მათ გამოყენებას.
პრინციპი 4
ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების სრული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასეთ ქვეყნებს მიეცემათ თავისუფალი და შეუზღუდავი ტრანზიტი ნაცვალგების პირობებში მასზედ, რაც შეეხება თავისუფალ დაშვებას რეგიონალურ და საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებებთან, ყველა შემთხვვაში და საქონლის ნებისმიერი სახეობისათვის. სატრანზიტო საქონელი საბაჟო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს. ტრანზიტული საქონლის ტრანსპორტირების საშუალებები არ ექვემდებარება სპეციალურ გადასახადებს და ბაჟს გარდა იმ გადასახადებისა და ბაჟისა, რომლებსაც იღებენ ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე ტრანზიტის ქვეყანაში.
პრინციპი 5
ტრანზიტის სახელმწიფო აქვს რა სრული სუვერენიტეტი თავის ტერიტორიაზე, გაატარებს ყველა საჭირო ქმედებას, რომლებიც აუცილებელია იმ გარანტიებისათვის, რომ თავისუფალი ტრანზიტის უფლების გამოყენება არანაირი ზომით არ დაარღვევს მის ნებისმიერ კანონიერ ინტერესებს.
პრინციპი 6
სპეციალური და განსაკთრებული პრობლემების გადაჭრისადმი საყოველთაო მიდგომაში ევოლუციური პროგრესის დაჩქარების მიზნით. პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან და იმ ქვეყნების განვითარებასთან, რომლებსაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში. ამ საკითხზე რეგიონული და საერთაშორისო შეთანხმების დადებას ექნება სრული მხარდაჭერა.
პრინციპი 7
გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისათვის გაცემული შეღავათები და სპეციალური უფლებები გამოირიცხება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის მოქმედებისაგან.
პრინციპი 8
პრინციპები, რომლებიც არეგულირებენ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების ზღვასთან თავისუფალ დაშვებას, არანიარი ზომით არ უარყოფენ ამ პრობლემასთან იმავე ზომით დაკავშირებულ ორ ან მეტ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებს, ისევე, როგორც არ ქმნიან არავითარ დაბრკოლებას მომავალში ამგვარი შეთანხმების დადებისთვის, იღებენ რა მხედველობაში, რომ დადგენილ რეჟიმს არ ექნება ხელშეწყობის ნაკლები ხარისხი, ვიდრე ზემოთ მითითებული პრინციპებით დადგენილ რეჟიმს.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. განსაზღვრებები
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) ტერმინი „ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო“ – ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს სანაპირო ზოლი.
b) ტერმინი „სატრანზიტო გასასვლელი“ – ნიშნავს საქონლის გასასვლელს, თანხლების გარეშე ბაგაჟის ჩათვლით, შეთანხმების წევრი იმ სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, რომელიც მდებარეობს ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის, როდესაც გასასვლელი არის ნაწილი მოგზაურობისა, რომელიც იწყება ან მთავრდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ტრანსგადაზიდვა, დასაწყობება ან ამგვარი საქონლის ტრანსპორტირების სახეობის შეცვლა, აგრეთვე მანქანების აწყობა, დაშლა ან გადაწყობა არ უნდა გამოვიდეს „სატრანზიტო გასასვლელის“ ცნების ჩარჩოებიდან. ამ თავში არაფერი არ ავალდებულებს არცერთ მონაწილე სახელმწიფოს, გასცეს ან ნება დართოს თავის ტერიტორიაზე ამგვარი აწყობის, დაშლის ან გადაწყობის მუდმივი შეღავათების გაცემაზე.
c) ტერმინი „ტრანზიტის სახელმწიფო“ – ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს სანაპირო ზოლით ან მის გარეშე, რომელიც მდებარეობს ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის და, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება სატრანზიტო გასვლა.
d) ტერმინი „სატრანსპორტო საშუალებები“ – მოიცავს:
(i) სარკინიგზო, საზღვაო, სამდინარო და საგზაო ტრანსპორტს;
(ii) ბარგის გადამტან და შესაბმელ ცხოველებს, იქ, სადაც ეს საჭიროა ადგილობრივ სიტუაციაში.
(iii) მონაწილე სახელმწიფოების შეთანხმებით სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე მილსადენებს და გაზსადენებს, როდესაც ისინი გამოიყენება სატრანზიტო გასვლისათვის წინამდებარე მუხლის დებულებების ჩარჩოებში.
(iv)
მუხლი 2
ტრანზიტის თავისუფლება
1. სატრანსპორტო გასასვლელისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტრანზიტის თავისუფლება გარანტირებულია წინამდებარე კონვენციით. მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებულმა ზომებმა, რომლებიც რეგულირდება, აგრეთვე წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით, მათ ტერიტორიაზე მოძრაობის მოწესრიგებისა და განხორციელებისათვის უნდა გააიოლონ სატრანზიტო გასვლა დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისათვის მისაღები მარშრუტებით. კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე, აკრძალულია ყოველგვარი დისკრინიმაცია წარმოშობის ადგილის, გამგზავნი პუნქტის, შესვლა-გამოსვლის ან დანიშნულების პუნქტის საფუძველზე, ან სხვა გარემოებების საფუძველზე, რომლებიც დაკავშირეუბლია საქონლის ან საკუთრების მფლობელთან, რეგისტრაციის ადგილთან ან ხომალდის დროშასთან, საგზაო ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებთან.
2. წესები, რომლებიც არეგულირებს მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილზე ან მთელ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გასვლას, უნდა დადგინდეს დაინტერესებული სახელმწიფოების ერთობლივი შეთანხმებით და იმ საერთაშორისო კონვენციების მხედველობაში მიღებით, რომელთა მონაწილენიც არიან ეს სახელმწიფოები.
3. შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად ყოველი მონაწილე სახელმწიფო წარმოადგენს წესებს, რომლებიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე გატარებას იმ პირების დაშვებას, რომელთა გადაადგილება წარმოადგენს სატრანზიტო გასვლის შემადგენელ ნაწილს.
4. მონაწილე სახელმწიფოები ნებას რთავენ სატრანზიტო ტვირთის გავლაზე თავიანთ ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ჩვეულებრივი სამართლის ან შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების და შინაგანი კანონმდებლობის პრინციპების მიხედვით.
მუხლი 3
საბაჟო გადასახადი და სატრანზიტო მოსაკრებლები
სატრანზიტო სახელმწიფოს არცერთი კომპეტენტური ორგანო არ დააწესებს არავითარ საბაჟო გადასახადს ან მოსაკრებელს, რომლებიც დაკავშირებულია იმპორტთან და ექსპორტთან. ამის მიუხედავად, სატრანზიტო გასვლა შეიძლება დაიბეგროს მოსაკრებლებით, რომლებიც დაკავშირეუბლია ზედამხედველობის ხარჯებთან და ტრანზიტის მართვასთან. ამ მოსაკრებლების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს მე-2 მუხლის 1-ლ ნაწილში ჩამოყალიბებულ დისკრიმინაციის დაუშვებლობის მოთხოვნებს.
მუხლი 4
სატრანსპორტო საშუალებები და ტარიფები
1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ უზრუნველყონ შეძლებისდაგვარად საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში, აგერთვე გადაზიდვის პუნქტებში; ტრანსპორტის შესაბამისი სახეობების და დასატვირთი საშუალებების არსებობა, რაც აუცილებელია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ტრანზიტის გასატარებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები იმ საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იმართება სახელმწიფოს მიერ, ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ სატრანზიტო გავლაზე ტარიფები ან მოსაკრებლები მოძრაობის პირობებისა და კომერციული კონკურენციის გათვალისწინებით ისე, რომ ისინი მისაღები იყოს როგორც სიდიდით, ასევე გამოყენების მეთოდებით. ეს ტარიფები ან მოსაკრებლები ხელს უნდა უწყობდნენ სატრანზიტო მოძრაობას და არ უნდა აღემატებოდნენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ დაწესებულ იმ ტარიფებსა და მოსაკრებლებს, რომლებიც დადგენილია მათ ტერიტორიაზე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებისათვის. ამ ნაწილის დებულებები უნდა ვრცელდებოდეს სატრანზიტო მოძრაობის ისეთ ტარიფებსა და მოსაკრებლებზე, როდესაც იყენებენ ფირმებისა და ინდივიდუალური პირების მიერ მარვთად საშუალებებს იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები ან მოსაკრებლები არის მონაწილე სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ამ ნაწილში გამოყენებული ტერმინი „საშუალებები“ მოიცავს ტრანსპორტის საშუალებებს, საპორტო ნაგებობებსა და მარშრუტებს, რომლებზედაც ხდება ტარიფების ან მოსაკრებლების გადახდევინება.
3. გადაზიდვის ნებისმიერი მომსახურება, რომელიც დამყარებულია მონოპოლიაზე, ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი არ შეუშალოს გემების ტრანზიტს.
4. წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენება უნდა ხდებოდეს 1-ლი ნაწილის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის დაუშვებლობის პირობებში.
მუხლი 5
მეთოდები და დოკუმენტაცია საბაჟოს, ტრანსპორტის და ა.შ. მიმართებაში
1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ისეთი ადმინისტრაციული ან საბაჟო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფალ და უწყვეტ სატრანზიტო მოძრაობას. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა გამართონ მოლაპარაკებები, რათა მიაღწიონ შეთანხმებას ხსენებული ტრანზიტის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით.
2. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ გამოიყენონ გამარტივებული დოკუმენტაცია და დაჩქარებული მეთოდები საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია სატრანზიტო მოძრაობასთან მათი ტერიტორიის გავლით, გადატვირთვის, და საწყობების ან ტრანსპორტის სახეობის შეცვლის ჩათვლით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანზიტის დროს.
მუხლი 6
საქონლის შენახვა ტრანზიტის დროს
1. სატრანზიტო სახელმწიფოში შესვლისას და გასვლისას, აგრეთვე შუალედ სტადიაზე სატრანზიტო საქონლის შენახვის პირობები შეიძლება დადგინდეს დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით. სატრანზიტო სახელმწიფოებმა უნდა შექმნან შენახვის ისეთი პირობები, როგორიც არსებობს მათი სახელმწიფოდან გასაგზავნი საქონლისათვის.
2. ტარიფები და მოსაკრებლები უნდა დადგინდეს მე-4 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7
სატრანზიტო მოძრაობის დაყოვნება ან სიძნელეები
1. გარდა ფორსმაჟორის შემთხვევებისა, მონაწილე სახელმწიფოებმა, უნდა მიიღონ ყველა ზომა სატრანზიტო მოძრაობის დაყოვნებისა და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.
2. სატრანზიტო მოძრაობის დაყოვნების ან სიძნელეების წარმოქმნის შემთხვევაში სატრანზიტო სახელმწიფოს ან სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა ან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ამ სიტუაციის სასწრაფოდ ლიკვიდაციისათვის.
მუხლი 8
თავისუფალი ზონები ან სხვა საბაჟო შეღავათები
1. იმისათვის, რომ სატრანზიტო მოძრაობა იყოს მოხერხებული, სატრანზიტო სახელმწიფოს შესვლისა და გასვლის პორტებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ზონები ან სხვა საბაჟო შეღავათები იმ შეთანხმებით, რომლებიც იდება ამ სახელმწიფოებსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს შორის.
2. ასეთივე ტიპის შეღავათები შეიძლება გავრცელდეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების სასარგებლოდ სხვა სატრანზიტო სახელმწიფოებზეც, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვის სანაპირო ან საზღვაო პორტები.
მუხლი 9
მაქსიმალური ხელშეწყობის პირობები
კონვენცია არანაირად არ გულისხმობს დიდი შეღავათების გამოყენების აკრძალვას ტრანზიტის შესრულების დროს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით და შეესაბამება მოცემული კონვენციის პრინციპებს, რომლებიც გამომდინარეობს მონაწილე სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებიდან ან ნებაყოფლობით წესდება რომელიმე ამ სახელმწიფოს მიერ. კონვენცია აგრეთვე არ შეუშლის ხელს ყველაზე დიდი შეღავათების მიცემას მომავალში.
მუხლი 10
მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმთან დამოკიდებულება
1. მონაწილე სახელმწიფოები მოილაპარაკებენ, რომ შეღავათები და სპეციალური უფლებები, რომლებიც ამ კონვენციით ეძლევათ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს მათი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გამოირიცხება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის მოქმედებიდან. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის წევრი, შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია იმ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებზე, რომლებიც მინიჭებული აქვთ ზღვაზე გასავლელის არმქონე სახელმწიფოებს წინამდებარე კონვენციით. მხოლოდ მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შესახებ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსა და მონაწილე სახელმწიფოს შორის, რომელიც გასცემს შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებს.
2. თუ მონაწილე სახელმწიფო ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ანიჭებს ისეთ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებს, რომლებიც აღემატება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულს, მაშინ ამგვარი შეღავათები და სპეციალური უფლებები მიეცემა ზღვაზე გასასვლელის არმქონე მხოლოდ ამ სახელმწიფოს იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც უარი ამგვარ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებზე ეწინააღმდეგება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმს, გამომდინარეს ხელშეკრულებიდან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსა და შეღავათებისა და სპეციალური უფლებების დამწესებელ მონაწილე სახელმწიფოს შორის.
მუხლი 11
კონვენციიდან გამონაკლისები ჯანმრთელობის დაცვის, უშიშროებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საფუძველზე
1. არცერთი მონაწილე სახელმწიფო ამ კონვენციით არ არის ვალდებული ტრანზიტის ნება დართოს იმ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ ტერიტორიაზე შესვლა, ან დართოს ნება ნებისმიერი ისეთი საქონლის ტრანზიტზე, რომლის იმპორტი აკრძალულია საზოგადოებრივი მორალის, ჯანმრთელობის დაცვის ან უშიშროების საფუძველზე, ან ცხოვლებეისა და მცენარეების დაავადების ან მავნე ორგანიზმების შემოტანის საწინააღმდეგო წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების საფუძველზე.
2. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები იმ გარანტიებისათვის, რომ პირები და საქონელი, განსაკუთრებით ისეთი საქონელი, რომელიც მონოპოლიის საგანს წარმოადგენს, ნამდვილად იმყოფებოდეს ტრანზიტში და, რომ სატრანსპორტო საშუალებები ნამდვილად გამოიყენებოდეს ამგვარი ტვირთის სატრანზიტო გადატანისათვის, აგრეთვე გაატაროს ზომები ხაზებისა და კომუნიკაციების უსაფრთხოების დაცვისათვის.
3. არაფერი ამ კონვენციაში არ მოახდენს ზეგავლენას იმ ზომებზე, რომლებსაც ახორციელებენ მონაწილე სახელმწიფოები მსოფლიო და რეგიონალური ხასიათის იმ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები, თუ ეს კონვენციები დადებულია წინამდებარე კონვენციის მიღებამდე ან მის შემდეგ და მისი დებულებები შეეხება შემდეგს:
(a) ისეთი საქონლის ექსპორტი, იმპორტი ან ტრანზიტი, როგორიცაა ნარკოტიკები, სხვა საშიში მედიკამენტები ან იარაღი;
(b) სამრეწველო, ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების დაცვა, სავაჭრო მარკის, წყაროთა მაჩვენებლების, წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაცვა და არაპატიოსანი კონკურენციის შეზღუდვა.
4. ამ კონვენციაში არაფერი არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს იგი უკრძალავდეს მონაწილე სახელმწიფოებს განახორციელონ ნებისმიერი საჭირო ზომები უშიშროების ინტერესების დასაცავად.
მუხლი 12
გამონაკლისები საჭიროების შემთხვევაში
საერთო და კერძო ხასიათის ის ზომები, რომელთა განხორციელებას საჭიროების შემთხვევაში კისრულობს მონაწილე სახელმწიფო პოლიტიკური არსებობისათვის უშიშროებისათვის საფრთხის შექმნის დროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება მოკლე დროით გადაიხაროს წინამდებარე კონვენციის დებულებებისაგან იმის შეგნებით, რომ ამგვარი პერიოდის განმავლობაში ტრანზიტის თავისუფლების პრინციპი დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად.
მუხლი 13
კონვენციის შესრულება ომის დროს
კონვენცია არ აწესებს რაიმე უფლებებს ან მოვალეობებს საომარი მოქმედების მონაწილეთათვის ან ნეიტრალური მხარეებისათვის. ამის მიუხედავად, კონვენცია ომის დროს ძალაში რჩება იმ კონტექსტით, რომელსაც გულისხმობს ამგვარი სიტუაცია.
მუხლი 14
ვალდებულებები კონვენციასთან მიმართებაში და გაეროს წევრთა უფლებები და მოვალეობები
კონვენცია არ ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოებზე ისეთი ვალდებულებების დაკისრებას, რომლებიც ეწინააღმდეგება მათი, როგორც გაეროს წევრის სტატუსს.
მუხლი 15
ურთიერთთანაქმედება
ამ კონვენციის დებულებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს ნაცვალგების საფუძველზე.
მუხლი 16
დავის გადაჭრა
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციასთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით და, რომელიც ვერ გადაიჭრება მოლაპარაკებით ან სხვა სამშვიდობო საშუალებებით ცხრა თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით უნდა მოწესრიგდეს არბიტრაჟის გზით. საარბიტრაჟო კომისია უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან. თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს თითო წევრი, მაშინ როდესაც, მესამე წევრი – თავმჯდომარე, უნდა აირჩიონ მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ მესამე წევრის არჩევის თაობაზე სამი თვის განმავლობაში, მესამე წევრს დანიშნავს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, თუ ერთ-ერთი მხარე ვერ შეძლებს დანიშნოს წევრი სამი თვის განმავლობაში, საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე შეავსებს ამ ვაკანსიას ან ვაკანსიებს.
2. საარბიტრაჟო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმების უბრალო უმრავლესობით და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად დაინტერესებულ მხარეთა მიერ.
3. წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად დავის გადაჭრაში მონაწილე საარბიტრაჟო კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, გაეროს გენერალური მდივნის საშუალებით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეებს დავის წამოჭრისა და საგნის შესახებ, აგრეთვე მისი გადაჭრის გზების შესახებ.
მუხლი 17
ხელმოწერები
წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 1965 წლის 31 დეკემბრამდე გაეროს ყველა წევრისა ან სხვა სპეციალიზებული დაწესებულებებისათვის, ან საერთაშორისო სასამართლოს შესახებ სტატუტის მონაწილეებისა, ან ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ მიზნით მოწვეულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.
მუხლი 18
რატიფიკაცია
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები უნდა ინახებოდეს გაეროს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 1 9
შეერთება
წინამდებარე კონვენცია ღიაა შესაერთებლად ყველა ქვეყნისათვის, რომლებიც მიეკუთვნება რომელიმეს მე-17 მუხლში მითითებული ოთხი კატეგორიისას. სიგელები შეერთების შესახებ უნდა ინახებოდეს გაეროს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 20
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩაჰბარდა არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელისა ან შეერთების შესახებ სიგელისა იმ სახელმწიფოების მიერ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე და ორი სარატიფიკაციო სიგელისა ან შეერთების შესახებ სიგელისა იმ სატრანზიტო სახელმწიფოების მიერ, რომელთაც აქვთ გასასვლელი ზღვაზე.
2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა რატიფიკაცია ან შეუერთდა კონვენციას ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩაჰბარდა სარატიფიკაციო სიგელები ან სიგელები შეერთების შესახებ.
მუხლი 21
გადასინჯვა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ერთი მესამედის თხოვნით და მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობის მხარდაჭერით გაეროს გენერალური მდივანი მოიწვევს კონფერენციას წინამდებარე კონვენციის დებულებათა გადასასინჯად.
მუხლი 22
შეტყობინება გენერალური მდივნის მიერ
გაეროს გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მეკუთვნებიან ერთ-ერთ მე-17 მუხლში მითითებულ ოთხ კატეგორიას:
( a) წინამდებარე კონვენციაზე ხელმოწერისა და სარატიფიკაციო და შეერთების შესახებ სიგელების შესანახად ჩაბარების შესახებ მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად;
( b) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ მე-20 მუხლის შესაბამისად;
(с) გადასინჯვის მოთხოვნის შესახებ 21-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 23
ავთენტიკური ტექსტები
წინამდებარე კონვენციის დედანი, რომელიც შესრულებულია ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე წარმოადგენს ავთენტიკურ ტექსტს და შეინახება გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც დამოწმებულ ასლებს დაუგზავნის სახელმწიფოებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ-ერთ მე-17 მუხლში მითითებულ ოთხ კატეგორიას.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიიღეს უფლებამოსილება შესაბამისი სახელმწიფოებიდან. ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია გაეროს შტაბ-ბინაში. ნიუ-იორკში
ათას ცხრაას სამოცდახუთი წლის თვრამეტ ივლისს.
დოკუმენტის კომენტარები